CHAPTER 7

1.7K 87 11
                                    

დილით ზარის დარეკვამდე მეღვიძება

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დილით ზარის დარეკვამდე მეღვიძება.
ვვოხრავ და სააბაზანოს კარს ვაღებ, მზეს მუდამ გადაჭედილი და ჭუჭყიან ქარში მოფარფატე ნიუ-იორკი ჯერ არ გაუღვიძებია მაგრამ ხალხი მაინც სწრაფად დარბის ქუჩებში, ისე თითქოს 24 საათი მათთვის ზედმეტად პატარა დროა და დილის ექვსი საათიდან ლაზათიანად იწყებენ დილას.
მიხარია კიდევაც რომ ვიქტორიას გაღვიძებამდე შევძლებ კომპანიაში წასვლას რადგან მისი კითხვების კორიანტელს პასუხებს დიდადაც რომ მინდოდეს ვერ გავცემ.
ნესტიან თმას კოსად ვიკეთებ და სახლის ფაჩუჩებით ვცდილობ საყვარელი ჩაის დალევა მაინც მოვასწრო სანამ ბატონ "რაც ჩემია ბოლომდე მე მეკუთვნის" დიდი სასახლის კარს შევაღებ.
თმას ვიმშრალრებ და მისაღებისკენ ფეხაკრებით მივდივარ მაგრამ უშედეგოდ.
გულხელდაკრეფილი ვი სამზარეულოს კიდესთან გაბრაზებული სახით დგას და ფეხებს აბაკუნებს.
- აბა მის სმიტ. - ამობს და გაბრაზებული მიახლოვდება. - გეგონა პასუხების გარეშე წახვიდოდი? ახლავე მომიყევი სად აორთქლდი გუშინ ღამით და სად იყავი მთელი ღამე.
ტუჩს ნერვიულობისგან  ვკბენ და ვის ისე ვუვლი გვერდს თითქოს წამის წინ მისი ბრაზიანი რეპლიკები არ მომესმინოს.
- შენ გელაპარაკები მარია მორგან სმიტ! - ამბობს და ჩაიდანზე ხელს მიდეს.
ვფშრუკუნებ და ვცფილობ უძინარი ტვინი დავმუხტო რომ რაიმე სახის დამაჯერებელი ტყუილი მოვიფიქრო.
- ძალიან, ძალიან მთვრალი ვიყავი, საპირფარეშოში გავედი და ამ დროს სტაილსმა დამირეკა. - ვწყვეტ და ვიქტორიას სახეს ვუყურებ რომელსაც გაკვირვება სულაც არ ეტყობა.
- მითხრა რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა რამდენიმე სერიოზული საბუთის ეგზემპლარი რომელიც მე მქონდა, ეს ეგზემპლარი წავუღე და ამაზე ვიმუშავეთ.
ვი ისევ სერიოზული სახით დგას.
- ანუ ამაზე იმუშავეთ? - ამბობს და წარბს მიწევს.
მე თავს პატარა, დასჯილი ბავშვივით ვუქნევ და ვცდილიბ ბოლომდე დაუცველი გამომეტყცელება მივიღო.
- ღამის ორ საათზე საბუთებისთვის დაგირეკა? - ამბობს და ხელში ქაღალდს იბღუჯავს. - და აქ როდის მოხვედი? მთლიანი სახლი გადავაქოთე მაგრამ ვერსად გნახე, თითქოს პირისაგან მიწისა აღიგვი, შენ კი ამბობ რომ უბრალოდ საბუთებზე იმუშავეთ? - ამბობს და ხელში გაზეთს მაჩეჩებს.

FucktoyWhere stories live. Discover now