21

1.3K 155 3
                                    

2336


_______

დილით როცა მეღვიძება, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივებით ვხვდები, რომ ძალიან დიდი ხნის წინ გათენდა. შეშინებული ვეძებ მობილურს და საათს დავყურებ, თითქმის 9-ის ნახევარია. უკვე ვხვდები, რომ ბილიმ წაიყვანა დობი და ხმამაღლა ვოხრავ. ზუსტად მახსოვს, ჩაძინებამდე მაღვიძარა დავაყენე, მაგრამ, როგორც ჩანს, ბილით გამორთო და თვითონ წავიდა.

ადგომას ვაპირებ, როცა კარადაზე მის წერილს ვხედავ. ორად გადაკეცილი, ღია მწვანე ფერის ფურცელს ვიღებ და მეღიმება, ისეთი ლამაზი ნაწერი მხვდება. ბიჭის ასეთი ლმააზი კალიგრაფია ჯერ არ მინახავს.

„მე და დობით გასეირნება გადავწყვიტეთ და გავიპარეთ. თუ გაიღვიძე, იცოდე, არ ადგე. მალე მოვალ და ბევრს გაკოცებ, მტირალა".

უემოციოდ დავყურებ მის წერილს. გული სითბოთი და მორცხვი გრძნობით მევსება, მაგრამ ვერაფერს გამოვხატავ, თითქოს დამავიწყდა, რომ ბედნიერების დროს უნდა გავიღიმო. მკერდზე დაწოლილი სიმძიმე არ მშორდება. სწორედ იმ წამს ვიაზრებ, სინამდვილეში რა ცუდ ხასიათზე ვარ. გუშინდელი ტირილისგან თვალები დასიებული მაქვს და მთელ სხეულში სისუსტეს ვგრძნობ. ენერგია არ მაქვს. რომც მოვინდომო, არა მგონია, ადგომა შევძლო. როგორც ჩანს, ემოციურად გადავიღალე და ამიტომაც დამეძინა აქამდე.

წერილს ისევ კარადაზე ვაბრუნებ, თავს ბალიშზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ. ისევ ძალიან მეძინება, მაგრამ ვცდილობ, ფხიზლად დავრჩე. ბილი როცა დაბრუნდება, დობის მოწესრიგებაში მაინც დავეხმარები. მაგრამ ქუთუთოები ისე მიმძიმდება, ძალიან მალე თვალების გახელასაც ვერ ვახერხებ. ისევ მეძინება.

ძილში ვგრძნობ, როგორ მეხება კისერში რაღაც ცხელი და მიღიტინებს. ინსტინქტურად ვცდილობ მისგან გათავისუფლებას, გვერდით ვტრიალდები და ვზმუი. შემდეგ ნაცნობი ხითხითი მესმის და ნელა ვახელ თვალებს. ბილი ჩემ გვერდით წევს და მხიარულად მიღიმის. მინდა, რომ მეც გავუღიმო, მაგრამ ძალა არ მაქვს, ვერაფერს ვახერხებ იმის გარდა, რომ შესიებული თვალებით უყურებ. მისი სიცილი ნელ-ნელა სერიოზულდება, სევდიან ღიმილში გადადის და ნაზად მატარებს თითებს ლოყებზე, შემდეგ დამძიმებულ თვალებზე, ბოლოს კი მეკვრის და მეხუტება.

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now