library ☠🌡+18

1.7K 86 8
                                    

მას შემდეგ ,რაც სამზარეულოში ხელი დავიზიანე სამი დღე გავიდა , ნაკერებიც მომხსნეს და ჭრილობაც ნაწილობრივ შეხორცდა ,მაგრა ჩემსა და ჯონგუკს შორის არსებული გაირკვეველი ურთიერთობა არ დალაგდა არაფრით . მისი სიტყვები და ქცევები სრულებით არ ჯდებოდა ლოგიკირ ჭრილში ,ამიტომ დაბნეული ვიყავი და ჩემს მდგპმარეობას სახელს ვერ ვარქმევდი . ჯონგუკის მიერ ჩემთვის მოპარული რამდენიმე კოცნა კიდევ უფრო ამძიმებდა ჩემს მდგომარეობას . და ჯიმინიც ,რომელიც გულს მიწვრილებს უკვე ორი საათია სულაც არ ეხმარება ჩემს გასაცოდავებულ არსებობას.  -ჯიმინ ბოლოჯერ გეუბნები არა -  მაკულატურით ხელდამშვენებული  ,რომელსაც დირექტორი საბუთებს ეძახის დერეფანში მივდივარ ,უკან კი დაკარგული ლეკვივით მომდევს ჯიმინი .
- ახალი წლის კარნავალზე წამოდი რაა ? გთხოვ - იღადრავს ყელს და უკვე მეასეჯერ მიღობავს გზას .
- გაიწიე. ხომ გითხარი უკვე დედაჩემთან მივდივარ და მასთან ვხვდები ახალ წელს - ამაოდ ვცდილობ მინივენის ადგილიდან გადაყენებას .
- ჯონგუკმა იცის ,რომ მიდიხარ ?- წარბს  წკიპავს მაღლა და  ხელებს მკერდზე ჯვარედინად ილაგებს .
- ჯეონს არავინ კითხავს სად წავალ და წამოვალ - ვამბობ მტკიცედ.
- ეგრე კითხე ახლა იმას - კვისკვისობს ძუკნა და ხელს მხარზე მიტყაპუნებს .
- ჯიმინ საქმე მაქვს და ხელს მიშლი - ვიღრინები და გვერდს გაჭირვებით ვუვლი . დირექტორის  ასისტენტს საბუთებს  ვუდებ მაგიდაზე და კუნკულით მივდივარ  შესვენებაზე . 1საათიანი თავისუფლება  ააააააეეეე .
- ლანჩზე ჩვენთად დარჩი რააა ?- ჯიმინი უკვე სერიოზულად ნერვებზე თამაშობს .
- ჯიმინ სალათებს და კურდღელივით სტაფილოს მე არ ვჭამ - დავცინი  კარგად ვიცი დიეტაზეა .
- მართალი ხარ შენ კურდღლების ჭამა უფრო გიყვარს - ჩემს სიწითლისგან  ალეწილ სახეზე  , ერთობა მანიაკი .
- ჯიმინ მოკეტე და აგიხსენი ეგ შემთხვევით იყოთქო - ვსისინებ და გარემოს ვაკვირდები იმ იმედით ,რომ ფუტკრებივით მოზუზუნე თანამშრომლებმა ჩვენი საუბარი არ გაიგეს .
- ხო, მჯერა  . ზოგადად ტანსაცმლის ოთახში  ჯონგუკთან კოცნაობა შემთხვევით ხდება . მე ხომ მსგავს სცენებს ყოველ დღე ვხედავ არა ?- ისეთ სახეს ვიღებ თითქოს კაცი მოვკალი .
- ჯიმინ ჩვენს შორის არაფერია და ეს უბრალოდ კოცნა იყო ზედმეტ კუდს ნუ გამოაბამ, გთხოვ - დაზაფრული ვცდილობ ,რაცშეიძლება თავდაჯერებული გამოვჩნდე . ჯონგუკის სისულელის გამო ახლა მიწევს ჯიმინს ვუხსნა ,რომ არაფერია ჩვენს შორის .
- კარგი თუ გინდა ,რომ არავის ვუთხრა მაშინ კარნავალზე ჩემთან ერთად მოდიხარ - ისევ დაიწყო .
- შენ რა მაშანტაჟებ? - ვწრუპავ ტუჩებს და წარბები შუბლზე ამდის .
- ნუ მე ამას გარიგებას უფრო დავარქმევდი ,მაგრამ შანტაჟიც წავა - ფუმფულა ტუჩებს ბუშტავს .
- სხვა ,რომ წაიყვანო ,არა ? მაგალითად სუზი -  ერთი საღამო მაინც დაშორდებიან ერთმანეთს  და მეც წყნარად დავიძინებ . მზაკვრულ გეგმას ვაწყობ ჩემი ჭკუით .😐🖕.
- არა , ჯონგუკმა დაპატიჟა - ისაწყლებს თავს და სანამ ის წუწუნებს მე შინაგან თავთან მაქვს მესამე მსოფლიო ომი გამართული . არაა არ მაინტერესებს ვისთანაც უნდა იმასთან ეგდოს ეგ  ავსტრალოპითეკი , მაგრამ როცა მკოცნის... დაივიწყე ეგ აღარ განმეორდება . ვთქვით ,რომ ჯონგუკისგან თავს შორს დავიჭერთ და აღარც ეჭვიანობისგან გავიბერებით ბუშტივით .ვარიგებ საკუთარ თავს და შინგან მეს .
- ჯიმინ მართლა არ შემიძლია - ვოხრავ და ლიფტში შევდივარ. წიწილაც უკან მომსდევს .  კაფეტერიის სართულზე ჩავდივართ და თანამშრომლებით  დაზუნძლულ უშველებელ ,რიგში  ვდგები .
