CHAPTER 23

1.1K 81 23
                                    

( ეს თავი თან ძალიან მომწონს თან არა 😕 იმდენ რამეს შევეხე ამ თავში მეც რომ ვკიატხულობ გაოგნებული ვარ. არ ვიცი, იქნებ ცუდი გამოციდა? ზედმეტად გაპიროვნებული და ხღაპრებში გადავარდნილი ხომ არ არის?
გელოდებით მოუთმელად რადგან მართლა მაინტერესებს რას ფიქრობთ🛑)

 არ ვიცი, იქნებ ცუდი გამოციდა? ზედმეტად გაპიროვნებული და ხღაპრებში გადავარდნილი ხომ არ არის?გელოდებით მოუთმელად რადგან მართლა მაინტერესებს რას ფიქრობთ🛑)

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- ჯანდაბა, ნუ მაწამებ, თუ ჩემი მოკვლა გინდა მომკალი და დასრულე! - ვყვირი და თვალებზე აფარებულ შავი, აბრეშუმის ნაჭრის ქვემოდან თვალებს მაგრად ვაფასულებ.
ვერაფერს ვხედავ, უკვე ორი დღეა რაც აქ ვარ, აბაზანა არ მიმიღია, ნორმალურად არ მიჭამია, დიდხანს გაუნძრევლად ყოფნისგან ფეხები დასიებული მაქვს.
ვგრძნობ როგორ მტკივა ყველა დასიებული კუნთი, როგორ მილპება ის ნაიარევები რაც მათ მომაყენეს.
აქედან გაქცევა მინდა, მინდა სამუდამოდ დავივიწყო ჩემი წარსული, მინდა ყველა ადამიანი ვინც ჩემს ცხოვრებაშია თავიდან ამოვიგდო და უკუვაგდი, ამდენს ვეღარ ავიტან, ვგრძნობ როგორ მეცლება ძალა, როგორ ზვირთდება ჩემში აქაფებული და დაუშრეტელი ტკივილი რომელიც რაც არ უნდა დავიციწყო და უკუვაგდო არასდროს წავა.
მე ასეთი ცხოვრება არ მდომებია, მე უბრალოდ ჩემი ძმის დაბრუნება და წასვლა მინდოდა, მინდოდა ჰარი გადამერჩინა და მისთვის ბედნიერება დამებეუნებინა, მე უბრალოდ მასთან ყოფნა მინდოდა.
- ჯანდაბა მომკალი! ნუღა მაწამებ! - ვყვირი და კივილისგან ხმა მეხლიჩება.
ჯეიკობი ოთახში არც არის, სიბნელეში, დაბმულს და ერთიანად დაუძლურებულს მგონია სადაცაა გული წამივა.
ხელების გასათავისუდლებლად ბაწრით შეკრულ ხელებს სკამის საზურგეს მაგრად ვაჭერ და გახსნას ვცდილობ.
ტკივილი ჩემში უფრო ზვრითდება და ბლანტად ჩამიდენილი სისხლი თითებზე მეცება.
კარი იღება, სიჩუმე უკვე გამაყრუებელი და სასტიკი ხდება.
მან უკვე გაანადგურა ჩემი საყვარელი ნაწილი, მან უკვე დაადო სასტიკი დაღი მას ვინც ამას ვერასდროს დაივიწყებს, მან მასში ის სისატიკე, ბოროტება და მელანქოლია ჩადო რასაც ჰარი ვერასდროს გაექცევა.
მე მას ვეღარ დავეხმარები, ვეღარ ვანუგეშებ და ვერ დავპირდები რომ დავეხმარები რადგან მათ ზუსტად ისე დამადეს დაღი როგორც მას.
ჩაბნელებულ ოთახში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამწირავი და ამაზრზენი ბაკუნი, რომელიც ჩემსკენ მოემართება არ წყდება და ვხვდები ეს ვინც უნდა იყოს.
მასთან დალაპარაკება პირისპირ უკვე საუკუნეა მინდა.
