3

1.5K 186 18
                                    

2507

______

- აბა, შენ იცი, - მეუბნება მოხუცი, - სახლი თავდაყირა არ დააყენოთ შენ და დობიმ.

- არა, რა თქმა უნდა.

- ვიცი, რომ ყურადღებით იქნები, მაგრამ მაინც, ბიბლიოთეკაში არ შეიპაროს.

თავს ვუქნევ. ერთი სული მაქვს, როდის წავა და მე და დობი მარტო დავრჩებით. დღეს ნათიაც არ არის, ამიტომ სრული თავისუფლება გვექნება.

მოხუცი თავისი მეგობრის დაბადების დღეზე მიდის, ხვალ შუადღემდე არ დაბრუნდება, ამიტომ მთელი სახლი ჩემს განკარგულებაშია. დიდად არ ეხალისება წასვლა, მაგრამ, ალბათ, უარიც ვერ უთხრა. დღეა მისი პირიდან მხოლოდ იმაზე წუწუნი მესმის, რომ უკვე ძალიან მოხუცია ასეთი თავყრილობებისთვის.

- აბა, დობი, რა გავაკეთოთ? - ვეკითხები ჩემს ფეხებთან მოგლისინე ძაღლს, როდესაც მოხუცის მანქანა ეზოდან გადის და ჭიშკარიც ავტომატურად იკეტება.

დობი ყურადღებას არ მაქცევს. მიხურულ კარს უყურებს ცნობისმოყვარე თვალებით, ვხვდები, რომ სეირნობა უნდა, ამიტომ მაშინვე გამყავს გარეთ.

ჩვეულებრივზე დიდხანს დავსეირნობთ. ზაფხულის სასიამოვნო, გრილი საღამოა და სახლში წასვლა არ გვინდა. პარკში ვსხედვართ. დობი ძალიან აჟიტირებული და ბედნიერი ჩანს. კუდს აქიცინებს და გამოცოცხლებული თვალებით დახტის აქეთ-იქით.

სახლში გვიან ვბრუნდებით. თორმეტია დაწყებული. ორივე დაღლილები ვართ და ძალიან გვშია. დობის ახალ ჯამში ვუყრი საჭმელს, მე კი ჩემთვის ნათიას გამზადებული საჭმელი გამომაქვს მაცივრიდან. უკვე ვიცი, როგორ გავატარებ დროს დაძინებამდე. დობი ჩემს საწოლში ჩახტება, მე გვერდით მივუწვები, ფილმს ჩავრთავ და ამ უზარმაზარ სახლში მარტო ყოფნით დავტკბები.

მაგრამ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დავგეგმე. ფილმის შუაში ვარ, როცა გარკვევით მესმის კარზე ზარის ხმა. თავიდან მგონია, რომ ყური მატყუებს. ფილმს ვაპაუზებ, საწოლში ვჯდები და გამეფებულ სიჩუმეს ყურს ვუგდებ. კიდევ ერთხელ ისმის ზარის ხმა, ამჯერად უფრო ჯიუტად და გაბმულად. დობიც ყოფს თავს საწოლიდან და გაოცებული მიყურებს.

Age of Innocence 🔞Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin