9

1.2K 172 15
                                    

2023

_______

- ააააააააა!

ერთ დღესაც მისი ოთახიდან გამომავალი კივილის ხმა ლამის სავარძლიდან მაგდებს. შეშინებული ვხტები და იმის გაფიქრებაც კი სისხლის მიყინავს, რომ ბილის რაღაც დაემართა. ისევ მეორედება მისი სასოწარკვეთილი ყვირილი და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც საშინელება ხდება მის ოთახში.

- არა! არა! არა! - კიდევ ერთხელ მისი ხმა.

ლეპტოპს დაუფიქრებლად ვისვრი საწოლზე და არც კი ვფიქრობ, რომ შეიძლება გაფუჭდეს. დაფეთებული მივრბივარ მისი ოთახისკენ, საიდანაც ბილის ყვირილი არ წყდება და რას აღარ წარმოვიდგენ, სანამ შევალ. შეიძლება გადმოვარდნილი კარადის ქვეშ გდია ნახევრად გაჭყლეტილი, ან თავში რაღაც დაეცა, შეიძლება ხილს ითლიდა და თითიც მიაყოლა. კიდევ ბევრი ვარიანტი მაქვს, მაგრამ ის, რასაც მის ოთახში შესვლისას ვხედავ, წარმოუდგნელად არარეალურია.

ბილი საწოლზე მუხლებით დგას, ორივე ხელში ჩაუბღუჯია თავისი ტელეფონი, მთელ ხმაზე გაჰკივის და ტელეფონს ისე ანჯღრევს, თითქოს რაღაც ინფორმაციის გამოყრა უნდა იქიდან. მის გვერდით ორცხობილებით სავსე თეფშს ვხედავ და ახლაც ის მოკლე, აბრეშუმის, ალუბლებიანი შორტი აცია, რომელმაც, პირველად რომ დავინახე, ლამის ცხვირიდან სისხლი მადინა. გაშტერებული ვუყურებ ბიჭს, რომელსაც ისეთი სახე აქვს მიღებული, თითქოს ტირის და უცებ ვიაზრებ, რომ მას არაფერი სჭირს. არაფერი.

- გააფრინე? რა გაღრიალებს?! - ხმამაღლა ვუყვირი, მისი არა-არა რომ გადავფარო.

შეშინებული მიყურებს. ისეა თავის სტიქიაში გართული, ვერც კი იგებს, როგორ შევდივარ. ცხადად ვხედავ, მისი თვალები ცრემლებითაა სავსე და უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. მასზე ვბრაზობ, ასე რომ შემაშინა და თან ვღელავ, რაღაცის გამო ასე რომ ნერვიულობს.

უეცრად მთელი სხეულით დუნდება, საწოლზე ძალაგამოცლილი ეცემა და თავის მუხლებზე ჯდება, ხელებს ძირს უვარდება და სასოწარკვეთილი ოხრავს.

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now