25

1.7K 155 17
                                    

3450


_______

And for a moment I lose myself
Wrapped up in the pleasures of the world
I've journeyed here and there and back again
But in the same old haunts, I still find my friends
Mysteries not ready to reveal, sympathies I'm ready to return.

The Smushing Pumpkins – Thirty-three


ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, რა მოხდებოდა, ჯონის საფლავთან მე რომ დალაპარაკების შანსი მიმეცა ივასთვის.

ჩვენ კიდევ დიდხანს ვისხედით ასე, ჩუმად, ერთმანეთში არყის ბოთლს ვცვლიდით სიტყვების მაგივრად, რადგან ასე უფრო უსაფრთხო და მარტივი იყო... ყოველ ჯერზე, როცა ბოთლი ტუჩებთან მიმქონდა, ვგრძნობდი, მინის პირი, რომელიც წესით ცივი უნდა ყოფილიყო, უჩველოდ იყო თბილი. ესეც გაფრთხილება იყო, რომელიც მივიღე. ბილის ჩემს მხარზე ეძინა, ივამ მისი ფეხიდან ხელი მალევე აიღო. იქამდე ვისხედით, სანამ უკანასკნელი სანთელიც არ ჩაიწვა და სიბნელეში არ დავრჩით. სიბნელეში განსაკუთრებით გაძლიერდა უხილავი წრე, რომელსაც ივა კრავდა ჩემ გარშემო. მაინც ვგრძნობდი სითბოს, რომელსაც ის ახსივებდა, იმის მიუხედავად, რომ ბილი იჯდა ჩვენ შორის. ვხედავდი, რომ თავი ჩვენკენ ჰქონდა შემობრუნებული, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა, რომ ბილის უყურებდა. თავს უცნაურად ვგრძნობდი. ცოტა ნასვამი ვიყავი, რის გამოც ყველანაირი გრძნობა ადვილად აღწევდა ჩემში და მაბრუებდა, ცოტა გაბრაზებულიც, რადგან ვფიქრობდი, რომ ივა მეთამაშებოდა და ეს გულს მტკენდა და ასევე ძალიან დაბნეული. შეიძლება ყველაფერს არასწორად ვიგებდი. შეიძლება ყველაფერი მეჩვენებოდა.

- ალექს, - ივამ სიჩუმეში დაიძახა ჩემი სახელი. უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში, რადგან მის ხმაში წარმოუდგენლად მტკივნეული გაუბედაობა შევამჩნიე.

- არა, - სასოწარკვეთილმა გავაქნიე თავი, - არ მინდა. არაფერი თქვა, - ბილის გაღვიძება არ მსურდა, ამიტომ ჩურჩულით ვცრიდი კბილებში.

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now