რამდენიმე ნაბიჯიც და ის ზუსტად ჩემს ცხვირწინ იქნება.
ის ხელს დალილავებულ მხარზე მატარებს და ხელი ჩემს სახესთან მიაქვს.
შავ აბრეშუმს უხეშად მგლეჯს სახიდან და თვალებში უხეში და დამაბრმავებელი სინათლე კაშკაშით მიწვამს თვალებს.
- ასე, ასე, შეხედე სად მოვედით. - იღიმის ის და ჩემს წინ მდგარ სკამს გრაციოზულად ატრიალებს მისკენ.
მისი საშინელი ფეხსაცმლის ხმა უფრო მეტად მანდომებს აქედან კინწისკვრით გავიქცე.
- ვიცოდი რომ ამას შენ გააკეთებდი, მითხარი რა გინდა ჩემგან და გამიშვი! ჰარი მოვა! ჰარი მოვა და თუ გაიგო რომ ეს შენ გააკეთე... - ვყვირი მაგრამ ტკივილი ფეხის არეში მატყობინებს გავჩუმდე და ტკივილით ახსავსე თვალებით ამ საზარელ ეშმაკს შევყურებ რომელიც ჩემს წინ ზის და იღიმის.
- რათქმაუნდა ის მოვა, ის მოვა მაგრამ გგონია ასე დამთავრდება ყველაფერი? გგონია შენი პრინცი მოვა, გადაგარჩენს და ბედნიერად იცხოვრებთ? მე ამას არ დავუშვებ, რომც წახვიდე, რომც გაიქცე მე ყოველთვის შენთან ვიქნები, რომც მოვკვდე იმის პირობას გაძლევ რომ მე სამუდამოდ შენთან ვიქნები. მე ჰარის ნაწილი ვარ, მე მასში ის ნაწილი ჩავდე რასაც ვერ გაექცევი. გეგონა გადაარჩენდი და შეგიყვარებდა? შენ მორიგი სათამაშო ხარ მისთვის რომელსაც  მხოლოდ იმიტომ იყენებს რომ მისი წარსული დაივიწყოს. - ამბობს და თმაში მწვდება.
ჯინსის უკანა ჯიბიდან ალესილი დანა მზის შუქზე პრიალებს და თვალს მჭრის.
დანის თითოეულ ნაწილს გაფაციცებით შევყურებ. ვუყურებ როგორი ბასრი ჩანს ის მზის სხივებზე, როგორ შეუძლია სამუდამო დაღი მიანიჭოს ჩემს სხეულს. მაგრამ ეს არ მადარდებს, აღარ მადარდებს, უკვე აღარაფერი მომანიჭებს ტკიცილს.
- იმას გამიკეთებ რაც ჰარის გაუკეთე? მეც დამწვავ? თუ შტამპით დამდაღავ? - ვყვირი რაზეც ეცინება და თმაში უარესად მაფრინდება.
ახლა ჩემს უკან დგას, გრძელი თითებით თმაზე მეფერება და ამავდროულდ ისე მაგრად მაფრინდება რომ მგონია სკალპს ამაძრობს.
- მე ყველაფერს გავაკეთებ რომ მისგან შორს იყო, ის ჩემია და ამას ყველანაირად დაგანახებ. შენ არ იცი მას რა შეუძლია, არ იცი რად იქცევა თუ მე არ ვეყები, თუ შენ იმას მიაღწევ რასაც ასე ლამობ მაშინ მეც გავქრები, მისი კომპანიაც და ის დიქტატორი კაციც რომელსაც წლების მანძილზე ვქმნიდი. ის იმ თიხასავითაა რომელსაც დიდ ცეცხლზე გამოწრთობა ჭირდება. შენ კი ის წყალი ხარ რომელსაც ის აფუჭებს. მე კი ამის უფლებას არ მოგცემ! - ყვირის და ვგრძნობ ერთი ხელის მოსმით როგორ შხუილებს ჰაერში ალესილი დანა ჩემს თვალებთან.
თვალებს ვხუჭავ და კანკალისგან ერთიანად მცხება.
