Author's Note
ახალგაზრდა, კულულა და ჭაობივით ღრმა თვალებით მოელვარე ბიჭუნა რომელიც დღეს თვრამეტი წლის გახდა, რომელსაც დღეს დაბადების დღის ალაფუშეტი აქვს, ბიჭს რომელსაც ერთი შეხედვით არაფერი აკლია: სერიოზული წილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლინ საწარმო კომპანიაში, იდეალური მშობლები რომლებიც მუდამ მასზე ფიქრობენ და ანებივრებენ, განათლება და ფული რომლის გამოც უზრუნველყოფილი ცხოვრება გარანტირებული აქვს.
ბიჭი დიდი, გაბრწყინებული სახლის ზეგან სახურავზე დგას და ახლად გაკეთებულ ტატუირებულ მაჯას გულის რევით დაჰყურებს.
ნეტავ იცოდნენ ამ ხალხმა რომელიც ქვემოთ მის თვრამეტი წლის იუბილეს აღნიშნავს, რა გადაიტანა ამ ბიჭმა სულ რაღაც ხუთი წუთის წინ.
მასზე იძალადეს, დააბეს, აიძულეს უცხო ადამიანებისთვის სიამოვნება მიენიჭებინა, გაერთო ისინი ისე, თითქოს მოსიარულე ცირკის მსახიობი ყოფილიყო და ამავდროულად სამუდამოდ დაესვათ კანზე ის დაღი რითაც მათ ვერასდროს მოიშორებდა.
და ვინ გააკეთა ეს?
მისმა დამ, მისმა სანუკვარმა, საყვარელმა და ერთადერთმა დამ რომელიც მას უმტკიცებდა, უჩოქებდა და პირობას უდებდა რომ ეს ნაყოფს გამოიღებდა, რომ ამას მხოლოდ მისი კეთილდღეობისთვის აკეთებდნენ.
ბიჭს ვერ გაეგო რა დააშავა, რატომ გასწირა ღმერთმა ასე, რატომ მოუვლინა ამხელა სატანჯველი მხოლოდ თვრამეტი წლის ასაკში.
მან იცოდა, ხედავდა როგორ გაყიდა საკუთარმა დამ, როგორ უდებდა პირობას რომ ამას მის გასაძლირებლად აკეთებდა მაგრამ იცოდა როგორ კარგავდა საკუთარ თავს დღითიდღე.
როგორ ედაღებოდა კანი ტატუებით, როგორ ჟღენთავდნენ მის სხეულს შავი, საზიზღარი წერტილებით და როგორ უშვებდნენ მის სხეულში შავ სითხეს.
ეს მხოლოდ კანის დადაღვა და დამახინჯება არ იყო, მათ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ, იცოდნენ რომ ჰარი ამ სულიერ ტანჯვას ვერასდროს მოიცილებდა.
ბიჭი სახიდან ოფლს იწმენს.
ვეღარაფერს ხედავს და თავბრუ ესხმის, დაინახა როგორ ჩაუყარა მირამ მეტამფეტამინის მცირე დოზა შამპანურში.
დას არ შეწინააღმდეგებია, არ შეწინააღმდეგებია რადგან მასთან შეწინააღმდეგება არ ღირდა.
მან გააფრთხილა, მან უბრძანა რომ ეს ამად ღირდა, რომ თუ შეეწინააღმდეგებოდა ცუდ შედეგებს მიიღებდა, ეუბნებოდა რომ ამას იმ მომავალი კაცისთვის აკეთებდა რომლითაც მალე ორივე იამაყებდნენ მაგრამ ჰარიმ კარგად იცოდა რომ ის ამას მხოლოდ მის საკეთილდღეოდ აკეთებდა, მისი გართობისთვის, ნარკოტიკის უფასოდ მიღებისთვის და ეშმაკმა უწყის კიდევ რამდენი რამ ჰქონდა ჩაფიქრებული.
ბიჭი გაბრუებული იყო, ფეხზე ვერ იდგა, არც კი ახსოვდა როგორ ავიდა შავ, მოლაპლაპებულ სახლის სახურავზე და როგორ დაჰყურებდა მაღლიდან ამოზვირთულ აუზს სადაც გადახტომას აპირებდა.
ფიქრობდა ასე მალე თუ მოვკვდებიო, თავის მოკვლაზე არასდროს უფიქრია, სუიციდი მისთვის საშინელი ტანჯვა და ცოდვის უსასტიკესი გამოვლინება იყო მაგრამ ახლა თავს ვერაფრით ამშვიდებდა.
მეტი ტკივილის ატანა აღარ შეეძლო, ვეღარ შევიდოდა ღამე იმ საშინელ ოთახში სადაც მირა ყოველი სამშაბათი და შაბათი ღამის განმავლობაში სასტიკად აწამებდა.
