შეცნობა

959 56 0
                                    

-არ იცი რომ მოშტერება უზრდელობაა?
***
მისმა სიტყვება ტყვიასავით გაირბინა ჩემს ორგანიზმში.დავიბენი და რაც პირველი მომაფიქრდა ის ვუთხარი:
-შენს თავზე დიდი წარმოდგენა ნუ გაქვს!!!
თითქოს ამ სიტყვებმა გააბრაზა.შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და ისევ გამომხედა.თვალები ჩაუწითლდა.განა ეს შესაძლებელია ასე უცებ მომხდარიყო?
-შეიძლება კლასიდან გავიდე?-დაძაბულმა უთხრა.
-მისტერ სთაილს არ შეიძ..შეგიძლიათ გახვიდეთ.
-მადლობა-აკრიფა ნივთები და შემოუხედავად გავარდა კლასიდან.
***
45წუთის მანძლიზე მხოლოდ იმას ვფიქრობდი,ეს ჩემი ბრალი იყო თუ არა?იქნებ ცუდი სუნი ამდიოდა?მაგრამ არა რაც აქ ჩამოვედი უკვე სამჯერ ვიბანავე.
ძლივს დამთავრდა გაკვეთილი.კლასიდან გავედი და ისევ ტესას შევეჩეხე .
-ახლა საით გეჩქარება?
-ბიოლოგია მაქვს.
-მართლა მეც. რა კარგია ერთად წავიდეთ.
კლასში შემიყვანა გვერდით დამისვა თავისი მეწყვილის ჩანთა კი ბოლო მერხისკენ გააქანა.რამოდენიმე ბავშვი გამაცნო თუმცა ისეთი დამღლელები იყვნენ ვერცერთის სახელი დავიმახსოვრე.
ამ გაკვეთილმაფ ჩაიარა და შემდგომ ქიმიისამაც.
მესამე გაკვეთილის შემდგომ კაფეტერიაში ჩავედით მე და ტესაიქ ზეინი ნახა.შემდეგ ერთად წავიდნენ სადღაც მე კი მარტო დავჯექი .
წინ ვიღაც დამიჯდა მაღალი ოდნავ დაკუნთული, ქერა და ცისფერთვალება ბიჭი იყო.
უსიმპატიურესი თუმცა სთაილსს ვერ შეედრება.
,,საერთოდ მას რატომ ვადარებ?"
-ლამაზო არ გინდა დღეს სადმე გავისეირნოთ?
-შენს ოცნებებში.
-კარგი ვხუმრობ.მე ადამი ვარ შენ ალბათ ანამია პიტერსი არა?
-დიახ.ოღონდ მია დამიძახე.ყველა გოგოს შებმას ამ ფრაზით ცდილობ ხოლმე ?
-არა.შენ ერთადერთი ხარ-გაეცინა და მეც გამაცინა.
-კარგია .
-ახლა რა გაკვეთილი გაქვს?
-მათემატიკა შემდეგ ფიზიკა ბოლოს კი სპორტი.
-კარგია სპორტი და მათემატიკა გვემთხვევა.
-მართალია ძალიან კარგია.
მათემატიკაზე ერთად დავჯექით მთელი გაკვეთილი ხმა არ ამოუღია მხოლოდ ხანდახან შემომხედავდა და შემათვალიერებდა . დრო უსაშველოდ გაიწელა .ფიზიკაც არ გასულა თვალის დახამხამებაში .
და აი სპორტის გაკვეთილი.ამ საგანს ვერ ვიტან ,უფრო სწორად რომ ვთქვა არ მიყვარს თამაში მაგრამ დიდი სიამოვნებით ვუყურებ კალათბუთს და ფეხბურთს .უკვე 12წლიდან რეალ მადრიდის (Real Madrid)და გოლდენ სტეიტ ვარიორსის (GSW)ფანი ვარ .
გასახდელში მხოლოდ ტესა ვიცანი და მასთან მივედი.ამიხსნა ყველაფერი მედ ისე მოვიქეცი როგორც მითხრა გამოვიცვალე ტანსაცმელი კარადაში შევალაგე გადავკეტე და დარბაზში შევედი.

ვამპირი Where stories live. Discover now