მწვანეთვალება

853 53 10
                                    

-შეხვედრამდე ანამია.
***
სახლში რომ მივედი შხაპი მივიღე.ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი.
დღეს მამიდა იყო მორიგე ამიტომ სახლში მარტო ვრჩებოდი. ბეკონი და კვერცხი შევწვი.ძალიან გემრიელი გამომივიდა.
ჭამა რომ დავასრულე ოთახში ავედი და საშინაო დავალებების წერას შევუდექი.
2საათის შემდეგ დავამთავრე და გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა. ,,ლეგენდა პიანისტზე"ფილმი რომელიც არასდროს მბეზრდება.ძალიან მიყვარს ეს ფილმი,ალბათ ამის ერთერთი მიზეზი ისიცაა ,რომ ფორტეპიანოზე ვუკრავ.
ფილმის დამთავრების შემდეგ იმ ოთახში შევედი სადაც პიანინო იდგა.
დავიწყე დაკვრა.მთვარის სონატა,რომელიც ერთგვარ სიმშვიდეს მგვრის,მაგრამ როდესაც ვამთავრებ მახსენდება,თუ როგორ უყვარდა დედას როცა ბეთჰოვენს ვუკრავდი და ჩემი თვალებიდან მარილიანი სითხე იწყებს ჟონვას.
დამშვიდების შემდეგ ოთახში ავედი და ღრმა ძილს მივეცი.
***
დილით რვაზე გავიღვიძე.ჩავიცვი წიგნები ჩავალაგე და ჩემი მერსედესისკენ გავეშურე.
მანქანაში თბილოდა.ამიტომ მოსაცმელი გავიხადე.
სკოლაში შესვლისთანავე ტესა შემხვდა.
-ჰეი მია.როგორ ხარ?
-კარგად ტესა შენ?
-მეც კარგად.პირველი რა გაკვეთილი გაქვს?
-მათემატიკა.
-აუჰ მე ფიზიკა.
-კარგი ზარი დაირეკა უნდა წავიდე.
-კარგი მია.
ძლივს გამოვექეცი ამ გოგოს.არ მიყვარს ხალხი, რომელიც გაუჩერებლად საუბრობს.ტესაც ასეთია, მაგრამ ასე თუ ისე ის მაინც მეგობარია.
კლასში შევედი და მარჯვენა კედლის ბოლო მერხთან დავჯექი. მასწავლებელი არ იყო ჯერ კლასში ამიტომ ყურსასმენები მოვიმარჯვე და ჩემი საყვარელი სიმფონიების მოსმენა დავიწყე.თავი ფანჯარას მივადე და ფიქრი დავიწყე.რათქმაუნდა დედაზე.ფიქრებიდან სკამის გამოძრავებამ გამომიყვანა.გვერძე გავიხედე და ვის ვხედავ .მისტერ მწვანეთვალება.
-სხვა ადგილები ვერ დაინახე?
-მე შენს გვერდით მინდა დაჯდომა.არ შეიძლება?
-კი უბრალოდ..
-უბრალოდ რა?
-უბრალოდ უბრალოდ.
-უბრალოდ უბრალოდ.-ხუჭუჭას გაეცინა და ლოყებზე ჩაღრმავებები გამოუჩნდა.
ზარი დაირეკადა ყველა გავიდა კლასიდან.ახლა მარტო მე და მწვანეთვალება ვიყავით კლასში.
-მზად ხარ დღევანდელი ვარჯიშისთვის?
-კი.
-მაშინ გაკვეთილების მერე შეგხვდები სპორტდარბაზში.
-კარგი ახლა უნდა წავიდე.
-შეხვედრამდე ანამია.
კლასიდან სწრაფი ნაბიჯით გავვარდი.ახლა ბიოლოგია მქონდა და ამიტომ მეორე კოროუსში მიწევდა გადასვლა.რომ გავედი ვიღაცას შევეჯახე.
-ლამაზო ფრთხილად უნდა იყო.
-ოხ ადამ მეც იგივეს გეტყოდი.
-რა გაკვეთილი გაქვს?
-ბიოლოგია შენ?
-მეც.
-წამოდი ერთად წავიდეთ,თორემ დაიკარგები.