მგონია მალე ყველაფერი დასრულდება, დაე დასრულდეს, დაე ასე დასრულდეს ყველაფერი, სხვა გზა არც იქნებოდა, მე დაბადებიდან ასეთი ცხოვრება მარგუნა ღმერთმა. ეს ის ყველაფერია რაც უკვე დაწერილი იყო და რაც არ უნდა წაშალო, უკუაგდო და გაექცე, ის მაინც დაგეწევა, მაინც დაგიმონებს და გაიძულებს საშინლად დაიტანჯო.
თვალებს მძიმედ ვახელ და გრძნობ რომ არაფერი მტკივა, თავზე უცნაური შეგრძნება მაქვს, უცნაური და ამავდროულად სიმსუბუქის.
მირა უკნიდან გამოდის და დანას ხელში ათამაშებს.
რა ქნა?
მირა ჩემს წინ დგება და ხელში გრძელი, დაწნული ქერა თმა უჭირავს.
მან რა თმა მომაჭრა? ღმერთო, ეს რაში დასჭირდა, ბამდვილი ფსიქოპათია.
- ძალიან ლამაზი თმა გაქვს მარია, მახსოვს როდესაც შენს ასაკში ვიყავი მეც ასეთი ლამაზი, ქერა თმა მქონდა. სტაილსს ყოველთვის მოსწონდა ქერა გოგოები. - ამბობს და ჩემი თმით გაუზომელი სიბნელისკენ მიემართება.
ცრემლები სახეს მიწვამს და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სახე შუაზე მეპობა, თითქოს ნელ-ნელა მიწასავით ვიშლები და სადაცაა ძველი, მოუვლელი და მიტოვებული სახლივით დავიშლები.
მირა სიბნელიდან გამოდის და ხელში უზარმაზარი სათლი უჭირავს.
თვალებით სწრაფად ვეძებ რაიმე ნივთს რომლითაც შეიძლება თავი გავინთავისუფლო მაგრამ უშედეგოდ.
ბაწრით შეკრულ თოკს ვერაფრით გავხსნი.
სათლზე დიდი ასოებით ამოტვიფრულ "gasoline"-ს დავცქერი და ვხდები ეს რაც არის, ვხვდები რაც მელოდება და რის გაკეთებასაც აპირებს.
- ცეცხლი გიყვარს მარია? - ამბობს და გიჟივით იცინის.
ღმერთო, ეს ქალი საგიჟეთიდან ვინ ჭკუათმყოფმა გამოუშვა?
მირა ჩემს თმას დაბლა აგდებს და ზედ ბენზინს ასხამს.
- მე გაგაფრთხილე რომ ცეცხლი საშიში იყო, რომ ცეცხლთან თამაში არ ღირდა მაგრამ არ დამიჯერე.
ჰარის რომც მოუნდეს, შენს დამწვარ სხეულს მაინც ვერ გაარჩევს, ვერც ექსპერტიზა დაადგენა ვინ ჯანდაბა ხარ. ისე აორთქლდები როგორც მოხვედი! - ყვირის და ახლა უფრო აგრესიულად ასხავს ნავთს ჩემი მიმართულებით.
- გგონია ჰარი შენთან იქნება? გგონია ამდენი სისასტიკის შემდეგ, ამდენი ნაიარევია და ტკივილის შემდეგ რაც მოგვაყენე შეგინდობს და ისე მიგიღებს თითქოს არც არაფერი მომხდარა? ჰარის არ უყვარხარ, არ უყვარხარ და არც არასდროს ყვარებიხარ. მას ეზიზღები, ძულხარ და ამის შემდეგ უფრო შეძულდები! - ვყვირი და ჩაწითლებულ, დემონისფერ თვალებში ჩავცქერივარ.
ვცდილობ ისედაც აღრიალებული მხეცი უარესად გავაბრაზო. ვიცი ამით ცეცხლზე ნავთს ვასხამ მაგრამ სულ ერთია, ცეცხლი მაინც დამწვამს.
