CHAPTER 18

1.5K 94 50
                                    

( ⚠️⚠️თქვენი თხოვნა გავითვალიწინე და სასტიკად დაღლილმა, სანსახურიდან ახალმა მოსულმა დავწერე ახალი თავი, ახლქ შემდეგს ვწერ, ასე რომ გამიხარეთ გული და თქვენს კომენტარებს და ემოციებს ველი.😊)

- ოჰ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- ოჰ... ოჰ... არა... ეს შეუძლებელია. - ვბურდღუნებ და ემოციებისგან აკანკალებული თითებით ხელში გლუვ, აბრეშუმის მატერიას ვიბღუჯავ, პირიდან სიამოვნების და აღტაცების ოხვრა მწყდება და ჩემი თვალები სილამაზისგან ტკბობას ვერ მალავს, მინდა ამ სილამაზეს მთელი ღამის განმავლობაში ვუყურო, მინდა შევეხო და თითი დავადო მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ეს სანახაობა იმაზე საშიშია ვიდრე სიამოვნების მომნიჭებელი.
სახეზე გაოცების და აღფრთოვანების ცრემლი მიგაროდება...
ის ხატავს...
თეთრ საღებავს ხელს ვუსვამ და ლამაზი ნახატისკენ ვიმუხლები, ეს სტაილსის ნამუშევარია, მან ეს მისი ლამაზი, თლილი თითებით დახატა, ყველაფერი მთლიანად თეთრშია, თეთრი თმა, თეთრი თითები, გამოყვანილი ნიკაპი და ტუჩები. მაგრამ ჩემს ყურადღებას გახელილი, ტკივილით აღსავსე თვალები იქცევს, ქალი ტირის, ცრემლები ლოყებზე ლამაზი ზღვის ტალღებივით უკრთის რომელიც ზაფხულის მზეს ეთამაშება.
ეს ისეთი ლამაზია... ვერც კი ვიფიქრებდი რომ სტაილსს ასე შესანიშნავად შეეძლო ხატვა, ამ უკანასკნელში ჩანს რამხელა ტკივილს დებდა ის, მის საკუთარს და იმ ადამიანისას ვინც ასეთ დღეში ჩააგდო, როფორ ეცადა გამოთლილი, უემოციო ფუნჯი რეალირ პიროვნებად ექცია და მთლიანი ტკივილი ერთ დიდ პორტრეტში გაეცოცხლებინა.
როდესაც მისი დაკვრა ვიხილე მეგონა რომ ამაზე ლამაზი არაფერი იქნებოდა, მეგონა რომ სტაილსში მხოლოდ ეს იყო ულამაზესი, მაგრამ ეს ნახატი უბრალოდ საოცრებაა.
ხელი გვერდით მდებ დანარჩენ ნივთებზეც მიშეშდება და გვერდით მდებ დაფარებულ ნაჭრებსაც დაბლა ვაგდებ და აგონიაში ვვარდები, იმდენად რომ მთლიანად მავიწყდება ვის ოთახში ვარ, რომ შეიძლება დავისაჯო და ამით მისი დალაშქრული წერტილებიდან საბოლოოდ გადმოვვარდე.
ყველა პორტრეტი  განსხვავებულია, ყველა ქალისაა და ყველა ტირის, ყველა ცრემლების ნიაღვარში იხრჩობა.
ზოგს სახეზე ხელი აქვს აფარებული და ცრემლებს ნატიფი თითებით ევრძვის, ზოგი დაბლაა გართხმული და ცრემლებით დედამიწას რწყამენ, ზოგი კი უბრალოდ ტკივილს ასხამს ქვეყნიერებაზე და ამით მისი სულიერების დაჩლუნგებულ შტოთა ნაწილს გარეთ უშვებს.
