- მარია - მეგებება გახარებული ვი და მის მკლავებში მაჭდობს.
ვეხვევი და ბედნიერად შევცქერივარ თვალებში.
ძალიან მომენატრა.
- როგორი იყო პარიზი? ყველაფერი მაინტერესებს. - აყრის ჩქარა და სკამზე მსვამს.
- პარიზი ულამაზესია ვი. - ვიწყებ აღფრთოვანებით. - ეიფელის კოშკი, ნაგებობები, საჭმელი, ყველაფერი იდეალურია. სამწუხაროდ დიდი დრო არ მომეცა ყველაფერი დამეთვალიერებინა.
- ოჰ მარია, ხომ ხვდები რომ ლუვრი და ეიფელი არ მაინტერესებს, სტაილსი როგორი იყო? - ამბობს და წარბებს ათამაშებს.
ჯაბდაბა, მისგან ხომ ვერაფერს დამალავ.
რა ვუთხრა? შიშველი ჩამიყვანა ლიფტში და აუზში მაბანავა რათა ჩემთვის გამოცდა მოეწყო-მეთქი?
- ის... სახალისო იყო. - ვბურდღუნებ და თავს დაბლა ვწევ.
- მარია, ვხვდები რომ სტაილსის მიმართ გრძნობები გაქვს, ამას არ მეუბნები რადგან გეშინია ყველაფერი რიგზეა? - ამბობს და თმაზე მეფერება.
ოჰ ვი, შეჩერდი თორემ ყველაფერს დავფრქვავ.
- მე ის... - თვალები მიწყლიანდება და ყელში ბურთი მებერება.
ვერ ვამჩნევ როგორ მიწყდება ხმა და როგორ ვრგავ თავს მის მხრებში.
- მარია, შენ რა ის შეგიყვარდა? - ამბობს და თმაზე მეფერება.
- არ ვიცი ვი, ყველაფერი საშინლად რთულია, ის ხომ ჰარი სტაილსია, თავისი საშინლად ამოუცნობი ეგოთი, ის ურთიერთობას მთავაზობს მაგრამ ისეთს არა, როგორიც მე მინდა. - ვლუღლუღებ და ცხელ ცრემლებს ვიწმენდ.
ვი ხმას ვერ იღებს.
- მასთან ამიტომ მიდიოდი? ამიტომ მეუბნებოდი რომ საბუთები გქონდათ გასაკეთებელი? - ამბობს და კოპებს კრავს.
- მაპატიე, უბრალოდ ფიქრი მჭირდებოდა. - ვამბობ და თავს ვხრი.
- სტაილსი ამოუცნობი პიროვნებაა, მისი ფიქრები და მიზნები ზედმეტად ამოუცნობია, მაგრამ თუ შენ ეს ბედნიერრბას განიჭებს მაშინ მე შენთვის ყველაფერი კარგი მინდა. - ამბობს და მეფერება.
თავს ვხრი და ცრემლებს ვიწმენდ.
უკვე ძალიან გვიანია, ჩემს ტვინს დასვენება და განტვირთვა სჭირდება.
ეს ორი კვირაა მოწყენის საშუალება არ მქონია, სანამ ჩემს ცხოვრებაში სტაილსი გამოჩნდებოდა მხოლოდ წიგნები, კოლეჯი და ვი იყო, ახლა კი მთელი ჩემი ცხოვრება ალიაქოთია.
YOU ARE READING
Fucktoy
Fanfiction- ვინ ხარ შენ ჩემთვის? - ამბობს მკაცრად და მისი ფეხის ხმა ახლა პირდაპირ ჩემს ზურგს უკან მესმის. ის ლაპარაკის უფლებას მაძლევს. - თქვენი მორჩილი მისტერ სტაილს. - მითხარი ვინ გაღწევინებს სიამოვნების პიკს მარია?! - ამბობს მკაცრად და მხარზე შოლტს მისვა...