კანზე შერჩენილი კოცნა .

1.1K 87 3
                                    

   მთელი დღე მოუნდა გემი დანიშნულების ადგილას მისვლას . კუნძულიდან  წამოსულები მე და ჯეონი ორ რობინზონს ვგავდით ,რომელმაც როგორც იქნა  საშინელ კუნძულს დააღწია თავი და ცივილიზაციაში დაბრუნებულს  ყველაფერი უცხოთ ეჩვენა . ნამდვილად ასე იყო გემის კაპიტნის და მისი აწ უკვე მარჯვენა ხელად ქცეული კიმ ნამჯუნის მიერ ჩემთვის მოცემულ ტელეფონს რომ  ჩინური იეროგლიფივით დავშტერებოდი  და როცა დედაჩემთან დარეკვა მოვახერხე ნამდვილი სტივ ჯობსი მეგონა თავი .
- შვილო ,როგორ ხარ ? - დედჩემის ცრემლებით დაგუდული ხმა მესმის ყურში .
- კარგად დედა კარგად ჯერ ცოცხალი ვარ ასე ,რომ შეგიძლია ნერვიულობა გააგრძელო - ჩემს სულელურ ხუმრობაზე სიცილი მივარდება და ვიხრჩობი .
- გოგო არანაორმალური ხარ შენნ? გული გამისკდა ,რომ მითხრეს ოკეანეში გადავარდა და დიდი ალბათობით დაიხრჩოო  ..იცი საერთოდ რას ნიშნავს შენი შვილის ცხედარს ,რომ ელოდები ? - მიყვირის გაბრაზებული და ვიცი კაი გემრიელად გამომლანძღავს ,როცა პირისპირ შევხვდები . ალიყურიც არ ამცდება ვატყობ -  გეყოლება შვილები და გაიგებ .... - ტელეფონს ყურიდან ვიშორებ და შორს ვწევ .
- დაიწყო ახლა მონოლოგები - ვხვნეში და დედაჩემის ლექციის დამთავრებას  მოთმინებით ველოდები.
- დედა კარგი ცოცხალი ვარ და ნუ მაიძულებ ახლა ამ გემიდანაც გადავხტე - მობეზრებით ვამბობ და თვალებს ვატრიალებ .
- კაიუტაში შეეთრიე და იქედაგ გამოსული არ გავიგო რომ იყავი . სანამ ხმელეთზე არ მოხვალთ მანამდე მანდ ეგდე . ასეთ ფეთხუმი  და უტვინო მამაშენს გავხარ - რათქმაუნდა . რა უნდა ამ ჩემს საწყალ მამაჩემთან ვერ ვხვდები .
- დედა გეხვეწები რა  არ დაიწყო შენწბურები - ქარი მუქ წაბლკსფერ თმას მიწეწავს და მეც სახეზე  ჩამოყრილ კულულებს უკან ვიყრი .
- ოხ მოხვალ აქ და განახებ სეირს . ის საწყალი ბიჭი ,როგორაა ? ხომ აქვს ნერვული სიტემა მწყობრში ?- ჯონგუკის მოკითხვა დაიწყო  დედა      ჩემმა  😑.
- ქალო კინაღამ მოვკვდი და შენ ჯეონი როგორააო იმას მეკითხები ?- ყურებს არ ვუჯერებ .
- აბა ვინ მოვიკითხო  ისეთი უხერიო და მოუხერხებელიხარ  ალბათ თვითმკველობამდე მიიყვანე საწყალი ბავშვი - მეწიწკინება იქედან .  აღშფოთებული  ხმას ვეღარ ვიღებ .
- კარგადაა ნუ გეშინია და მისი  მენტალური მდგომარეობაც მწყობრშია . რა ენაღვლება ... კარგი დედა უნდა წავიდე მეძახიან - ვიტყუები უნამუსოდ და ტელეფონს ვთიშავ .აააააგრრრრ .  ჯინსის უკანა ჯიბეში ვიცურებ მობილირს და იმ შეზლონგისკენ მივდივარ სადაც ნამჯუნი წევს .