ეს მხოლოდ გარეგანი ტკივილი არ იყო, ეს გარეგანზე საშინელი, სასტიკი და სულის დამდაღველი ტკივილი იყო.
ის ქალი აწამებდა ცივად, სასტიკად და უმოწყალოდ რომლის გამოც ახლავე და აქვე კაცს მოკლავდა.
მირა ყოველი ტკივილის შემდეგ თითქოს უფრო და უფრო ძლიერი ხდებოდა, სულ იმას უმეორებდა რომ ისინი ერთი ნაწილები იყვნენ, შეიძლება ის მისი ნახევარ და იყო მაგრამ ჰარიც გრძნობდა მათში მცხოვრებ სულს რომელიც ასე ძალიან იზიდავდა, ან ამას იმიტომ ფიქრობდა რომ მის მიმართ სექსუალური ლტოლვა ამოძრავებდა.
მათ სექსი არასდროს ქონიათ, არასდროს ჰქონიათ მშვიდი ურთიერთობა რასაც ჰარი სექსუალურ ლტოლვას დაარქმევდა.
მირა მხოლოდ წვავდა, ტკენდა და შოლტვადა.
ბიჭი კანკალით მიდის სახურავის კიდესთან და კანკალით უყურებს კამკამა, ცისფრად მოლაპლაპე აუზს.
თვალით სინჯავს რომ გადახტეს, ახლავე მოვკდება თუ ტანჯვით დალევს სულს.
ტკივილი აღარ აინტერესებს, ყოველ დღე ისეთი სასტიკი, ავხორცი ტკივილით იტანჯება რომ გარეგანი ტკივილი ვერც კი შეაშფოთებს.
ერთ ფეხს აუღელვებლად დგამს, იცის რომ მასში ის სული იმალება რომელსაც გამოძვრომა, ღრიალი და ამ კანის შუაზე გაპობა ძალუძს.
მას სიცოცხლე აღარ უნდა, რისთვის იციცხლოს? რომ დაიტანჯოს, რომ ყოველ დღე მასზე ითამაშონ, საშინელი დაღი მიაყენონ და შემდეგ უმტკიცონ რომ უყვართ?
ჰარი ყველას სჭირდებოდა მაგრამ ჰარის არავინ სჭირდებოდა.
მათ არა მხოლოდ სხეული დაულილავეს არამედ გრძნობებიც, ის გრძნობები რასაც სიყვარული, რწმენა, ნდობა და შენდობა ერქვა.
ჰარის ღმერთის არსი, დედამიწის, ცხოვრების და შენდობის არსი დაკარგული ჰქონდა.
მისთვის მხოლოდ ერთი - სიმკაცრე და სასტიკი წესები იყო მთავარი.
ცხოვრების ის ახალი წესები რომელიც სხეულზე ამოუქარგეს.
ბიჭი საბოლოო ნაბიჭს დგამს და ჰაერში ვარდება.
თითქოს წამები ჩერდება, თითქოს ყველა სუნთქვას წყვეტს, თითქოს ქვეყანა არსებობის საუკუნო ციკლს არღვევს.
წყლის უხეში ხმა ყველას და ყველაფერს არღვევს და წამები ისევ თავის ადგილას ბრუნდებიან.
ბუნება და არსებები ისევ განაგრძობენ სუნთქვას და დედამიწაც თავიდან იბადება.
თითქოს ამ ციკლში რაღაც შეიცვალა, თითქოს რაღაცას არ უნდა ამ დედამიწაზე ამ ციკლის დარღვევა, თითქოს დედა ბუნება რაღაცას ცდილობს, თითქოს სუნთქვა მასაც ეკვრის, თითქოს ახლა მის წყალში დახრჩობას ლამობდნენ, ბუნება ტირის, ბუნება იმ შესაძლო დანაკარგზე ტირის რაც ასე მოელის.
მას გატანჯული სულის ასე ადვილად გაშვება არ უნდა, ბუნებას ბიჭის გადარჩენა უნდა.
ჰარის ფილტვენს სუნთქვა ჯერ არ შეუწყვეტიათ, გრძნობს როგორ აღარ მიეწოდება ტვინს ოქსიგენი, როგორ თხოვს მთლიანი სხეული ჰაერს, როგორ ევედრება მთლიანი სხეული წყლიდან ამოყვინთოს და ფილტვები ჰაერით გახსნას.
მაგრამ დაე მოკვდეს, ის ამ სამყაროს მხოლოდ ამძიმებს, იცის რა ელის, იცის რა ელის სამყაროს მისით. იცის რომ თუ გადარჩება ამ სამყაროს მხოლოდ სიშავეს მოუტანს.