- წამოდი აქ ნაცნობები მყავს - თვალს მიკრავს ჯიმინში და ხელჩაკიდებული მივიწევთ სამზარეულოსკენ სადაც სასურველ საკვებს წუთში ვაგროვებ ფოდნოსზე და ცარიელ მაგიდასთან მივდივართ.- ბეკონს ვერ მომცემ ?- კნუტის თვალებით მიყურებს ჩერჩეტი .
- ჯიმინ დიეტაზე ხარ - ვახსენებ და   სენდვიჩს პირში ვიტენი , მაგრამ ვინ გაცდის მშვიდად ჭამას . მოპირდაპირე კუთხეში ჯონგუკს ,სუზის და ნამჯუნს ვხედავ . მტრედები ჟღურტულებენ სანამ ჯუნი   წვენს წრუპავს .
- ამომივიდა ეს დიეტა ყელში - ზმუის და სალათის ფურცლებით გავსებულ თებშში თავით ვარდება . მეცინება მის საცოდაობაზე და ერთ ბეკონს ჩუმად ვუცურებ თეფშზე .
- იცოდე არ გიცნობ არ მიცნობ - ჯეიმს ბონდობას ვკისრულობ  ,როცა ჯიმინს აკრძალულ  ხილს ვაწვდი .
-  ახლა ვხვდები ჯონგუკას , რატომ  უყვარხარ - პირგამოტენილი ისე ბლუყუნებს ბოლო სიტყვებს ვერ ვარჩევ .
- რა ?- დაბნეული მივშტერებივარ .
- არაფერი ... ჭამე - მიქნევს ხელს და მეც  მის მითითებას უყოყმანოდ ვასრულებ .
- არა , კარნავალზე უეჭველი მოდიხარ , მარტო მე არ მყავს მეწყვილე .
- ახლა თუ ცრელმებით ზღვის ადიდებას და შიგ ჩემს დახრჩობას აპირებ იცოდე არ გამოგოვა - ვაქნევ თავს .
- კარგი რა ახალწლამდე  4 დღეა დარჩენილი სად ვნახო ახალი მეწყვილე ?- გაოგნებული წიწილასავით მიყურებს.
- ჯიმინ დედაჩემს შევპირდი - ვწურავ წყალს .
- მე მივწერ და ვეტყვი ,რომ საავადმყოფოში ვკვდები და ჩემი ბოლო სურვილი შენი ახალწელს ნახვაა - გადაჭრა პრობლემა ვენიოსმა .
- არა .
- ჯონგუკი და სუზი ერთად იქნებიან და მეც მინდა მწჭყვილე - გამომცდელი თვალებით მიყურებს და მსწავლობს . იცის გველმა ჩემს წამოსაკიდებლად ,რაც უნდა თქვას .
- კარგი  . მარტი ხომ არ გავუშვებ არა საყვარელ ლეკვს - ლოყებზე ვეტანები და ვუწელავ .
- კარგი გეყოფა - კისკისით კაფეტერიას აყრუებს და ყველას ყურადღებას იქცევს . ღლაბუცს და საჭმლით თამაშს ,რომ ვამთავრებთ  მაგიდიდან ვდგებით და გასასვლელს ვუახლოვდებით შექსპირის ტრაგედიიდან გადმომხტარი რომეო და ჯულიეტა ნამჯუნთან ერთად ,რომ გვადგებიან თავზე .
- როგორ ხარ ?- ისე გულწრფელად მეკითხება სუზი ნერვები მეშლება .  რა ჯანდაბა უნდა ?
- კარგად შენ ? - ჯონგუკს ვაიგნორებ და ნამჯუნს თავს ვუკრავ .
- კარგად - მპასუხობს და ჯონგუკის ხელს ,რომელიც მზარზე აქვს მოხვეული ნაზად იშორებს .
- ნამჯუნ ცეკვის საქმე ,როგორ გაქვს ისე ბრეიკდანსის მოცეკვავ მაიმუნს გევხარ სცენაზე ?-ჩემს უკბილო ხუმრობაზე მე და ჯიმინი ვიხევით , ერთმანეთს ვასკდებით  და ცრემლები მოგვდის .
- პატარა ალქაჯი და პატარა წიწილა  მაგარი კომბო ხართ - ჯოჯოხეთის ბინადარი იღებს ხმას და მე და ჯიმინს ამაზრზენ  მზერას გვსვრის .
- რამდენჯერ გითხრა პატარას ნუ მეძახითქო ?- ენთება ჯიმინი .
- ჯიმინ შეეშვი ვინც სხვას პატარას ეძახის თვითონაა პაწუკელა - დავცინი   ლუციფერის მარჯვენა  ხელს სახელად ჯონგუკს .
-  პაწუკელა ?-  მის თვალებში გაკრთალი ელვა  გულს მიჩქროლებს - ყველაზე კარგად ჩვენს შორის შენ იცი ჩემი ზომები - ისე ველურად მიღიმის მინდა მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოს . რა მატლიკინებდა გავჩუმებულიყავი , ხომ ვიცო რა უბედირებასთანაც მაქვს საქმე .
- რა ზომები ?- თეჰიონი უერთდება ანონიმურ ალკოჰოლიკთა წრეს .
- ტანსაცმლის ზომას გულისხმობს - ვყვირი სწრაფად  . ჯეონის თვალების ეშხს მინდა დავემალო თანაც სასწრაფოდ.
- წავედი , შესვენება დამიმთავრდა .
- კარნავალზე ჩემი მეწყვილე ხარ ესეიგი ?- ჯიმინი მაწევს ბოლო სიტყვებს .
- კი - ვყვირი და ლიფტისკენ თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ . 

აუტანელიDove le storie prendono vita. Scoprilo ora