31

996 149 6
                                    

3749

_______

- ჩავაბარე, ჩავაბარე, ჩავაბარე! - ყვირილით შემორბის ბილი სამზარეულოში, სადაც მე და ნათია ვუყურებთ, წამებში როგორ ნთქავს დობი თავის საჭმელს. ნათია ყავას აკეთებს ჩვენთვის, მაგრამ დობის ყურებაში ნამდვილად ავიწყდება. დობი წამიერად წევს თავს ბილის ყვირილზე, უინტერესოდ აკვირდება და როცა რწმუნდება, რომ არაფერი სჭირს, კვლავ საჭმელს უბრუნდება.

- რა? - ნათია უცებ ვერ იაზრებს, რაზე ლაპარაკობს ბილი.

- ჩავაბარე, - ბილი ქალთან მიდის, სიცილით კოცნის ლოყაზე და შემდეგ ჩემკენ გამორბის. სწრაფად მიხტება კალთაში ხელებს კისერზე მხვევს.

სუნთქვაშეკრული ვუყურებ თვალებგაბრწყინებულ ბიჭს. იმედი ხანია, ასეთი ბედნიერი არ მინახავს, ახლა თვალს ვეღარ ვაცილებ. ულამაზესია ასე მომღიმარი ბილი. ხმამაღლა იცინის და ბედნიერებისგან ლოყები უწითლდება.

- ჩავაბარე, ალექს, - ჩურჩულებს აღელვებული და თვალებში მიყურებს. მის მზერაში ვიკარგები, სუნთქვა მეკვრის სიახლოვისგან.

- გილოცავ. ძალიან ვამაყობ შენით, - ვეჩურჩულები პასუხად, მეც თბილად ვუღიმი და თვალებით ვეფერები.

მოულოდნელად ბილი ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ტუჩებში მოწყვეტით მკოცნის. ვცბები და სირცხვილისგან ვწითლდები. რა თქმა უნდა, ამ სახლში ყველამ იცის, რა ურთიერთობაც გვაქვს მე და მას, მაგრამ ასე დანასახად არასდროს გამოგვიმჟღავნებია ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. ბილის არ ადარდებს, ნათია აქ რომ არის, ჩემკენ იწევს და მეხუტება. მეც ხელებს ვხვევ ბიჭს და მკერდში ვიკრავ. ნათიამ უკვე დაგვინახა, ამიტომაც ახლა ცოტა გვიანია ისე მოქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა.

ნათია გვიცინის, მე კი უარესად ვწითლდები.

- გილოცავ, ბილი, - გვიან იაზრებს, რომ ბიჭს მოულოცოს.

- მადლობა, - ბედნიერი ხმით პასუხობს, შემდეგ კი ჩემი მუხლებიდან დგება და ბაბუამისთან გარბის, - ჰეი, მოხუცო! - მესმის მისი ყვირილი. ღიმილს ვეღარ ვიკავებ, ბილი ჯერ კიდევ ვერ მიმართავს მას ბაბუათი, მაგრამ მოხუცს თავისუფლად ეძახის და ბოლო დროს იმაზე მეტს ელაპარაკება, ვიდრე თავიდან. მგონი ამაზე მეტად მასთან დაახლოვება ბილის ძალებს აღემატება.

Age of Innocence 🔞Waar verhalen tot leven komen. Ontdek het nu