- ჯუნ - ვოხრავ და გვერდით ვუჯდები .
- დაიღალე ? - მეკითხება ღიმილით .
- აუ.. კი ძალიან . თან ეს ბალიშები ისეთი რბილია - შეზლონგზე დაყრილ ბალიშებში ვიზმორები კატასავით და მზეს სახეს ვუშვერ .
- კარგი ყელსაბამია - აქებს ჩემს სამკაულს . ინსტიქტურად მასზე ვიკიდებ ხელს და უნებურად მეღიმება .
- ხო გეთანხმები - ვუქნევ თავს . წამით არცერთი ჩვენგანი არ ვიღებთ ხმას .
- იცი ძალიან რთული მდგომარეობაა - ჯუნი არღვევს სიჩუმეს და სერიოზული სახით მიყურებს . თავიდან ვერ ვხვდები რას გულისხმობს ,მაგრამ მერე ყველაფერი ცხადი ხდება .- ხომ იცი რომ ის ცნობილი აიდოლია არა ?- კითხვას არ ვსვამ ისედაც ვიცი ვის გულისხმობს .
- მერე - თვალებს დაბნეული ვახამხამებ .
- ფანებს ჰგონიათ ,რომ ეს ძალით მოაწყვე და გინდოდა მისი მოტაცება - ფრთხილად ამბობს.
-რაააა ?- შოკოსგან ვყვირი და ყბა იატაკზე მივარდება .
- ამ... ხო. ჩვენ ვთქვით ,რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და შენ სტაფის  წევრი ხარ  ზედმეტი აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად . ახლა კი როცა გიპოვეთ ფანები მოითხოვენ ,რომ სამსახურიდან დაგითხოვოთ და ჯონგუკთან მიახლოება აგიკრძალოთ .
- ესეიგი სამსახურიდან მაგდებთ ,რომელშიც არასდროს მიმუშავია ?- მწარედ მეღიმება . ეს ფაქტი სულ ფეხებზე მეკიდა მე უფრო  ის მაწუხებს ჯონგუკს ,რომ ვეღარ ვნახავ . ნუ მეტის იმედი არც მქონდა ,მაგრამ როცა ასე სახალხოთ ტერორისტად და გამტაცებლად მოგიხსენიებენ ცოტა ტეხავს . სულ ცოტა .
- ჩვენ   ფანებს დავაშოშმინებთ და ისევ ისე ძველებურად იქნება ყველაფერი ოღონდ  უბრალოდ  ერთმანეთს ღეღარ შევხვდევით - დანანებით აქნევს თავს . - პირობას მაძლევ ,რომ.რამე სისულელეს არ იზამ ?- უხერხულად იშმუშნება ,როცა ამას ამბობს .
-ჰაა- მეცინება  სხვა რაღა დამრჩენია . - ახლა მეხუმრები ხო ? ვკიხულობ . მის სერიოზულ მზერას ,რომ ვიჭერ  სიბრაზე მიპყრობს და ახლა ამ დამპალ გემზე ,რომ არ ვიყო  ისე გავიცქცეოდი წამითაც არ მოვიხედავდი უკან .- რა გგონია რას ვიზამ ? - ხმას არ იღებს - დაგაშანტაჟებთ ? გამოვალ  და ათას სიბინძურეს შევთითხნი თქვენზე ჯონგუკზე და მერე ფულს მოგთხოვთ ? მართლა ნამჯუნ  მართლა ? - ხმა ცივი მიხდება . მისგან ამას არ მოველოდი ყველაზე მეტად . ნუთუ  მართლა ასე ფიქრობდა ჩემზე .- ასე დაბალი დონის ქალი გგონივარ ?!-რისხვა  იპყრობს ჩემს სხეულს .- ჯონგუკიც ეგრე ფიქრობს ?- ვკითხულობ შეზლონგიდან ვდგები და დოინჯ შემორტყმული მის პასუხს ველოდები . დუმილი ხანგრძლივია , რაც  ჩემს კითხვას პასუხობს .- მაშინ სალაპარაკო არც არაფერი გვქონია. ხმელეთზე გადავალთ თუ არა ჩემს სახეს ვეღარ ნახავ ვერც შენ და ვერც შენი ძვირფასი ჯეონ ჯონგუკი -მის სახელს ისე ვამბობ თითქოს ყველაზე მომწამლავ  შხამს  ვაფურთხებ.