საბოლოო, ჯერ გაუმშრალ და ოდნავ მიწებებულ მატერიაზე ხელს ვადებ და ისევ ვაჩერებ. ვფიქრობ ღირს თუ არა.
იქნებ წავიდე? ვიცი ეს საშინლად დასრულდება. ეს არ არის სწორი, ამით სამარეს საკუთართავს თავად ვუთხრი.
თავს უარყოფის ნიშნად ვატრიალებ და აცახცახებული თითებით მატერიას დაბლა ვაგდებ.
- ოჰ არა... - ვბურდღუნებ და შოკისგან დაბლა ვვარდები.
ცრემლები დაუპატიჟებლად ვრცელდებიან ჩემს ლოყებზე და ყვრიმალებს ისე მიწვამენ მგონია კანს გამიხლეჩენ და ისევ იქ დაბრუნდებიან საიდანაც ამოზვირთდნენ.
პორტრეტს ხელს ვადებ და გაოცებოსგან ტუჩები მეპობა.
ეს... ეს ულამაზესია.
- ეს... მე ვარ. - ვბურდღუნებ და ხელს ჯერ დაუმთავრებელ პორტრეტს ვატარებ, ვნანობ რადგან თეთრი სითხე თითებს მიჭუჭყამს და პორტრეტს ვაფუჭებ.
ჯანდაბა... თუ გაიგო რომ პორტრეტი გავუფუჭე...
მაგრამ მან მე დამხატა, მან მე თეთრ ნივთზე გადმომიტანა, ცრემლების გარეშე, ხელები ლავიწებზე მაქვს დაწყობილი, ცაში ლაზათიანად და ბედნიერად ვიყურები, ვიღიმი და არ ვტირი, თმა დასურულებელია, თვალის გუგების ფორმაც ჯერ დაუმთავრებელია მაგრამ ღიმილი... მან მე ისეთი დამხატა როგორიც არასდროს ვარ.
კარის ბრახუნი მახტუნებს და თეთრი მატერიის თავის ადგილას ვაბრუნებ. ხელები შიშისგან მიკანკალებს და პორტრეტი დაბლა მივარდება.
კარისკენ აცახცახებული ვიყირები და კარში მდგომ სილუეტს აკანკალებული შევყურებ.
ის შიშავეში დგას, ნახევრად შიშველია, დაკუნთული მკლავები და მკერდი მოშიშვლებული აქვს, მხოლოდ ჯინსის ამარა დგას, შიშავეში მიწიდან ამოსულ ღმერთკაცს გავს რომელიც მის დემონებს ებრძვის სასუფეველის დასამკციდრებლად, მხოლოდ ორი დიდი ფრთა და დაცემული ანგელოზია.
სტაილსი შიშავიდან გამოდის და ხელში მაგრად მომარჯვებულ შუშის ჭიქას ისე უჭერს ხელს რომ ტეხვის ხმა მახტუნებს.
სტაილსს ყბა ეჭიმება, სუნთქვა უხშირდება და სხეულის ენა მთლიანად ეცვლება.
შიშისგან უკან ვიხევ და დაბლა დაგდებულ თეთრ და შავ საღებავში ფეხი მისრიალებს. დაბლა ვვარდები და მაღლიდან შავად მომზირალ სტაილსს ვხედავ, მისი სილუეტი დიდდება, ზვირთდება და ჩემსკენ როგორც ეშკამი ისე მოდის.
ნახატებს უყურებს და დაბლა დაგდებულ ნივთს ხელში იღებს.
ათხაპნილ  საღებავს ხელს უსვამს და შემდეგ მე შემომყურებს.
თავს აქნევს და დაჩოქილი მიახლოვდება, გაგეშებულია, ადამიანის სახე დაკარგული აქვს, მგონია მალე სიმწრისგან ცეცლი მოეკიდება და მეც თან ჩამფერფლავს.
ჭერზე არსებული წითელი ნეონები  მის სახეზე დათამაშებს და მის ისედაც ჩაშავებულ და დემონურ სახეს უფრო საშიშ და სულის განგმირავს ხდის.

FucktoyWhere stories live. Discover now