29

1.1K 151 5
                                    

2428


_______

ბილი მიშკას იმდენს ეჩიჩნება, რომ შეწუხებული ბიჭი გოგონას ფეისბუქზე ამატებს, რამდენიმე პოსტს უწონებს კიდეც, რის გამოც ბილი უფრო მეტად აჟიტირებული ხდება. შეპყრობილია იმ იდეით, რომ მიშკასთვის გეგას დასავიწყებელი ობიექტი იპოვნა, ნიას გამო კი სახლში წვეულების მოწყობას აპირებს და უამრავ პრეზერვატივს ყიდულობს, ყველა ოთახი რომ მომარაგოს, რადგან წარმოდგენა არ აქვს, სად გადაწყვეტს წყვილი გართობას. მე ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ არაფერს ვამბობ, რადგან არ მინდა, ხასიათი გავუფუჭო. ძალიან ცოტა შანსია, რომ ის მოხდეს, რასაც ბილი იმედოვნებს, რადგან უბრალოდ გოგოს აგდებები და გასართობად სექსი მიშკას სტილი საერთოდ არაა.

ნიას დაბადების დღიდან 2 დღის შემდეგ ბილი მთხოვს, რომ მოხუცთან ერთად ვივახშმოთ. ბიბლიოთეკაში მომხდარის შემდეგ ეს პირველი შეთხვევაა, რომ მე და ნოდარი ერთ მაგიდასთან უნდა აღმოვჩნდეთ. წინააღმდეგი საერთოდ არ ვარ. პირიქით, მინდა, რომ ბილიმ და ნოდარმა ისაუბრონ, იქნებ ცოტა მაინც გამოასწორონ ურთიერთობა, მაგრამ ბილი მაინც უკან იხევს. ბაბუამისი უყვარს, ეს ვიცი, რადგან ასე რომ არ იყოს, დიდი ხნის წინ დაივიწყებდა მის სიტყვებს. ახლა კი იმიტომ ვერ პატიობს, რომ გული აქვს ნატკენი. თანაც, ორივე ძალიან ჯიუტია და არც ერთისთვისაა ადვილი თავმოყვარეობაზე გადაბიჯება და არც მეორისთვის.

- ხვალ წვეულებას ვაწყობ, - ეუბნება ბილი ვახშმის დროს მოხუცს. ნოდარი ისეთ სახეს იღებს, თითქოს ეს-ესაა გამოუცხადეს, რომ კიბო აქვს და კვნდება. შვილიშვილს უყურებს წარმოუდგენლად შეშინებული თვალებით და ოხრავს, - დააა... რას იზამ შენ? - უხერხულად ეკითხება ბილი. რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ბაბუას სახლიდან აგდებს?

- წყნეთის სახლში დავრჩები. ხვალ ადრევე წავალ და ზეგ გვიან საღამოს დავბრუნდები. ასე გაწყობს?

Age of Innocence 🔞Where stories live. Discover now