ჯონგუკის ალქაჯი 1

1K 93 2
                                    

   ოთახი დიდია ,მაგრამ თეთრ კეთლებზე დაკიდებული შავთეთრი ფოტოები და ნახატები , ცივ კედლებს მყუდრო იერს სძენს . დიდი ფანჯრებიდან  სინათლე იღვრება და  ნათელ ოთახს უფრო მეტად ანათებს . ოთახის კუთხეში პუფში  ვზივარ და მუხლებზე გადაშლილ   ბულგაკოვის ,.ოსტატი და მარგარიტას " ვკითხულობ ნუ ეს რამდენადაც შეიძლება ,რადგან მეორე ბოლოში დადგმულ მაგიდას  უხსენებელი  უზის .  თეთრი ყელიან სვიტერზე  ღუნღულა პერანგი აქვს შემოცმული , ფანჯრიდან მოშორებით ზის და წინ გადაშლილ სახატავ თაბახის ფურცელზე ,  უბრალო შავი ფანქრით კვალს ტოვებს .  ქვეშ -ქვეშ ვაპარებ მისკენ მზერას და მოქნილ თითებზე ვუყურებ . მარჯვენა მაჯაზე  ნაქსოვი სამაჯურები აქვს შებმული , ლამაზად  ტატუებით მოხატულ თითებს ოსტატურად ხმარობს . " ნეტა რას ხატავს ?" ინტერესით ვკითხულობ და ვცდილობ წიგნის  გვერდი ,რომელსაც უკვე 15 წუთია დავშტერებივარ წავიკითხო და აზრი გამოვიტანო .  გრძელი თმა შუბლზე აყრია , თმის ბოლოები ისე საყვარლად აქვს აპრეკილი ,გული მეკუმშება . ისეთი საყვარელია , დებილივით მეღიმება.  ისეთი ფოკუსირებულია ნახატზე  ინტერესით ვკვდები თუ რას ხატავს . 
-ოფფფ ...- ვქშინავ წიგნს ვხურავ და  ფეხზე ვდგები . მძიმე და სქელ შუშასთან ვდგები ,როგორც მჩვევია ზარმაცი კატასავით ვიზმორები  და ჩემს წინ გადაშლილ ხედს ვაკვირდები . ბიჭების სახლი დიდია , ფართო ვერანდებით და მწვანე  გაზონით დამშვენებული თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი . დილიდან აქ განმწესებულს ბევრი დრო მქონდა სახლს შესასწავლად.  დიახ ,არ გეშლებათ განმწესებული . ჩემი ძვირფასი დირექტორის მოთხოვნით და სტაფის მოქანცული  წუწუნით  ჩემი და ზემოთ დახასიათებული სატანის ანგელოზის ფორმაში , ჩხუბით და კინკლაობით დაღლილებმა  გადაწყვიტეს  დიდი შერიგება  მოეხდინათ . გეფიცებით ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება არ გახარებია მსოფლიოს ისე , როგორც ჩემი   დაჯღანული სახით ნათქვამი კარგი ,როცა საქვეყნოთ გამოაცხადეს ,რომ მე უნდა გადმოვბარგებულიყავი  ბიჭების სახლში  ,უკეთ უნდა გამეცნო ჯეონი  , დავმეგობრებოდი და საბოლოოდ შემეწყვიტა ეს უაზრო კინკლაობა .   მთელი ბიგჰიტის წინ გამოჭენებულს  შემრცხვა უარის თქმა და იმის მტკიცება ,რომ  ჩვენს ჩხუბს ყოველთვის ზემოთხსენებული  სატანა იწყებდა .  ასე ,რომ ახლა აქ ვარ  ოთახში ,სადაც მე და  ადამიანი რქებით და კუდით ვიმყოფებით . მთელი საათი აქ გამომწყვდეულს მისია დამაკისრეს ,როგორმე ნორმალური  5 წუთიანი საუბარი გამება ჯონგუკთან ისე ,რომ ბოლოს ან ის არ გლეჯდეს კარებებს და ღრიალებდეს ან მე არ ვიწევდე მისკენ თმის დასაგლეჯად . ამ მისიის შესასრულებლად კი მხოლოდ ერთი გზა იყო - უხერხული სიჩუმე . ფანჯარასთად აზუტული მიკენ ვბრუნდები და ვცდილობ მის ასე მონდომებით დახატულ ნახატს მოვკრა თვალი ,მაგრამ შენც არ მომიკვდე ისე იცავს ვითომ მისი  სიცოცხლე ამაზე იყო დამოკიდებული . ასე ყოფნით დაღლილი  პუფში  ვეშვები  დაღლილი და ძვირფას წიგნს გულმოდგინედ  ვფურცლავ . საბედნიეროდ კითხვას ვახერხებ და 30 წუთი გაუნძრევლად ვზივარ ,როცა სხამის იატაკზე გახახუნების ხმა მესმის , მაშინვე  იქეთ ვიხედები საიდანაც ხმა მესმის და რას ვხედავ   ? ჯონგუკი ფეხზე დგას და მიყურებს ლამაზ სახეზე ემოცია არ ეხატება , ფანჯარას უყურებს მერე კი კარისკენ მიდი  . მისი შეჩერება არც მიცდია , რადგან გავიდა თუ არა ეგრვე წამოვვარდი და მაგიდას მივაწყდი . ინტერესის ჭია მჭამდა გამეგო თუ რა ჯანდაბას ხატავდა მთელი დრო  და აბა გამოიცანით .
