love

1.4K 78 2
                                    

  - ჯეონ ხელს თუ გამიშვებ იცოდე ძილში კასტრაციას გაგიკეთებ .
- ალქაჯო გეყოფა  - კისკისებს - არ გაგიშვებ  მენდე .  ეგრე ვერასდროს ისწავლი თუ კუალასავით ჩამაფრინდები და ყინულზე ფეხს არ დადგამ - ცდილობს მომიცილოს ,მაგრამ ღმერთმანი ვფიცავ მის სხეულს  წებოსავით მივეკარი .- რა მშიშარა ყოფილხარ - პროვოკატორი.
- არა რა არუნდა წამოვსულიყავი , მე  ისე გამომდის ციგურაობა ,როგორც შენ სწავლა -  დავცინი .
- მე რომ უტვინოვარ საყოველთაოდ ცნობილია - იქებს თავს .
- კაი თუ აღიარებ - ჩემი სიტყვების დამთავრება და ყინულზე გაშოტვა ერთია .-  აუტანელოო -ვსისინებ და ახარხარებულს ფეხზე ვეპოტინები - თუ გგონია შენ გაგახარებ შემცდარხარ - ძლიერად ვექაჩები და ისიც ძირს ადენს ზღართანს .
- მეტკინა - კვნესისი . ხელებით მეძებს და მკლავებში მიქცევს .- ალქაჯოო - ლოყაზე გამეტებით მკბენს მერე კი მკოცნის .
- ცხოველიხარ რა - ვფართხალებ და აბურძგნულთმაზე ვწიკავ .
- ძალიანაც მოგწონს ეგ ცხოველი - აცხადებს  და ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის .
- ჯონგუკ რადგან სექსი გვქონდა თუ გგონია შენზე ყურებამდევარ შეყვარებული შემცდარხარ - ვუყობ ენას და ყინულის მოედანზე გველივით გაშხლართულ ორმეტრიან  ბოცვერს დავყურებ .
- ოჰჰ...მართლა ?- მეკითხება სიცილით .
- კი მართლა - ვაქნევ თავს .
- შენ ,როგორც იტყვი - ისეთი ტონით ამბობს ,მისი გაგლეჯვა მინდება .  სანამ არგუმენტების მთელი გრაგნილი გადმოვალაგე ,თუ რატომაა შეუძლებელი მღრღნელის შეყვარება აწითლებული ტუჩებით  ჩემს ბაგეებს ჭამს  ,რისი წინააღმდეგი სრულებით არ ვარ .
- უკვე ძალიან გვიანაა ხვალ კი გადაღება გაქვს  უნდა დაიძინო .
- ჩემი მენეჯერივით ნუ დაიწყებ რაა - ზმუის და ყინულზე ჯდება .
- ჯონგუკ შენი მენეჯერისგან განსხვავებით  ხვეწნას არ დაგიწყებ. მივდივარ მეძინება - ციგურებს  ვიხდი და  წინდების ამარა მივფლატუნებ ყინულზე ,მაგრამ გაგახარებს ვინმე ?  ფეხი მისრიალდება და კივილით ჯეონს ვეცემი .
- ხედავ ყველა გზას ჩემთან მოყავხარ - ცარიელ მოენადს  მისი სიცილის ხმა აყრუებს .
-  წამიყვანე მეძინება - ვიღრინები ,როცა კიდევ ერთი მცდელობა გავექცე ამ მანიაკს  უშედეგოდ მთავრდება .
- ასე უიღბლო პაენამს არ მოველოდი - ამბობს ,როცა მის მკლავზე ჩამოკიდებული იღბლიანი თილისმასავით ვკონწიალობ .
-  ეს პაემანი იყო ?-  ვწრუპავ ტუჩებს .
- კი - ამბობს მტკიცედ .
- ჯონგუკ შემდგეგში ,როცა ვინმეს პაემანზე დაპატიჟებ  პირველი უთხარი ,რომ ეს პაემანია და მეორე ყინულის მოედანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიყვანე თუ ციგურებს გამოიყენებს .- ვუკრავ თვალს .- კი ვიცი დიდი გამოცდილება არ გაქვს - აქ ფხუკუნს ვერ ვიკავებ - მაგრამ გაითვალისწინე შემდეგისთვის გამოგადგება .
- ჩემი გამოცდილებით სრულებით აღფრთოვანებული იყავი წუხელ ღამით - გაბუტული დამყურებს თავზე  და როცა ენა მივარდება ველური ღიმილი უპობს ბაგეებს .
- ჯეონ მოკეტე - ნირწამხდარი ვბლუყუნებ .
- რატო გაწითლდი კუდიანო ? - ათამაშებს წარბებს .წურბელა .
- ნეანდერტალელო .-ვიბზუებ ცხვირს და მიწაზე გადასული სწრაფი ნაბიჯით მივდივარ  ჩემი ფეხსაცმლისკენ .
-  ოუუუვვვ რა საყვარელი ხარ  ... არშემიძლია - მიწელავს ლოყებს და თავს აქნევს . ჩემს წინ ჩაკუნტული  ფეხსაცმლის თასმას მიკრავს .
