ახალი პრობლემა

1.1K 91 8
                                    

ერთ დროს სეული მიყვარდა  არა ვგიჟდებოდი ამ ქალაქზე ,მის ყოველ კუთხე კუნჭულს ხუთი თითივით ვიცნობდი და მათში ხეტიალი უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებდა მაგრამ ახლა სახლიდან ცხვირის გაყოფაც კი არ მინდა , სული მეხუთება ამ ქალაქში . მკითხავთ რატომ  პასუხი კი როგორც ყოველთვის ერთია - ჯეონ ჯონგუკი . კუნძულზე ვოიაჟის შემდეგ თოთქმის ერთი თვე გავიდა  და ეს ერთი თვე ჯეონის ლამაზი სახის გარეშე ცხოვრებასაც ნიშნავდა  ასევე აბურდულ გრძნობებს და გაორებულ გონებას  იმდენად არეულს  ,რომ  სარკეში ჩახედვისას მოგვრილ  ზიზღის გრძნობას იმით გავუმკლავდი ,რომ ჩემი ლამაზი და შვილივით ნაზარდი თმა შევიჭერი თანაც ძალიან მოკლედ . მოკლედ ,რომ მოგიყვეთ ყველაფერი მარტივად მოხდა . გემი მიადგა თუარა ხმელეთს მაშინვე წამოვედი   და როცა ბაქანზე მდგარმა აქ უკვე  კარგად ნაცნობ გემბანის კიჩოს შევხედე მასზე მდგარი ჯეონი და ნამჯუნი  დავინახე . უნდა აღინიშნოს ,რომ ხელიც კი არ დაუქნევია ჩემთვის ,უცნაური თვალებით მიყირებდა  და როცა მის უმთვარო ღამესავით   შავ  თვალებს გადავაწყდი უცნაურად  გრძნობა დამეუფლა . აი ასე დავბრუნდი სახლში და ქალაქში სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მისი პოსტერებია , სტარბაქსში ვერ შევსულვარ😑 მშვიდად. ამასწინათ უნიდან გამოსულმა მე და ჩემმა რამოდენიმე კურსელმა ყავის დასალევად სტარბაქს "ჩამოვულეწეთ" კარები   და როცა ჩემს ცივ ლატეს მივირთმევდი ჩემმა  შეიძლება დავარქვა მეგობარმა სეჰუნმა მკითხა .
- არ ვიცოდი არმი თუ იყავი - მიღიმის და თავის ამერიკანოს წრუპავს .- ააა. ცხელია - დებილი ენა დაიწვა .
-  რა არმი ?- ვკითხულობ დაბნეული .
-  ბთსს ჯონგუკის ჭიქა გავქს და ვივარაუდე - ჩლიფინობს ენა დათუთქული და ჩემ ცივ ლატეს ეპოტინება . - აუ ერთი ყინული მომე რა დავიწვი .
-  სულ შენ გქონდეს - ვაძლევ ჭიქას ნირწამხდარი და როცა სეჰუნის ხელში მომღიმარი ველურის თავიან ჭიქას ვხედავ ტვინში სისხლი მექცევა . ვერ გიტან ჯეონ კივის ტვინი ,როცა მისი  კოცნა მახსენდება . კანზე  მოუშორებელი წყევლასავით ჯერ კიდევ ვგრძნობდი მისგან დატოვებულ კოცნებს .- მომეცი აქ - ჭიქას უხეშად ვძიძგნი ხელიდან და ახლომდებარე ნაგვის ურნაში ვისვრი . სტარბაქსს აღარასდროს გავეკარები .
- რა გეტაკა ?- სეჰუნი უცნაურად მიყურებს .
- არაფერი - ცივად ვპასუხობ და ტელეფონში ჩავშტერებივარ ვითონ ინსტაგრამზე რაიმე საინტერესოს ვუყურებ .
- ამ ბოლო დროს ეგ " არაფერი" ძაან გიფანტავს გონებას კურსზე ყველაზე მაღალი ქულები გქონდა ახლა კი რეიტინგში მესამე ხარ ,როცა 2წელია პირველობა არ დაგითმია . აღარც სახლიდან გამოდიხარ ნუ აქამდედაც არ იკლავდი თავს ,მაგრა ახლა . აღარაფერს ვამბობ მაგ თმაზე კი გიხდება ,მაგრამ ... - ქშინავს . ვერაფერს ვამბობ ,ან რა ვთქვა სიმართლეს როცა მახლიან პირში .
- სეჰუნ  გეყოფა რა ?- მობეზრებული ვიქნევ თავს და ტელეფონში  ამოვარდნილ ბთს სურათს მალე ვსქროლავ .- ღმერთო ყველგან ესენი რატომ არიან ?- ვბურტყუნებ ჩემთვის.
