კალათბურთი

875 67 10
                                    

სპორტდარბაზი უშველებელი იყო.ჯერჯერობით მხოლოდ 10ბავშვამდე იქნებოდა.
ტესამ შემომხედა ჩემი გამომეტყველების შემხედვარე გაეცინა.ისე სიმართლე რომ ვთქვათ უფრო ქათამივით კაკანებდა ვიდრე იცინოდა.მე მის სიცილზე გამეცინა.ორივე შიგნით შევედით.მარცნივ კალათბურთის დარბაზი იყო მარჯვნივ კი ფრენბურთის შუაში კი უბრალოდ ბადე.კიდევ კარგი სპორტის სახეობების არჩევის თავისუფლება გვაქვს.მე კალათბურთი ავირჩიე,მაგრამ როცა ეს ტესას ვუთხარი გაეცინა და წარმატებები მისურვა .
შევედი კალათბურთის დარბაზში და სკამთან მივედი რომ წყლის ბოთლი დამედო. უკნიდან კეფაში ბურთი მომხვდა შემოვტრიალდი ბურთი ხელში ავიღე და ჩემი მსხვერპლის ძიებაში ჩავერთე.ადამი ბოლო ხმაზე ხარხარებდა.ბურთი ვესროლე.ნამდვილად არ ელოდა რადგან ბურთი პირდაპირ თავში მოხვდა და სიცილი შეწყვიტა.
ახლა მე განვაგრძე მისი დაწყებული.
-სასაცილოა?
-კი თან ძალიან.
ჩემსკენ წამოვიდა გვერძე დამიდგა და მხრებზე ხელი გადამხვია.
-იცი რომ ამ დარბაზში ერთადერთი მდედრობითი სქესის ადამიანი შენ ხარ?
-მართლა?
-კი.აბა რა გეგონა კალათბურთი რომ აირჩიე, მთელი გოგონების ამალა აქ დაგხვდებოდა?
-არა მთლად ეგრეც არა.
-მთლად ეგრეც არა.თამაშის წესები მაინც თუ იცი?
-მეღადავები?12წლიდან GSW ს ფანი ვარ.
-ვაა მაინც ვინ მოგწონა მაქედან?ალბათ მაიკლ ჯორდანი?-ჩუმად ჩაიცინა.
-იცინე იცინე.ჯორდანი რამდენი ხანია აღარ თამაშობს.მე სტეფის და დურანტის ფანი ვარ.
-ხოო მართლა გცოდნია ვერ გაგაბანძე.
-ბოდიში იმედები რომ გაგიცრუე.-ამაზე ორივეს გაგვეცინა.
დარბაზში მწვრთნელი შემოვიდა.მე რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა.
-ალბათ ეს ჩვენი ახალი მოსწავლე,ანამიაა.
-დიახ მე ვარ .
-სასიამოვნოა.მე ლიამი ვარ. თქვენი მწვრთნელი.
ამ დროს კარი გაიღო და ვინ შემოვიდა აბა თუ მოხვდებით?
რათქმაუნდა მწვანეთვალება.
ჩემგან მოშორებით დადგა.
მწვრთნელი ისევ მომიბრუნდა.
-აბა ორიოდე სიტყვით გვითხარი ანამია რატომ მაინცდა მაინც კალათბურთი?
-ვაღიარებ არ მიყვარს სპორტი, რადგან კარგად არც გამომდის არაფერი ალბათ ამის ბრალია .
მაგრამ 12წლიდან კალათბურთი და ფეხბურთი ძალიან შემიყვარდა.ფეხბურთის არცერთ მატჩს არ ვტოვებ არც კალათბურთისას.ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ვიცი ამ ორო სპორტის შესახებ.კალათბურთი ძალიან მომწონს და ხშირადაც ვთამაშობ.მაგრამ მგონია რომ კარგად არ გამომდის ამიტომაც ვამბობ რომ სპორტი არ მომწონს.
-ანამია დღეს შეგამოწმებთ და ვნახოთ.შეიძლება შენს თავს აჯერებ იმაში რომ არ იცი თამაში მაგრამ ,შეიძლება ჩვენ კლასში მდედრობითი სქესის მომავალი დურანტი იყოს.-ჩაეცინა და შემდეგ სხვებსაც მიუტრიალდა.-ბავშვებო გახურდით .ათი წუთი წრეზე სირბილი და ბურთის ტარება.
