ისტორიის გაგრძელება

1.1K 97 5
                                    

პალმის ფოთლებზე მოკუტულს მთელი ღამე თავლი არ მომიხუჭავს . რამდენიმეჯერ კინაღამ გადავედი  იმ სადისტის მხარეს  ,მაგრამ ღისების წივილმა არ მომცა უფლება.
შეშინებულმა ვერ დავიძინე ,ამიტომ მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე ფეხზე წამოვვარდი და ჩემი საიდუმლო ჩანჩქერის გზას დავადექი . ჯონგუკს ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა ,რა ენაღვლებოდა მთელი დღე ვიღაცის საფლავში კიარ უყურყუტია ბედისანაბარა ბიგდებულს . ტროპიკული მცენარეების მთელ რიგს გავცდი და ხეებს შორის გავძვერი მალე ჩემი სამოთხეც გამოჩნდა .ისევ ისეთი ლაამზი იყო ათასნაირი ყვავილებით და მცენარეებით . მალე გავიძვრე ტანსაცმელი და მთლად შიშველი გადაცეშვი კამკამა წყალში . შიშველი თორე ახლა ხალხით გადატენილ კუნძულზე უცბად არ წამასწრონ დედისაობილას . ერთადერთ სულიერს ამ კუნძულზე უშფოთველად სძინავს პლაჟზე და ამ ადგილის შესახებ არაფერი იცის . ასე რომ დამშვიდებული გულით და დაწყვეტილი ნერვებით ნეტარებას მივეცი თავი . სადღაც ერთი საათის ცურვის და წყალზე ტივტივის შემდეგ ჩემი ყურადღება ფოთლების უცნაურმა შრიალმა მიიპყრო . წყალში მთლიანად ჩავიმალე და არემარეს მოვავლე თვალი . ახლა ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა ,რამე ცხოველს დავეგლიჯე . დაფეთებული ვიყურები ფოთლებში ,რომელიც სრულად ფარავს ჩანჩქერს  . ველი რაიმე საშინელი ცხოველის გამოსვლას ,რომელიც შემჭამს ,მაგრამ ფოთლების ბოლოდან უცნაური შეფერილობის ქათმის მსგავსი გრძელკუდა  ფრინველი გამოდის .
- რა სააყვარელიხარ ლამაზო ჩიტუნია -მის უკვე შამფურზე წამოცმულ და შემწვარ თავტანს ,რომ წარმოვიდგენ დორბლი მდის . - მოდი ჩემთან - წყლიდან ნელა ამოვდივარ . ქათამი საკმაოდ შტერი აღმოჩნდა თავისი ფეხით მიხტება ხელებში და მეც შიშველ გულმკწრდზე ვიკრავ . უცნაურად ატრიალებს თავს დღეს გემრიელად ვივახშმებ .  იასამნისფერ ლიფს და ამფერისვე ქვედა საცვალს სწრაფად ვირგებ და ისისაა ზედა უნდა გადავიცვა ჯონგუკის ხმა რომ მესმის .
- ახლავე დასვი ეგ არსება და წყალში ნელა შედი .- მის ხმაში დაძაბულობა მეც მბაძავს .
- შემეშვი - ვუღრენ და მისკენ ვტრიალდები . ეს გარყვნილი ,რამდენი ხანია  ჩანჩქერის თავზეა და მითვალთვალებს ?
- გაიგონე რასაც გეუბნები - ისიც იღრინება .ქათამს ხელს არაფრის დიდებით არ ვუშვებ .
- ნუ გამაბრაზებ .შენთვისვე გეუბნები ეგ არსება არც ისე უწყინარია . - ქათამს თავზე დავშტერებივარ და როცა მის აალესილ კბილებს ვამჩნევ სუნთქვა მეკვრის 
- ჯონგუკ ამ ქათამს საშინელი კბილები აქვს - ნელა ვიცილებ მკერდიდან .
- იცოდე მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთო - მაფრთხილებს .
- ჯონგუკ მიშველე . ისე მაგარი ბესის დაცინვაა - მწარედ ვიცნი - წუთის წინ მის შეჭვას ვგეგმავდი და თურმე თავად აპირებდა ჩემს შეჭმას . - ნერვიუად ვიცინი და ჩანჩქერის თავზე გადმომდგაე ჯონგუკის სერიოზულ სახეს ვუყურებ .