- ჯეონ ჯონგუკ - ვღრიალებ ბოლო ხმაზე . სადღაც კარს უკან მისი კისკისის ხმა მესმის .- შენ გაჩვენებ სეირს - ვხრიალებ და თაბახის ფურცელს  ხელს ვავლებ . კარს რასაც ქვია ვგლიჯავ და  მარმარილოთი მოკირწყლულ კიბეებზე ცეცხლწაკიდებული ჩავრბივარ .
- ჯეონ შე ვირთხა - ვკივი და  ვისუსები ,ვიცი ცხენივით აჭიხვინდება და გავიგებ  ,რომელ ხვრელში შეძვრა ეს ვირთხა .
- რა ხდება ?- დაფეთებული ჯინი გამორბის სამზარეულოდან . ჩიფსისი ნარჩენებით მოთხვრილ თითებს ილოკავს და   უკან ჯიმინი მოყვება წვენით პირგატენილი . ჯეონის შედევრს წინ ვუფრიალებ ნერვებმოშლილი კი ტუჩებს ვიჭამ .  ნახატს აკვირდებიან მერე კი  ჯინი ხვიხვინებს და იატაკზე ხოხავს , ჯიმინი კი იცინის წვენი სცდება და აზლა დამხვჩვალი კატასავით ხროტინებს ,მაგრამ სიცილს არ წყვეტს .
- ჯეონ შე ვირთხა სად შეძვერი  გამოეთრიე - სახლი ზანზარებს ჩემს ხმაზე .
- რა გაყვირებს  გამოქვაბულის ქალო - სამზარეულოდან ჯიბეებში ხელებჩაქყობილი დიდი გრაციით გამოდის  . სახეზე გველური ღიმილი დასთამაშებს და ნიშნისმოგებით მიყურებს .
- რა არის ეს ? -  ფურცელს ახლა მას ვუფრიალებ .
- ალქაჯი ზის ცოცხზე და შელოცვების წიგნს კითხულობს - მხრებს უდარდელად იჩეჩს და აშკარა ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანას ,რატომ ცდილობ სახით მიყურებს .
-  და ასე ძალიან რატომ მგავს ?- ვცდილობ არარსებული სიმშვიდე შევინარჩუნო .
- ნატურად შენ გამოგიყენე , მაინც ალქაჯი და კუდიანი ხარ ამიტომ რატომ გწყინს ვერ ვხვდები . 
- ცხვიზე ამხელა ხალი რატომ მაქვს ან სად დამინახე ესეთი გრძელი თმა ?- სადაცაა  ჯონგუკ დავინჩი  თმით ვითრიო .
- ამ ... - ყბაზე იდებს ხელს მერე კი ორ ტორს მკერდთან იჯვარედინებს - ეგ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია , მაგრამ რომ დაბერდები დარწმუნებული ვარ რეალობად იქცევა. - ფხუკუნებს და  ჯიმინს ,რომელიც ცლივს სუნთქავს თავზე თავის ხელს ადებს . ქვედა ტუჩს კბილებშჯ ვიქცევ და მტკივნეულად ვკბენ , არ ღირს ამ გველს გამოვეკიდო  . დამშვიდი , ისუნთქე . 1. 2..3..4...5...6..7..8...9. ვითვლი  და ღრმად ვსუნთქავ .
- მე ვფიქრობ  დღეს ჩვენი კომუნიკაციის შესაძლებლობა  მაქსიმალური  ამოიწურა  და სამუშაო დღეც  ჩემთვის დამთავრდა -  მაჯის საათს გულმოდგინედ დავშტერებივარ . ციფერბლატები  დღის სამ საათს მიჩვენებს . - შაბათ  საღამოს მეგობრებთან გართობას რა სჯობს არა ?- ვუღიმი ჯონგუკს . ვამჩნევ ,როგორ ეცვლება გამომეტყველება  წამის წინ  მხიარულად მომღიმარს , ღიმილი უქრება . - სეჰუმი მიცდის და უნდა წავიდე . შენ კი შეგიძლია შენი ფანტაზია ფურცელზე გადმოიტანო აღარ გავბრაზდები - მხარზე კაი ძმაკაცივით ვუტყაპუნებ ხელს და ზურგს ვაქცევ. - მე კი წავალ დავლევ - ხელს ვიქნევ და ზურგსუკან დატოვებული ჯონგუკის მკვლელ მზერას ოსტატურად ვისხლეტ .

   რადგან  საიტმა გამიჭედა ამ თავს ორ ნაწილად ვწერ 😑😐

აუტანელიDonde viven las historias. Descúbrelo ahora