-კარგით მწვრთნელო.-ყველამ ვუპასუხეთ.
6ზომის ბურთი ავიღე.და სირბილი დავიწყე.
ათი წუთის შემდეგ მწვრთნელმა დაგვაწყვილა და პასებზე გვავარჯიშა. მე ადამთან დამაწყვილა.
შემდეგ გახურებები დავიწყეთ.პალკები და აზიდვები.რათქმაუნდა ამდენს არ ველოდი .6აზიდვაზე მეტი ვერ გავაკეთე.პალკაზე კი 45წამი ძლივს გავძელი. ბოლოს მწვრთნელმა ხუთ- ხუთად დაგვყო და თამაშისთვის მოგვამზადა.15ვიყავით ამიტომ სამ გუნდად დავიყავით.მე,ადამი,და კიდევ სამი ბიჭი.
ჩვენ გუნდს ლოდინი მოუწია რადგან პირველი თამაში.პირველ და მეორე გუნდის იყო,ჩვენ კი მოგებულს შევეჯიბრებოდით.
მწვანეთვალებას გუნდმა გაიმარჯვა.
ავდექი.მე მცველის პოზიციაზე მომიწია დადგომა.თამაში დაიწყო.
მე სულ მთლად მასში ჩავიკარგე როგრც მჩვევია ხოლმე.
2-0 პირველი გუნდის სასარგებლოდ.
2-2 მესამე გუნდის სასარგებლოდ.
3-2პირველი გუნდის სასარგებლოდ.
3-4მესამე გუნდის სასარგებლოდ.
6-4პირველი გუნდის სასარგებლოდ.
და ტაიმაუტი.ჩვენს ერთ-ერთ გუნდელს ფეხი აუცდა და დაეცა.
ბიჭებმა წამოაყენეს.იცინოდნენ.ის ბიჭი ჩემსკენ წამოვიდა და პოზიციის გაცვლა მთხოვა .გავუცვალე რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს პოზიციას მაინც ვერ ვთამაშობდი.
დაიწყო.
8-4პირველი გუნდის სასარგებლოდ.
არ დავნებდი, თითქმის ცენტრიდან ვისროლე.
8-7 მესამე გუნდის სასარგებლოდ.
(ღმერთო ჩავაგდე)
მათი შეტევა უშედეგო აღმოჩნდა.ახლა ისევ მე მაწვდიან პასს და მივრბივარ.ახლა ცოტა ახლოდან ვისვრი და ისევ ვაგდებ.
8-9მესამე გუნდის სასარგებლოდ
10-9 პირველმა გუნმა გაიმარჯვა.
-ანამია,შენ ამბობდი ვერ ვთამაშობო ხომ?
-დიახ მწვრთნელო. დღემდე ჩემ სიტყვებში 100%ით ვიყავი დარწმუნებული.
-თებერვალში შეჯიბრებებია,სადაც გუნდში ერთი გოგო უნდა იყოს .ჩვენ არასდროს არ გავსულვართ რადგან გუნდში გოგო არასდროს გვყოლია.თუ შენ თანახმა იქნები ამისთვის მოგამზადებთ.
-მართლა მწვრთნელო?
-დიახ.ყოველ სასკოლო დღეს გაკვეთილების შემდეგ და შაბათს ჩემი საუკეთესო მოსწავლე გავარჯიშებს.
-მადლობა მწვრნელო მაშინ თანახმა ვარ.
გასახდელში შევედი.წყალი გადავივლე ჩავიცვი.გარეთ გამოვედი.კარების დაკეტვისთანავე ვიღაცამ წელზე მომხვია ხელი და კედელს ამაკრა.ავხედე რათა სახე დამენახა.
-ესეიგი შენ ხარ ჩვენი ახალი ჩემპიონი?
-ცოტა გადამეტებულია.
-არც ისე. -ჩაიცინა.-მე შენი მწვრთნელი ვიქნები ხვალიდან.
-ოჰოო ესეიგი შენ ხარ მისი ფავირიტი სპორტსმენი?
-დიახაც.-ჩაიცინა.
-კარგია ახლა უნდა წავიდე.ნახვამდის.
უკან გამოიწია,კედელს მოვშორდი და სწრაფი ნაბიჯით დავიწყე სიარული.
-ნახვამდის ანამია.
——————————————————
მგონია რომ არ მოგწონთ რადგან არანაირი კომენტარები არ არის.
ეს თავი ცოტა უაზრო გამომივიდა მაგრამ ყველანაირად ვეცდები შემდეგი უკეთესი გამოვიდეს,თქვენკი კომენტარები არ დაიშუროთ.😏💕

ვამპირი Where stories live. Discover now