17

1.4K 164 0
                                    

2962


______

ჩემს ოთახში შევრბივარ, კარს აკანკალებული ხელებით ვხურავ, ზურგით ვეყრდნობი და თვალებდახუჭული ხმამაღლა ვიწყებ სუნთქვას. უნდა დავწყნარდე და ემოციებს არ ავყვე, თორემ წყენა უფრო მეტად გაიზრდება, იმედგაცრუებასთან ერთად. მინდა შემეძლოს, გულთან ახლოს არ მივუშვა მისი საქციელი და შედარებით მსუბუქად გადავიტანო, მაგრამ ძალიან ძნელია. ისედაც მსუბუქად ვუყურებ იმ ფაქტს, რომ სხვა კაცზეა შეყვარებული, რომ მის დავიწყებას უშედეგოდ ცდილობს, რომ მისთვის ვინ ვარ, თავადაც არ იცის. ამ ყველაფერს ვიაზრებ და მისი მესმის, მაგრამ შეგუება ძალიან მიჭირს.

ბილის უბრალოდ ერთი სიტყვა რომ ეთქვა, თუნდაც ის, რომ არ მივსულიყავი, ახლა ასე ძალიან გაბრაზებული აღარ ვიქინებოდი. შეიძლება მწყენოდა, მაგრამ ასე არა, ერთ-ორ კითხვას დავუსვამდი და მერე ჩხუბის გარეშე გამოვიდოდი მისი ოთახიდან. ახლა კი რა ხდება, ვეღარ ვიგებ. აზრს ვერ ვხედავ მის საქციელში. მას მოსწონდა, ერთად რასაც ვაკეთებდით სააბაზანოში და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ვნებისაგან დაბინდული გონებით მოქმედებდა, გვიან რომ გაეანალიზებინა თავისი საქციელი, მაგრამ მაინც, როდესაც ყველაფერი მორჩა, ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს იმ წამს გაიაზრა, რაც მოხდა. შემდეგ კი მზერა გაეყინა და გაცივდა. ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო, როგორ რეაქციებს გამოხატავდა, რა მინიშნებებს მიტოვებდა, რომ მივხვდე, სინამდვილეში რატომ იქცევა ასე, მაგრამ არ გამომდის. ძალიან დაბნეული ვარ. წყენას ნელ-ნელა გაბრაზება ანაცვლებს და ამის გამო თითქოს ისიც კი მავიწყება, როგორ მეტკინა გული.

სააბაზანოში შევდივარ და სარკეში ვუყურებ საკუთარ თავს. მხოლოდ მაშინ მახსენდება, რომ სათვალე მასთან დამრჩა. მან თავისი აკანკალებული ხელებით მომხსნა, როდესაც კარადაზე შემოვსვი და იქვე დადო ფრთხილად, რომ არ გატეხილიყო. სათვალის გამო მასთან დაბრუნებას არ ვაპირებ. ვაიძულებ, რომ თვითონ მოვიდეს ჩემთან და მომიტანოს, ახლა თუ არა, ხვალ მაინც შემომიტანს.

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now