2724
______
სააბაზანოდან ახალგამოსული ბილი ჩემს ოთახში გაუბედავად შემოდის, კარს ფრთხილად ხურავს და საკეტს ნელა ატრიალებს. ჩემთვის უკვე ცხადია, რისთვისაც არის აქ, მაგრამ მაინც მაღელვებს ამაზე ფიქრი. საწოლზე ვზივარ, ბიჭს ვუყურებ და სულ უფრო მეტად მიშრება პირი. მიშკასთან ბილიმ ისიც მითხრა, რომ იმ ბიჭს თუ არ ჩათვლიდა, ბარიდან, ივას გარდა არავინ ჰყოლია. ამის გაგებამ ძალიან ამაფორიაქა და ამაღელვა. ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას და სურვილს ვგრძნობ, რომ ბილიმ თავი კარგად იგრძნოს ჩემ გვერდით.
როდესაც ბიჭი ჩემკენ იძვრის, სათვალეს ვიხსნი და კარადაზე ვდებ. შემდეგ სახეზე ჩამოშლილ თმას ვიყრი უკან და უცებ ვგრძნობ, რომ ძალიან მინდა, სიცილი დავიწყო, როგორმე რომ გავიქრო ის დაძაბულობა, რასაც ახლა ვგრძნობ.
- ნერვიულობ? - მეკითხება ბილი, საწოლში მიძვრება და მეც იატაკზე ჩამოშვებულ ფეხებს ზემოთ ვაწყობ.
- კი, - დამალვის აზრს ვერ ვხედავ.
- მეც, - აღიარებს ისიც, - ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვაჟიშვილობას ვკარგავ, - იცინის ის და ბალიშების ამოყრას იწყებს ზეწრის ქვეშიდან.
- მეც, - მეც მეცინება.
- მიეყუდე, - მეუბნება ბილი, როდესაც ბალიშების ამაღლებას ამთავრებს. სწრაფად ვაკეთებ იმას, რასაც მთხოვს და ისიც ელვის სისწრაფით ჯდება ჩემს მუხლებზე.
თბილად ვუღიმი დამორცხვებულ ბიჭს. გული მიჩქარდება, როდესაც ის გაუბედავად მეხება ხელებზე, თითებს მიჭერს მკლავზე და ნაზად იწყებს მოფერებას. მისი შეხებები ფრთხილი და ინტენსიურია, თრთოლვა მივლის ამის გამო. ის მსგავსი მოძრაობით მიუყვება ჩემს ხელებს, ზემოთ ადის, მხრებზე ასრიალებს და შემდეგ ორივე ხელში იქცევს ჩემს სახეს. გაფართოებული თვალებით შევყურებ. ძალიან მსიამოვნებს მისი ხელების სითბოში მოქცევა. ბილი ჩემკენ იხრება და ტუჩებში მკოცნის. მე კი წელზე ვეჭიდები, მკერდზე ვიკრავ და სუნთქვის შეკვრამდე ვეხუტები, ხელებით მივძვრები მისი მაისურის ქვეშ, მის შიშველ კანს შევიგრძნობ და ჟრუანტელი მივლის, ისეთი თბილია. ბილის თხელი ბარძაყები ჩემი წელის გარშემო ეწყობა. ისევ ის განუყრელი ალუბლებიანი შორტი აცვია, რომელიც კვლავ ბოლომდე ასდის ბარძაყებზე და მთლიანად აშიშვლებს. უკვე მიყვარს ეს შორტი, ვაფანატებ. მინდა, რომ ძალიან ბევრი ჰქონდეს ასეთი, მარწყვებით, ჟოლოებით, სხვადასხვა ხილით ან ლამაზი ყვავილებით, რადგან იმდენად უხდება, ჭკუიდან გადავყავარ.