ის ასეთად აქციეს, ის ერთი ჩვეულებრივი, ლამაზი ფერებით სავსე ბიჭი იყო რომელიც მისი საუკეთესოთი ცხოვრობდა, აკეთებდა სიკეთეს, ქმნიდა მუსიკას, უყვარდა ხალხი და ცხოვრებით სიამოვნებას იღებდა.
ახლა მისი სული დახლინგებულია, გაუბედურებულ, ასწლოვან ხეს გავს რომელიც ფესვების მოჭრას ელის, რომელსაც საშინელი პარაზიტი შეეყარდა, ტკიპა ტომელიც სისხლსს სწოვს და სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
და ეს რა არის იმ ტკივილთან შედარებით რაც მომავალში ელის.
ჰარის დაჩლუნგებული ორგანოები სუნთქვას წყვეტენ და წყალში ლივლივს განაგრძობენ.
ის უკვე შეგუებულია, და აი ის თეთრი სინათლეც მოჩანს რომელსაც ასე გამალებებით ელის ეს დაუძურებული, ცხოვრებისგან გატანჯული სული რომელსაც მისი სანუკვარი სული დაუკარგავს და გზას ასცდენია, აი ის თეთრი გზას რომელიც მის სანუკვარ სულს სიმშვიდეს დაუბრუნებს და სულს ჩაჰბერავს, აი ის სანუკვარი სიკვდილის გზაც.
მაგრამ არა, რაღაცას მისი ცოცხლად დარჩენა, მისი გადარჩენა და ციცხლად დარჩენა სწადია.
ჰარი ვერ ხედავს ვინ არის ეს, ვინ უნდა იყოს თუ არა ის ანგელოზი რომელიც ჰარი ამდენ ხანს ელის, ის მხსნელი რომელიც მასთან საბოლოოდ მოვიდა,
ის ვინს მაგრად ჭიდებს ხელს და მის სხეულს კვლავ ავსებს ოქსიგენით.
ჰარი აღარ სუნთქავს უკვე გვიანია, ნარკოტიკმა, უჰაერობამ და ამდენმა ნაიარევმა მისი სხეული ზედმეტად გამოფიტა.
მას სიკვდილი უნდა, მისი სხეული სიკვდილს დახმარებას სთხოვს და სამუდამო ჭაობში ჩაფლისთვის იბრძვის.
რბილი, ფაფუკი ხელები მის სხეულს ჰაერით ავსებს და აუზის კიდეზე აწვენს.
ჰარის ფილტვები სამუდამოდ გაჩერდა, ისინი ჟანგბადს აღარასდროს ჩაისუნთქავენ, მისი ლამაზი სხეული აღარასდროს იმოძრავებს მის კანს კი სილურჯე დაფარავს.
გოგონა ცდილობს სხეულზე მაგრად დააწვეს, იგი მისი გაფუჭებულის გამოსწორებას ცდილობს და ჰარის ფილტვებს მაგრად აჭერს ხელებს.
ცდილობს რაც შეიძლება მაგრად დააწვეს რომ წყლით ავსებული ფილტვები გაუთავისუფლოს.
- შენ ვერ წახვალ, არ შეგიძლია წახვიდე, შენ თუ წახვალ მეც გავბადგურდები, შენ ჩემი ნაწილი ხარ, არ უნდა მოკვდე! არ უნდა მოკვდე! - ყვირის გოგონა და ქერა, კულულა თმას ჰარის მკერდზე ასვენებს.
ამდენი წლის განმავლობაში იგი პირველად ტირის, საყვარელი ძმის დაკარგვისთვის, ცოდვების გამოსყიდვისთვის და დაკარგულის დაბრუნებისთვის მუხლჩაუხრელად შრომობს.
- ჰარი გთხოვ ხმა გამეცი, საყვარელო გეფიცები ხელს აღარასდროს დაგაკარებ ოღონდ ჩემთან დარჩი. - ყვირის და მისი საბოლოო იმედი ამ სასოწარკვეთას ჰყვება.
გოგონა მკერდს უმასაჟებს და გაზაფხულის ალუბალივით ლამაზ ტუჩებს დასცქერის რომელიც ახლა სიცივისგან და უჰაერობისგან მთლიანად გალურჯებია.
მისი პატარა კულულები იატაკზეა დაცემული და თითქოს მათაც კი დაკარგვიათ ძველებური სილამაზე.
ის მას ვერ გაუშვებს, ვერ მისცემს სიკვდილს უფლებას ეს სილამაზე დაიმონის, მას ის სჭირდება, არსებობისთვის სჭირდება.
გოგონა ტუჩებზე აცხრება. მისი ტუჩები ისეთი პატარა, პატარა და ბერძნული ხელოვნების ქანდაკებასავით გამოკვეთილი, ის ისეთი პატარა და დაუცველია, მას აღარც კი ახსოვს როდის ნახა ჰარი ასეთი დაუცველი.