- ვინ ისინი ? - ჭორიკანა მეზობელივით ცქვიტავს ყურებს . ტელეფონს ხელიდან მგლეჯს და ჩემი წუწუნის და გინების მიუხედავად ჩხრიკავს ინსტაგრამს .
- კარგი რა შენც სანსენგ ფანი ხომ არ ხარ ? არა ფსიქოპატის და შეშლილის ნიშნები კი გაქვს მაგრამ ..-  გვერდში მტკივნეულად ვბრწკენ - აააა მეტკინა - იცინის ჩემს დამანჭულ სიფათზე .
- უნდა გეტკინოს მაგიტომ გიბრწკინე - ვუყობ ენას.
- წნ წნ წნ  არადა  ხალხს გონია რომ ჩამოყალიბებული  გოგო ხარ არადა 2 წლის ღლაპის ქცევები გაქვს - ნატკენ ადგილს იზელს  დაჭრილი არწივი .😐
- ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვგონივარ 2 წლის ღლაპი და სანამ რამე ისეთ არ გამაკეთებინებთ ვერ მოკეტავთ ხომ?- სეჰუნი ეჭვის თვალით მიყურებს ,მერე წარბს წკებს  შუბლზე ნაოჭები უჩნდება და წუთის დუმილის შემდეგ სახე ებადრება .
- ვინაა ?- თავს ხელის გულით იმაგრებს  და ჩემ მეზობელ ჭორიკანა შინაბერას  ემსგავსება ,განსხვავება მხოლოდ ჩაცმულობაშია , სააბაზანოს ხალათი არ აცვია .
- ვინ ვინაა ?-  ვერ ვხვდები რა უნდა .
- ვინ  და ბატონი " არაფერი" შენი გაუარესებული ხასიათის მიზეზი და მომავალში შენ მიერ გაწამებული ხალხის ნერვებზე პასუხისმგებელი . კომპენსაცია უნდა მოვთხოვო ჯერ ძლივს გიტანდი ახლა კი სულ აუტანელი გახდი ... აუ მეტკინა - წივის ,როცა ხელს ძლიერად ვურტყამ მხარში და  ყველას ყურადღებას  ვიქცევსთ .
- ნუ მაიძულებ ხელი მოგამტვრიო - ვსისინებ გველივით ,როცა ეს მღრღნელი ჩემს დაცინვას არ წყვეტს .
- კარგი რა - ხელს მხვევს და ლოყაზე ხმაურით მკოცნის .- ჩვენ ხომ შეშლილი და გეი დუეტი ვართ ?- ამაზე კიდევ ერთ დარტყმას იღებს .- ღმერთო ასე ჩემს ყოფილსაც არ დავულურჯებივარ - ფხუკუნებს .
- ისე ნუ გამაბრაზებ ხმები გავავრცელო ,რომ ბისექსუალი ხარ თორე ხომ იცი ნახევარი უნის მდედრების პოპულაცია  თავს დაგესხმება- მის შეშინებულ სახეს ,რომ ვხედავ  გამარჯვების ღიმილი მეფინება .
- შემახსენე ერთი რატომ გემეგობრები ? - გვერდულად მიყურებს და მწვანე  თვალებს ჭუტავს .
- ზედმეტად  გეი ხარ იმისთვის ,რომ გეფლირტაო  და თან ჩემი ტიპაჟი არ ხარ . მეტი არაფერი მახსენდება - ვკისკისებ  და ახლა მე ვკოცნი ლოყაზე .
- აუტანელი ხარ - თავს იქნევს და წელზე მხვევს ხელს .- კიდევ ერთ კოცნას ვიმსახურებ წეხამდელი პრწკენის საფასურად - მეც ბევრი ფიქრის გარეშე ვაწეპებ მის ლოყას  ჩემს ტუჩებს .
- სულელო ... -წინადადებას ვერ ვამთავრებ რადგან ჩემს ყურადღებას ნუ მთელი სტარბაქსისას   კარების ძლიერად გაჯახუნების ხმა იპყრობს . გამჭირვალე ვიტრინებიდამ ქუჩაში  გავარდნილ ორ ფიგურას ვამჩნევ . შავებში გამოწყობილი ტიპი თავზე ჩამოფხატებული ქუდით სახიფათოთ ჰგავს ერთ არსებას ,მის გვერდით პირბადე აკრული  მეორე ფიგურა კი მასზე დაბალია  და   ჯიუტად მიმავალ შაოსანს რაღაცას უყვირის .
-   კიდევ ერთი შეშლილი - სეჰუნი  ამბობს .
- ჰო - ყურადღებას აღარ ვაქცევ მათ ჩემს გეი ძმაკაცს ვუბრუნდები  და გამხიარულებული ახლა ლატეს ვუკვეთავ .

აუტანელიOù les histoires vivent. Découvrez maintenant