- ეხლა ნელა დასვი მიწაზე და წყლაში სწრაფად გადახტი .და თავი არ ამოყო - მარიგებს . ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და გუკის ინსტრუქციას ვასრულებ .ეს უტვინო ქათამი თავს გვერდზე აგდებს და აშკარად საკბენად ემზადება ბრჭყალებ მომარჯვებული მიყურებს თვალებში . პანიკა მიპყრობს ქათამს ჯანდაბაში ვისვრი და წყალში ელვის სისწრაფით ვეშვები . ღმერთო ყველა უბედურება მე როგორ უნდა დამემართოს ? ვსვავ ობიექტურ კითხვას .  ჩანჩქერისკენ მივცურავ და სწრაფად მივძვრები ქვებზე . ჩანჩქერის ქვეშ მდგარ ფიგურას ვამჩნე. თავს იმ მხარეს ვატრიალებ სადაც წუთის წინ მე და ის კაციჭამია ქათამი ვიდექით. ნაპირზე დგას და კბილებდაკრეჭილი ჩემს ძვირფას ტანსაცმეს ანადგურებს . სანამ მე ამ ქათამის ვწყევლი და ტანსაცმელს მივტირი სლიპინა ქვაზე ფეხი მიცურდება და მთელი ძალით ვასკდები ქვას . მუხლებიდან და ხელის გულებიდან სისიხლი მდის,მეწვის და თავს ვიწყევლი ,როცა თბილი თითები  მხრებში მეჭიდება და მაყენენს . - ყელი მაჩვენე - მეუბნება ცალი ხელით ყელს მისინჯავს
- გამიშვი - ვცილდები  და უკან ვიხევ .- აქ როგორ მოხვედი ?- ვსვავ უველაზე ულანასკნელ კითხვას კითზვათა შორის მნიშვნელობით. შავი ჯინსის შარვალი და თეთრი დიდი მაისური ტანზე აქვს მიკრული და გრძელი პრიალა თმიდან წყლის წვეთები მის შუბლზე მიიკვლევენ გზას . სანამ მის დაკუნთულ მუცელს ვალვირდები ,მახსენდება ,რომ მის წინაშე საცვლების ამარა მუხლებგადაქლეთილი ვდგავარ და ხელებს საკმაოდ დიდ მკერდზე ვიკრავ . მზერას მკერდზე შემდეგ კი ფართო თეძოებზე მასობს საშინლად ვწითლდები სირცხვილისგან .
- ჰეი სად იყურები ?- გაბრაზებული ვუყვირი .
- და შენ სად იყურები ?- არც ის მაკლებს ყვირილს . მის აწითლებული ყურები ჩემს ყურადღებას იქცევს . სველ თმაში იცურებს ხელს და ზურგს მაქცევს . მერე მაისურს იხდის და მესვრის .
- ჩაიცვი ასე ორივე მშვიდად ვიქნებით - ამით რისი თქმა უნდა არ ვიცი ,მაგრამ მის წინ საცვლებით დგომას ყველაფერი მირჩევნია . სველ მაისურს სწრაფად ვიცვამ ,რომელიც ტანზე მეკრობა კაბასავით  ,მაგრამ შიშველი ყოფნას ისევ ეს სჯობს .
- აქ საიდან გაჩნდი ? - ვეკითხები კიდევ ერთხელ .ჩემსკენ ბრუნდება და ვნატრულობ ეს არ ექნა . მის მადისაღმძვრელ კუნთებს ,მკლავებს და მხრებს თვალს ვერ ვაშორებ ჩემი უნამუსობა მეთვითონვე მაწითლებს . ნეტა რა შეგრძნება იქნება  თუ შევეხები ? ჰორმონებით გატენილი ტვინი არასწორ სიგნალებს აძლევს ჩემს გადაღვლეფილ ხელებს და ძლივ ვიმორჩილებ , ჩემს წინ მდგარ აპოლონს ,რომ არ შევეხო .
- დღეს დაგეგმილი მქონდა კუნძული უფრო უკეთ დამეთვალოერებინა და გუშინ ნაპოვნ მდინარეს დავუყევი და აქ მოვედი , მერე შენ დაგინახე იმ ფრინველით  . - აბა იმას კიარ იტყოდა სანაპიროზე ვერ გნახე და შენს საძებნად წამოვედიო  რას ელოდი ერთი ეგ მითხარი უტვინო ქათამო. საკუთარი თავის ლანძღვას ვიწყებ ,როცა მისი სიტყვები გულზე ცუდად მხვდება .
- აამ... გასაგებია - იმედგაცრუებას ვერ ვმალავ ხმაში .- საიდან იცოდი ,რომ კაციჭამია იყო ის ქათამი ?- ჩანჩქერის და უხერზულ სიჩუმეს ჩემი კითხვა არღვევს .
