დილის.2საათი

1.1K 83 4
                                    

ჯანდაბაში წასულა . აუტანელი მავნე  ველურია ,როგორი უიღბლო უნდა იყო ადამიანი ,რომ ამ საქონელს შეეფეთო ?  მაგრამ ვის აბრალებ თვითონ ხარ ყველაფერში დამნაშავე .  დეკემბრის   ცივ ღამეში ჩემი ოთახის აივანზე   პიჟამის მოკლე შორტით  და მოღეღილი  ზედით ვდგავარ .  სიცივეს დიდად ვერ ვგრძნობ განსაკუთრებით ,მაშინ როცა  ჯეონის სატრფოს ყელზე  შებმული მარგალიტის ყელსაბამს ვიხსენებ. 
- არა არ ვეჭვიანობ - ვაქნევ თავს და  მოყინულ სახეზე ხელს ვისვამ . - უბრალოდ ვღიზიანდები იმიტომ ,რომ ....... - გამომშრალ ტუჩებს ვაწკლაპუნებ .- აააა წაეთრიე დაიძინე - ვუბრაზდები საკუთარ თავს და ოთახში გათოშილი შევბლაყუნობ . საწოლში ვვარდები . კუბოში ჩაწოლილი მკვდრის პოზაში დიდი ხანი ვერ ვძლებ . ტუმბოზე დადებულ საათს ვუყურებ  ,რომლის ციფერბლატებსაც ჯიუტად არ უნდათ ღამის 2 საათს გასცდნენ .
- ჩემს ბინაში მაინც ვიყო სეჰუნს დავურეკავდი თავს შევაცოდებდი და ჩემთან გამოვიყვანდი  . ახლა კი აქ ამ გამოქვაბულში ვარ 7 გრიზლისთან ერთად გამომწყვდეული  და საკუთარ თავს ველაპარაკები .- ვქშინავ .შამფურივით მერამდენე ბრუნს ვაკეთებ საწოლში ვეღარც ვითვლი . მკრთალი სინათლით განათებულ ჩემს ოთახს ვავლებ თვალს .  ესეიგი უყვარს . ის გოგო უყვარს  , რა თქმა უნდა შეუყვარდებოდა ისეთი ლამაზია,ჩემთან გაერთო და ახლა ,როცა  საყვარელი ნუნა დაუბრუნდა მე რაში ვჭირდები ?!
- რა აზრები გაწუხებს ? ჯანდაბაში წასულა  , სულ არ მჭირდება . ველური, უხეში  და საზიზღარი მავნეა .თუ უყვარს მით უკეთესი მე შემეშვება . მეც ეს მინდოდა არა? -  კითხვას ვუსვამ , ცისფრად შეღებილ ყრუ კედელს. თვალებს მძიმედ ვხუჭავ  .დროა დავიძინო ,მაგრამ ვინ გაცდის . ესემესი მომდის და მეც ეგრევე შავ გაჯეტს ცხოვლივით ვეტაკები . 
ველური 🐁
გძინავს ?
                                                               მე
                                                                 კი!!
ველური🐁
აბა როგორ მპასუხობ თუ გძინავს?🤔
                                                                მე
                                       მე ხომ ალქაჯი
                                            ვარ ხოდა          შელოცვა ადევს ტელეს და  ის გპასუხობს😋
ველური🐁
მშია !!!      

აუტანელიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang