ჰარი

299 8 2
                                    
ათი წლის წინ , მაშინ როცა ჯერ კიდევ პატარა ხუთი წლის გოგო ვიყავი, მამიდაშვილთან მივედი და კალთაში ჩავუხტი, მომწონდა რასაც ის უყურებდა მომწონდა ხალხი რომელიც მღეროდა. ყველაზე ძალიან მაშინ ავფორიაქდი ,როდესაც დავინახე პატარა კულულა ბიჭი სცენაზე,მაშინ სულ სულ პატარა იყო.
მისმა მწვანე თვალებმა მიიქცია 5წლის გოგოს ყურადღება.ძალიან მომეწონა, ვიტყოდი რომ იმ წამიდან შემიყვარდა.თვეები ისე გავიდა ამ ბიჭის სახე არ დამინახავს, არ ვიცოდი რა ერქვა რა გვარის იყო, ან რა შოუში გამოდიოდა, მაგრამ სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ,წერა-კითხვა არ ვიცოდი.
ერთ დღესაც ისევ იგივე სიტუაცია განმეორდა, მამიდაშვილს ჩავუხტი კალთაში და კომპიუტერს შევხედე, თვალები გამინათდა დავინახე ის ბიჭი, ოდნავ გაზრდილი და ისეთივე საყვარელი, ხელგადახვეული იდგა ოთხ ბიჭთან. მაგრამ ვინ არიან ისინი გამიჩნდა კითხვა.გავბედე და ვკითხე მამიდაშვილს.
-ნათი ესენი ვინ არიან?
-ოოო მარიამ შენ მაინც ვერ გაიგებ ტყუილად უნდა აგიხსნა.
-არაა გავიგებ ეს ბიჭი მომწონს ,აიიი ეს ხუჭუჭა, გახსოვს მაშინ მე და შენ რო ვუყურეთ როგორ მღეროდა?
-შენ რანაირად გახსოვს პატარა ღლაპო?
-გეფიცები მახსოვს.
-კაი მაშინ მომისმინე, ეს ბიჭი ჰარია, ჰარი სტაილსი.
-ვერ ვხვდები.
-ანუ შენ ხომ ხარ მარიამი-ეს ჰარია , შენ ხომ გაქვს გვარი, ხარ კაპანაძე, ეს კი სტაილსია.
-აააა გავიგე.და ესენი ვინ არიან?
-ესენი მისი ახალი მეგობრები არიან.
-კარგები არიან?
-ძალიან კარგები.
მიუხედავად იმისა რომ პატარა ბაღანა ვიყავი მაინც ზუსტად მახსოვს ჩვენი დიალოგი.
ერთი წლის შემდეგ კიდევ ვხედავ როგორ უყურებს ნათია მათ კლიპს, უკვე 7წლის ვარ და მივხვდი რადიც იყო საქმე.აიიი სწორედ იმ დღიდან გავხდი მათი ფანი, მათგან მხოლოდ ჰარის გამორჩევა შემიძლია რადგან ის ჩემი პირველი სიყვარული იყო.
მიყვარდა მიყვარს და დარწმუნებით გეუბნებით რომ სულ მეყვარება.
დღეს 2021წელია 1თებერვალი.
მისი დაბადებისდღეა 27წლის წინ გაჩნდა ამ ქვეყანაზე.
გილოცავ ჰარი შენს დღეს 💓ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ💓💓💓მიყვარხარ💖💖
მადლობას გიხდით ვინც წაიკითხეთ ჩემი ისტორია, იმედია მოგეწონათ💖💖💖💖

გილოცავ ჰარი შენს დღეს 💓ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ💓💓💓მიყვარხარ💖💖მადლობას გიხდით ვინც წაიკითხეთ ჩემი ისტორია, იმედია მოგეწონათ💖💖💖💖

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ვამპირი Where stories live. Discover now