- პირველ დღეს აქ ველური თხა ვნახე და გავყევი მეგონა დასახლებაში მიმიყვანდა ,მაგრამ მერე ეს შენ რომ ქათამს ეძახი ის ფრინველი დავინახე თხას ,რომ დაესხა თავს და ერთ საათში მარტო ძვლები დატოვა - ამთავრებს . მისი სიმშვიდეზე ნერვები მეშლება ,ამ იდიოტმა იცოდა ჯუნგლებში ასეთი საშიში  არსება დადიოდა და ჯერ იმ საფლავში დამტოვა მარტო და მერე მე აქ მარტო მობოდიალეს ერთხელაც არ მითხრა ამის შესახებ .
- გასაგებია - ვამბობ მწარედ და ქვიდან ნელა ჩავდივარ .
- რა არის გასაგები ?- კითხვისნიშნებით აღსავსე მზერით მაჯილდოებს.
- რა და ის რომ ჩემი მოშორება ძალიან გინდა - გველივით ვსისინებ და წყალში ვხტები .უკან მომყვება. ნაპირისკენ მივცურავ ,სადაც მხოლოდ ჩემი ტანსაცმლის ნაკუწები ყრია . ქყლიდან გაცეცხლებული ამოვრბივარ და სულაც არ მადარდებს მეორე კანივით ,რომ მეკვრის უსირცხვილო ჯეონის მაისური .
- რას ბოდავ ?- მეკითხება დაბნეული და მის შიშველ მკერდზე აბრჭყვიალებულ წყლის წვეთებს იშორებს .  ფარათო ბოთლებში შევრბოვარ და აყვირებულს ვაიგნორებ .- ეს სულელური აზრები საიდან გიჩნდება - გაბრაზებული მომდევს ფეხდაფეხ და ხელებს დრამატულად შლის .
- ნეტა საიდან ალბათ იქიდან ,რომ ვიღაცის საფლავში მტოვებ . ნებას მაძლევ ჯუნგლებში მარტო ვიხეტიალო ,როცა კანიბალი ქათამი დადის აქ და კარგად იცი ,რომ მისი ვიზუალიდან გამომდინარე უეჭველი მივალ მასთან ის კი შემჭამს , მარტო მტოვებ  უცხო კუნძულზე და მთელი დღით უჩინარდები - ვკივი და სანაპიროზე გავრბივარ .
- შენი მოშორება ,რომ მდომოდა გაღვიძებისთანავე შენს მოსაძებნად მთელ კუნძულს გიჟივით არ შემოვირბენდი და იმ ქათამსაც არ წამვართმევდი გემრიელი საუზმით დატკბობის საშვალებას - ცეცხლს აფრქვევს შავი თვალებიდან - ეგეთი ფეთხუმი, დაუკვირვებელი და ენაგრძელი  ,რომ არ იყო არც არაფერი მოგივიდოდა .მადლობასაც კი არ ამბობ ,რომ გადაგარჩინე - ჯეონის  ბერძენი ღმერთის სხეული წამით გონებას მიბინდავს და მავიწყდეება კიდეც სათქმელი ,მაგრამ ჩემგნა მადლობის მომლოდინე ტიტანად ,რომ მევლინება სიბრაზისგან ბოლი ამდის .
- მადლობა ,რომ მიმატოვე ,მადლობა ,რომ საფლავში ჩავარდნილი ჩონჩხთან მინატოვე ,მადლობა ,რომ სიცოცხლეს მიმწარებ - ყვირილზე გადასული ცინიზმს არ ვიშურებ და მწარედ ვკიკისებ .
- აუტანელი ხარ - ქვიშაზე შრაშა-შრუშით მიდის . მე უკან მივსდევ.
- ნუ მაცინე - სახიდან  წყლით გაჟღენთილ თმას ვიშორებ  - მე ვარ აუტანელი ? და ამას ამბობ შენ სამყაროში ყველაზე  აუტანელი ადამიანი - შეშლიილივით ვიცინი , მაგრამ ღიმილი სახეზე მაშრება ,როცა  მის ზურგს ვეჯახები ,მერე კი შენელებული კადრივით ვხედავ როგორ ტრიალდება და კუნაპეტივით შავ თვალებით ,როგორ  მბურღავს .- რა იყო სათქმელი აღარაფერი გაქვს - ვიჯგიმები და ხელებს თეძოებზე ვილაგებ . კიდევ უფრო ბრაზდება ,მაგრამ მისი ნერვები სულ ფეხებზე მკიდია  .
-ნუ მიწვევ  კიმ ლია  - სისინებს გველივით და ჩემსკენ მოდის . ინსტიქტურად უკან ვდგავ ნაბიჯს და ქვიშაში ვეფლობი .- თორემ იცოდე - წინადადებას აღარ ამთავრებს და ზურგს მაქცევს . ეს ვირთხა ვის ემიქრება ნეტა ვიცოდე .
-თორე რა ? რას იზამ - ვუცინი  ჩემზე გაცილებით მაღალ ორანგუტანგს ,რომელიც აშკარად არაა მოხიბლული ჩემი  სითამამით .