- შემეშვი მეთვითონაც მაბია ხელები - ვეჯიკავები .
-  ალქაჯს რცხვენია და მიბრაზდება იმიტომ ,რომ სიმორცხვე გადაფაროს - მიტარებს ფსიქოლოგიურ ანალიზს ფროიდი.
- ფროიდის კითხვა ,როდის დაიწყე ? აა მოიცა შენ ხომ კითხვაც არ იცი - მეშლება ნერვები და ენას ვეღარ ვაჩერებ .
-  ამ ვრძელ ენას რა ვუქნა ? არაფერი შველის ამის მეტი - ტუჩებზე მეტანება  . ვნებიანად მკოცნის და ქვედა ტუჩზე ენას მატარებს ,მეც ნებიერად ვუშვებ მის მოქნილ ენას ჩემს პირში .ისე მცხელა კიდევ კარგი ყინულზე არ ვდგავარ ,თორემ ნამდვილად დადნებოდა .
- ჰეი თქვენ მანდ - ყვირის ვიღაც შორიდან .- ყინულის მოედანი დახურულია - დაცვა ფარნით შეიარაღებული ,რომბის ჩვენსკენ .
- ალქაჯო ავითესეთ - ხარხარებს და თვალებს აბრიალებს . თავის დიდი ხელში ჩემს პატარას იქცევს . თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ  .ჩემი და მისი სიცილი  დაცვის ყვირილს ერევა .
- შეჩერდით ... შეშლილები .-  დიდ რკინის კარში გავრბივართ . ახალი წლის მესამე  ღამეა . თოვლის ფიფქრები  ბზრიალ-ტრიალით  მოფრინავენ და ლამპიონების შუქზე ზამთრის შეუდარებელ პეიზაჟს ქმნიან . ამ სილამაზეს კი გუკი ერწყმის ,მისი შავი თვალები და ბუთქუნა სიცივისგან აწითლებული ცხვირი , ღვინისფერი და მასავით მათრობელა ტუჩები , კუნაპეტივით შავი თმა, რომელსაც ფიფქების გვირგვინი ამშვენებს .
- ჩქარა ალქაჯო დაგვეწევა - ზამთრის იდუმალებით აღსავსე ღამეს მისი კისკისი უფრო ჯადოსნურს ხდის . ნაძვების კორომში შევრბივართ და სიბნელის ბურუსში ვეხვევით . მისი ხელი  ჩემს თითებში საშინლად მამშვიდებს ,მიუხედავად იმისა ,რომ სიბნელის გავარდნილი ტყვიასავით მეშინია .
- გუკი ... - მისი თლილი თითები ლოყაზე მეფერება და დიდი ნაძვის ხის ქვეშ დამდგარს ზედ მაკრავს .
- ჩუმად  მომენტს ნუ აფუჭებ კუდიანო - ნაზად მეხება ჯერ ქვედა ტუჩზე მერე ზედაზე , მთელ სინაზეს აქსოვს კოცნაში და გულგაჩერებული ვგრძნობ ,მისი გული ,როგორ გიჟდება ტანსაცმლის ქვეშ . მალე ვნება გვიპყრობს  , მის კოცნას ველური სიუხეშით ვპასუხობ . თმაში ვუცურებ თითებს და ვქაჩავ . მის მხურვალე კანს მინდა შევეხო ,მიმდა ვიგრძნო თითოეული უჯრედი , ჩემდა საუბესუროდ ის იმ ჟანგბადად მექცა ,რომლის გარეშე ვერ ვისუნთქებ , იმ გულის ცემად ,რომლის გარეშეც ვერ ვიარსებებ , ის ჩემს უბადრუკ ცხოვრებას ალამაზებს .
- გუკი ...- დებილივით ვიმეორებ ,როცა ყელში მიძვრება .
- ვგიჟდები ,როცა ჩემს სახელს ამბობ - კანზე მის ღიმილს ვგრძნობ .
- დროა სასტუმროში წავიდეთ - საღი გონების ნაკარნახევ აზრს ჩემს ტურფასაც ვუზიარებ .
-  მართალი ხარ - ეშმაკურად ფხუკუნებს - სექსით  ხის ქვეშ -10 გრადუს სიცივეში ვერ დავკავდებით . ავად გახდები - ზრუნავს ჩემზე .
- ჯონგუკ გეყოფა - ვკნავი ,როცა ყურის გაყინულ ბიბილოს თავისი ცხელი ენით მილღობს .
- მაშინ დღეს შენთან დაძინების ნება მომეცი - წამომიყენა ულტიმატუმი ვაჟბატონმა .
- არა . იცოდე ვინმემ ,რომ გაიგოს ჩვენი საიდუმლო ჩათვალე სეულიდან გადამასახლებენ - ხუმრობავარეული სიმართლე გულს მისერავს .
- ვერავინ გაიგებს . - მკოცნის ლოყაზე .-  მხოლოდ რემდენიმე საათი . გთხოვ ?- იღადრავს ყელს . ტუჩებს ისე ბუშტავს თავს ვერ ვიკავებ და მოწყვეტით ვკოცნი .
- კარგი .- მეღიმება დებილივით .

აუტანელიWhere stories live. Discover now