მირა იცინის, მის აგიზგიზებულ და ბოროტულ მზერას მე მაპყრობა და ჩემსკენ მოდის.
როდესც ის პირველად დავინახე ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ნიუ-იორკის ერთ მიტოვებულ ელექტროსადგურში ჩემს დაწვას გადაწყვეტდა.
ჯანდაბა ჰარი სად ხარ! სად ჯანდაბაში ხარ.
მირა გაზს ჩემს გარშემო ასხამს, ისეთი კმაყოფილი და ბენდიერი სახე აქვს თითქოს პატარა თოჯინებით თამაშობდეს.
- ამას ვერ გააკეთებ, ვერ გააკეთებ. - ვყვირი და ვცდილობ სკამი გავტეხო ან ერთი ხელი მაინც გავითავისუფლო მაგრამ უშედეგოდ.
- ამას უკვე ვაკეთებ. - ამბობს და ნავთს პირდაპირ ფეხებზე, თმაზე და სახეზე მასხამს.
ჩემს ცოცხლად დაწვას ნამდვილად აპირებს?
ნავთი სახეზე ჩამომდის და სახეს მიწვამს.
- ასეთი ძუკნა რომ არ ყოფილიყავი შეიძლება ეს არ მოგსვლოდა მაგრამ შენ ხომ ასე გინდოდა მისი გადარჩენა? ახლა დაველოდოთ ის თუ გადაგარჩენს.
ამბობს და ხტუნვით მიდის ოთახის შუაგულისკენ.
უკანა ჯიბიდან რაღაცას აჩხარუნებს და ვხვდები ეს რაც უნდა იყოს.
ეს გარდაუვალია, ეს უნდა მოხდეს
მირა სანათს ანთებს და იმ ადგილისკენ მიდის სადაც ნავთი პურველად ჩემს თმას დაასხა.
იგი მიყურებს და ჩემი წამებით აღუწერელ სიამოვნებას იღებს.
- გააკეთე ამის დედაც, გააკეთე ეს მალე! - ვყვირი და სკამს ბოლომდე ვაწვები.
მირა არ ყოვნდება, ასანთს ჩემს მოჭრილ თმას უკიდებს. ისიც სწრაფადვე ალდება და დანარჩენ ნაწილებსაც ედება.
არ შეიძლება ეს ასე სწრაფად იწვოდეს.
უკვე საკმაოდ აალებული ნაწილებს ცეცხლი გასდის და გადამყვან ნაწილთან მიდის.
ჯანდაბა, აქ ხომ ელექტროენერგიაა, ის ადეთქდება, მთლიანი სადგური აფეთქდება.
მირა გასასვლელისკენ მირბის მაგრამ ცეცხლის ალიდან დამწვარი და აცრემლებული თვალებიდან ვეღარაფერს ვხედავ.
მირა კართან დგება, იღიმის და ტკბება იმ სანახაობით რაც ასე აბედნიერებს.
კიდევ ერთი გადამყვანი მოწყობილობა ვარდება დაბლა და ცეცხლი უკვე ჩემგან ორი მეტრის რადიუსზეა, მალე ეს მოხდება, მხოლოდ ერთი გადამყვანის ჩამოვარდნაც და მთლიანი ელექტროსადგური აფეთქდება.
მირა ოთახიდან გადის და კარს ჯახუნით კეტავს.
ჯანდაბა ეს რისთვის ჭირდება აქ მაინც ვერავინ მოვა, ოთახი უკვე ცეცხის ალშია, აქ ვერავინ შემოაღწევს.
დაბლა ჩამივარდნილი სახურავის ნაწილი ზუსტად ჩემს წინ ვარდება და კივილით უკან ვხტები.
- ამის დედაც, უბრალოდ გაიხსენი, გაიხსენი! - ვყვირი მაგრამ კიდევ ერთი მიწყობილობის აფეთქება მახტუნებს და უკვე არაფერს აღარ აქვს აზრი რადგან ის პირდაპირ ჩემს წინ აალებული ბურთივით ვარდება.

FucktoyWhere stories live. Discover now