გოგონა ხელოვნურ სუნთქვის ბოლო ნაკადს უშვებს მასში და იმედიანი მზერით შეჰყურებს პატარა ძმას რომელმაც ზუსტად დღეს, პირველ თებერვალს, მის დაბადების დღეს გადაწყვიტა სიკვდილი, და ეს ყველაფერი მხოლოდ ამ ქერა ქალის დამსახურებაა რომელიც მას აიძულებდა ყველა ის სიმწარე გამოევლო რაც კი ცხოვრებამ მოუსწრაფა.
ის ხომ ჯერ მხოლოდ თვრამეტი წლისაა, ის უნდა ერთობოდეს, იღიმოდეს და იმას აკეთებდეს რაც ასე უყვარს, რაზეც ასე გულით იცნებობს.
ამ ქალმა კი ყველა შესაძლო ნიადაგი გამოაცალა მის საყვარელ, უმწეო ძმას.
მუსიკა წაართვა, როიალი წაართვა, ნახატები დაულეწა და ყველა ფერწერული ნამუშევარი საუკეთესო ფასად გაუყიდა და რისთვის? ის უმეორებდა რომ ძლიერ მამაკაცებს ხატვა არ სჩვევიათ, რომ ძლიერი მამაკაცები არაფერზე არ არიან დამოკიდებულები, რომ მის ხელში მომავალი სიძლეირეა რომ ის ამ კომპანიის მომავალი სახეა.
ამ ქალმა ყველაფერი წაართვა რაც ასე უყვარდა, ახლა კი სიცოცხლესაც ართმევს.
ჰარი არ სუნთქავს, აღარ სუნთქავს.
გოგონა მკერდზე თავს ავსენებს და მის სუნს საბოლოოდ ისინთქავს.
ეს მისი ბრალია, მისი ბრალია რომ მის თვრამეტი წლის ძმას სიცოცხლე ძაგს, უნდა დაიტანჯოს, ისევე უნდა მიუზღვას საკუთარ თავს როგორც ჰარის მიუზღვა ცხოვრებამ.
გოგონა საბოლოოდ დანებდა, მის რბილ ხელებში თითები ახლართა და საბოლო წუთიერება მიანიჭა მის საყვარელ არსებას რომელიც თავადვე გაანადგურა.
ჩვენ ადამიანები ხომ ასეთი უსიციცხლო, საშინელი და მესაკუთრე ინდივიდები ვართ, მხოლოდ იმას ვანადგურებთ რაც გვაცოცხლებს, გვასაზრდოვებს, ვარდის ბუჩქივით გვაყვავილებს და თავად ვუსწრაფებთ ამ ლამაზ არსებებს სიცოცხლეს.
ჰარიც ეს ვარდია, ეს პატარა ვარდი რომელიც დააჭკნეს, გაახმეს და ძირეულად ამოძირკვეს, ფესვები მოაჭრეს და ყველა შესაძლო წყლის წვეთი წაართვეს.
გოგონა ნებდება, უკვე გვიანია, სასწრაფოს რომც დაურეკოს ისინი ვერაფერს გააწყობენ, ის უკვე მკვდარია.
სიმწრისგან მის მკერდს მაგრად არტყამს ხელს და საკუთარ თავს წყევლის რომ ასეთი მესაკუთრეა,
რომ ერთადერთ მშვენიერებას მოუსწრაფა სიციცხლე რაც მის ერთფეროვან წუთიერებას სილამაზით ასაზრდოვებდა.
ბიჭუნა ახველებს, წყლის ნაკადს პირიდან უშვებს და საოცნებო ჰაერს ჭარბად ისინთქავს.
თვალებს ახელს და ქერა სილუეტის დანახვისას თვალებს უკანვე ხუჭავს.
- მირა. - ბურდღუნებს რაზეც ქერა სილუეტს ეღიმება და ბედნერებისგან მის სხეულს ბოლომდე ეყრდნობა.
- მე ყოველთვის გადაგარჩენ ჰარი, თუ შენ მოკვდები მეც მოვკვდები, ჩვენ ერთმანეთის ნაწილები ვართ, შენ ვერასდროს დამტოვებ, ვერასდროს გათავიუფლდები ჩემგან.
YOU ARE READING
Fucktoy
Fanfiction- ვინ ხარ შენ ჩემთვის? - ამბობს მკაცრად და მისი ფეხის ხმა ახლა პირდაპირ ჩემს ზურგს უკან მესმის. ის ლაპარაკის უფლებას მაძლევს. - თქვენი მორჩილი მისტერ სტაილს. - მითხარი ვინ გაღწევინებს სიამოვნების პიკს მარია?! - ამბობს მკაცრად და მხარზე შოლტს მისვა...