შეგიძლიათ ეს თავი არ წაიკითხოთ, რადგან ფიკის სიუჟეტისგან დამოუკიდებელია, ანუ იმას, რაც ამ თავში ხდება, გავლენა არ ჰქონია შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან (იგულისხმება 25-ე თავის შემდეგ). როცა ისტორიას ვწერდი, ძლივს შევიკავე თავი, ალექსს და ივას შორის არსებული ქიმია უფრო შორს რომ არ წამეყვანა, არადა, ვაღაირებ, ალექსისა და ივას წყვილი ზუსტად ისევე მომწონდა, როგორც ალექსი და ბილი ერთად. მაგრამ ასე რომ მოვქცეულიყავი, სიუჟეტი იმაზე მეტად ბრაზილიური სერიალი გახდებოდა, ვიდრე ახლაა, ამიტომაც გადავწყვიტე ალტერნატიული თავის დაწერა, სადაც ივასა და ალექსის გრძობები იქნება წინა პლანზე წამოწეული - რა მოხდებოდა, იმ ღამეს ალექსს ივასთვის ლაპარაკის საშუალება რომ მიეცა?
___________
3927
___________
ალტერნატიული რეალობა. 25-ე თავის დასაწყისი. ჯონის დასაფლავების ღამე.
______
And for a moment I lose myself
Wrapped up in the pleasures of the world
I've journeyed here and there and back again
But in the same old haunts, I still find my friends
Mysteries not ready to reveal, sympathies I'm ready to return.The Smushing Pumpkins - Thirty-three
- ალექს, - სიჩუმეში მესმის ივას ხმა. ის ჩემს სახელს იძახის, უბრალოდ სახელს, ერთ სიტყვას, მე კი სამყარო თავზე მემხობა ამის გაგონებაზე.
ვკრთები და მას ვუყურებ. ცეცხლის ათინათები უნათებს თვალებს და მისი კანი ოქროსფერს იღებს. ჯონის საფლავთან ვართ, ჩვენ წინ სანთლები ნელ-ნელა ქრება, ბილი ჩვენ შორის ზის და თავი ჩემს მხარზე უდევს. ჩემი ხელი მის კალთაშია, მის თითებში ჩაკარგული. მეორე ხელით თითქმის დაცლილი არყის ბოთლი მიჭირავს. უკვე ძალიან მთვრალი ვარ, ცალკე სანთლების სიმხურვალისგან მებინდება გონდება... არასდროს მინახავს ამდენი სანთელი ერთად.
- უნდა ვილაპარაკოთ, - ივას ხმაში გაუბედაობას ვამჩნევ და თვალები მიფართოვდება. როდის მერეა ასეთი მშიშარა?