- მოიცადე ... მე  მე არ ვფიარობ ეგრე მაგრამ ..- წინადადებას არ ამთავრებს . ყველაფერი ცხადია ჩემთვის . ზურგს ვაქცევ და ჩემ კაიუტისკენ მივდივარ . ვცდილობ  თვალებში ჩამდგარ ცრემლებს შევებრძოლო და გზა არ მივცე ჩემი ლოყებისკენ . გრძელ დერეფანში  გავრბივარ და  მაღალ ბრგე ფიგურას ,რომ ვასკდები  მერე მოვდივარ აზრზე .
- რა გჭირს ? - ნაცნობი თითები მეხება სახეზე და აბურძგნულ თმას მიწევს . მის შავ თვალებს ვუყურებ და მიკვირს ,ასეთი ორპირი როგორაა  .
- რა მჭირს არა - ვსისინებ გველივით და მწარედ მეღიმება . დაბნეული მიყურებს , ისეთი კარგი მსახიობია  ოსკარს იმსახურებს  პირდაპირ.
- პატარა ალ.. - სიტყვის თქმასაც არ ვაცდი . ლოყიდან ობოლ ცრემლს მივწენდ , მის სხეულს ვიშორებ და  რაც შემიძლია მეტ სიძულვილს ვაქსოვ ხმაში .
- მეზიზღები . აუტანელო -   გვერდს ოსტატურად ვუვლი და ჩემს კაიუტაში შევრბივარ .  კარს ცხვირწინ ვუკეტავ და საწოლში ვვარდები .
-   რა ბზიკმა გიკბინა ? გამიღე კარი და ამიხსენი რა გჭირს -  მესმის მისი მუდარით სავსე ხმა .  ჯანდაბაშიც წასულხარ . ღორი . პრიმატი . ვერ ვიტან .მეზიზღება. მძულს . იდიოტი ვარ . ნეტა ვინმე მაგრად მცემდეს ჩემი სისულელისთვის .   იდიოტის როლს აღარ მოვირგებ ამ ცხოველს ჭკუას ვასწავლი .
-კიმ ამიხსენი  რა ჯანდაბა ვეტაკა - ყვირის და კარზე აბრახუნებს . საწოლიდან ვხტები და  კარებს რასაც ქვია ვგლიჯავ . რისხივისვან და სიბრაზისგან სახე დაბრეცილს გაკვირვებული დამყურებს თავზე .
-   აგიხსნა ? მაინც რა აგიხსნა აქეთ ველოდები ახსნა განმარტებას .
- ვერ ვხვდები რას მეუბნები - მხრებს იჩეჩავს და უდანაშაულო ბაჭიის   ქურქში ეხვევა .
- ოჰ მალე მიხვდები დამიჯერე - ვატრიალებ თვალებს და ნიშნის მოგებით ვუღიმი . კარს მთელი ძალით ვაჯახუნებ მის ცხვირწინ .
-  ალქაჯი დაბრუნდა - მემის კარსუკან მისი ღმუილი - კარგი ეგრე იყოს -  აშკარად ფეხს ურტყამს კარს და მიდის .  კიდევ ერთი დღე და ეგაა ამ  ღორს აღარასდეოს ვნახავ . (მაგრამ მაშინ ცოტა თუ ვიცოდი, რომ  ჩემი უიღბლობა საშვილიშვილოდ ბატონ ჯეონზე იყო გადაბმული)  . jj wildeის  the rush ბოლო ხმაზე ვუსმენ და ყველაფერს ვიკიდებ . 

აუტანელიWhere stories live. Discover now