23

1.1K 152 3
                                    

2529

______

- რა თქვი? - ვეკითხები სახემოშლილ ბილის, რომელიც ტელეფონს ჩასჩერებია.

- ჯონი... ის... - ბილი გაგრძელებას ვერ ახერხებს.

- რას ნიშნავს, ცოცხალი აღარ არის? - მაჟრჟოლებს მთელ სხეულში.

- თავი მოიკლა, - ჩურჩულებს ბიჭი, ხელები უღონოდ უცვივდება საწოლზე და შეშდება.

სუნთქვა მეკვრის. ვცდილობ, გავიაზრო, რამდენად საშინელ ამბავს მატყობინებს. ჯონიმ თავი მოიკლა? პირველი, რაც თავში მომდის ისაა, რომ ეს შეუძლებელია.

- თავი მოიკლა, - ისევ მესმის მისი ჩურჩული. ბილის ხმა მაფხიზლებს. ვერ ვხვდები, რატომ იმეორებს ამას, რადგან უკვე მითხრა, შემდეგ კი კვლავ იგივეს ამბობს, უკვე ხმაში შეპარული ისტერიით, კიდევ და კიდევ იმეორებს და მხრები უცახცახებს. მე კი მისკენ მივიწევ და ხმამაღლა აღრიალებულ ბიჭს ვიხუტებ.

ძალიან მაშინებს მისი რეაქცია. ვიცოდი, რომ ჯონი მისთვის გამორჩეული ფოტოგრაფი იყო, მეგობრობდნენ კიდეც და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ამასაც არ ველოდი. ბილი მოთქმით ტირის, ქვითინებს, ხელებს იჭერს მკერდზე, თითქოს უნდა, როგორმე ტკივილი შეიჩეროს. ვევედრები, რომ დამშვიდდეს, მაგრამ ვერაფერს ვაგებინებ. ძალიან მაშინებს მისი მდგომარეობა. კი, ემოციურია, მაგრამ რაღაც ზღვარი მაინც არსებობს ემოციურობასა და საღ გონებას შორის. ბილი კი ახლა ნამდვილად ვერ ახერხებს საღი აზრის შენარჩუნებას.

მისი ტირილით შეშინებული ნათია შემორბის ოთახში და იბნევა, როცა ბილის ხედავს ასეთ მდგომარობაში. აინტერესებს, რა მოხდა, მაგრამ ვერაფერს ვპასუხობ. ბიჭს ვიკავებ ორივე ხელით, რადგან მთელი სხეულით კანკალებს და ტირილს არ წყვეტს. ისე ხმამაღლა ტირის, რომ ყველას ხმა იფარება.

- ბილი, რა ხდება? - ნოდარის ხმა მესმის და მას ვედრების თვალებით ვუყურებ. მინდა, რომ რამე გააკეთონ. არ იდგნენ ასე დაბნეულები და არ უყურებდნენ, ისტერიკაში ჩავარდნილი ბიჭი სულ უფრო ცუდად როგორ ხდება. ნათია ტირის, ნოდარი კი კარში შეშდება, მაგრამ როდესაც ბიჭს მისი ხმა ესმის, ცრემლებით სავსე თვალებით იყურება მისკენ და სლუკუნით ეძახის.

Age of Innocence 🔞Wo Geschichten leben. Entdecke jetzt