- თუ დაგავიწყდა შეგახსენებ ,რომ მიტოვებულ კინძულზე სადღაც ჯანდაბაში გავიჭედეთ და თუ აქ თავს მომაკვლევინებ არც არავინ მოგიკითხავს და თუ გავითვალისწინებთ რამდენად მაცდუნებელია ეს აზრი ჩემთვის შენს ადგილას გავჩუბდებოდი - კუნთებს იმბეცილიბით ათამაშებს და ნერვებს მიწეწავს ეს ვირთხა ეს ... რადროს კინთებია ქალო მოკვლით გემუქრება ... შინაგანი ხმა წიკვინებს
- ჯეონ ნუ მემუქრები შენი არ მეშინია და მითუმეტეს ფეხებზე მკიდიხარ ...ნეანდერტალელო - ვსისინებ და ზურგს ვაქცევ მის საპირისპიროდ მივდივარ . 
- სად მიდიხარ ? რამდენჯერ უნდა გითხრა , რომ ერთად უნდა ვიყოთ - ყვირის გაღიზიანებული .
-ბარემ ცოლობაც მთხოვე ხელი მოვაწეროთ და მერე სიკვდილიც  ვერ დაგვაშორებს - ცინიზს არ ვიკლებ . უკვე კარგა შორს ვარ იმ მაიმუნისგან .
- დედამიწაზე ,რო ერთადერთი ქალი იყო მაინც არ შემოგხედავდი საშინლად მახინჯიხარ - თავის უნაკლო ღიმის მჩუქნის და  კიდევ უფრო იკრიჭება ჩემს გაღიზიანებულ სახეს რომ ხედავს .
- არ გაგიმართლა ბატონო ჯეონ ამ კუნძულზე ერთადერთ  მახინჯ ქალთან ერთადხარ გაჭედილი - შუა თითს მაღლა ვწევ კარგად , რომ დაინახოს რაც არის .
- რომელიც საშინლად აუტანელია - იღრინება ძაღლივით  . მასთან ლაპარაკის ნერვი არ მაქ  ახლა მხოლოდ მტკნარი წყალი და პალმის ქვეშ ძილი მინდა საშინელი დღე მქონდა . აი მეც აქ ვარ .აქედან გრძელდება ჩემი უბედურების და უიღბლობის ისტორია . მისკენ აღარ ვიხედები პალმების რიგისკენ მივდივარ და ცხელ ქვიშაში ვწვები  . ჯეონისკენ აღარც ვიხედები მის ლამაზი სიფათის დანახვაც არ მინდა ,რადგან შეიძლება უფრო გავალამაზო .  მთელი საათი ქვიშაში ვწევარ და მზეს ვეფიცხები  ,მაგრამ მერე შიმშილის გრძნობა მკლავს და რამდენიმე საათის წინ შემჩნეულ ქოქოსის ხეებს ვსტუმრობ .  სიმაღლის გამო მწიფე ქოქოსებს ვერ ვწვდები  ამიტომ ქვებით და მსხვილი ნიჟარებით შეიარაღებული სასურველი ქოქოსის ხეს მონდომებით ვსვრი ქვებს ,მაგრამ ვინ მომცა იმის იღბალი ,რომ რომელიმესთვის გამერტყა . პირში ჩალა გამოვლებული ხის ქვეშ ვდგავარ და ოკიანედამ მონაბერ გრილ ბრიზს სახეს ვუშვერ . დღეს ,როგორც ჩანს საშინელი სიცხე იქნება .ქარი ქოქოსის ხეებს არხევს  და ამ ხმაურში მოახლოებულ ჯეონს სულავ ვერ ვამჩნევ უცბად ,რომ მკრავს ხელს და ზემოდან მეცემა .
- გააფრინე ? ავასმყოფიხარ მომცილდი - გაფართოებული თვალებით ვუყურებ და მის ქვეშ ვფართხალებ . დინდაჯ დგება და დამცინავი ღიმილით მიყურებ მერე კი საიდანაც მოვიდა  იქედან მიდის .
- არანორმალური - ვასკვნი და როცა ჩემი თავის ხელა ქოქოს ვუყურებ იქ სადაც წამის წინ მე ვიდექი სულ ცოტა ძალიან ცოტა დანაშაულის გრძნობა მიპყრობს .- იდიოტია მაიმც - მტკიცედ ვამბობ ქოქოსს ხელში ვიტაცებ და სწრაფად ვტოვებ იქაურობას ,არმინდა  თავში ქოქსოსის დაცემის გამო მოვკვდე . ეს კუნძული ჩემი მოკვლის მცდელობას არ წყვეტს .

აუტანელიحيث تعيش القصص. اكتشف الآن