-კარგი.
ბიოლოგიის ოთახში შევედით და მე და ადამი ერთად დავჯექით.
გაკვეთილი მალე გავიდა,არც ქიმია გაწელილა.ახლა კაფეტერიაში მივდივარ,რომ შიმშილის გრძნობა დავიკმაყოფილო.
სასურველ საკვებს ვიღებ და მაგიდასთან ვჯდები.
-ოოხ.ჩვენი ლამაზმანი ღორმუცელაც ყოფილა.
-სამაგიეროდ.თქვენმა ლამაზმანმა რამდენიც არ უნდა ჭამოს არ სუქდება.
-მაგას რა ჯობს.
ორივემ გავიცინეთ.შევჭამეთ და მე ლიტერატურის გაკვეთილზე, ხოლო ის ფიზიკის გაკვეთილზე წავედით.
ჩემი ადგილი დავიკავე და მალევე ჩემი მეწყვილეც შემომიერთდა.ვინ თუ არა მწვანეთვალება.
მთელი გაკვეთილი ხმა არ ამოუღია.გაბრაზებული ჩანდა.მწვანე თვალები უფრო გამუქებოდა.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი კლასიდან გავარდა.ყურადღება არ მივაქციე და ფიზიკის კლასისკენ წავედი.გაკვეთილი ძალიან გაიწელა.
და აი დადგა სპორტის დროც.გასახდელში შევედი მაისური და შორტი ჩავიცვი და სპორტდარბაზში შევედი არავინ იყო.
ბურთი ავიღე და ფარში სროლა დავიწყე.რამდენიმე ავაცილე.
უკნიდან ვიღაცის შეხება ვიგრძენი მივტრიალდი რომ გამეგო ვინ იყო.
-ადამ?
-ლამაზო აქ რას აკეთებ?
-ვარჯიში მაქვს.
-აა..სტაილსთან ხომ?
-მგონი კი.
-კარგი წარმატებები მის გაძლებაში.
-მადლობა.
დარბაზიდან გავიდა მე კი სროლა გავაგრძელე.
კარი გაიღო და იქიდან ჩემი პირადი მწვრთნელი შემოვიდა.
-დაიგვიანეთ მწვრთნელო.
-იმედია გადაიტან.
-ვეცდები.
-მოკლედ ბევრი დრო არ მაქვს ამიტომ პირდაპირ ვარჯიშზე გადავიდეთ შენ ირბინე წრეები არტყი ბურთის ტარებით მე კი გამოვიცვლი.
-კარგი.
არც კი ვიცი რამდენ ხანს დავრბოდი, მაგრამ როდესაც შეხება ვიგრძენი გავჩერდი.მივტრიალდი და ახლა ხუჭუჭა მედგა უკან.
-როგორც ჩანს სირბილი ძალიან გიყვარს.
-ძალიან მიყვარს.
-კარგია.იმედია სხვა დანარჩენიც შეგიყვარდება.
-მეც იმედი მაქვს.
ერთი საათი ვვარჯიშობდი და ძლივს დავამთავრეთ ვარჯიში .ორივე გაოფლილები ვიყავით,ძალიან ბევრი ვივარჯიშეთ.მწვანეთვალებამ მაისური გაიხადა და თავის უნდაკლო პრესი გამოაჩინა.შემდეგ კი ჩაიცინა.
ალბათ დამინახა რომ ვუყურებდი.ფიქრები გავფანტე და სიწითლის დასაფარად გვერძე გავიხედე.
-ახლა შეგიძლია წახვიდე.
-კარგი მწვრთნელო.
-ნახვამდის ანამია.
-ნახვამდის.
გასახდელში შევედი წყალი გადავივლე და ტანსაცმელი ჩავიცვი.გარეთ გამოვედი მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ ავიღე გეზი.
მისვლისას ძალა გამოცლილი დავეცი მდივანზე და ტელევიზორი ჩავრთე.
სერიალი ,,მეგობრები" გადიოდა და მეც ჩავუჯექი.ძალიან მიყვარს ეს სერიალი და ბევრს ვიცინი კიდეც.
იქამდ ვუყურე სანამ მუცელმა სიმღერა არ დაიწყო.
სამზარეულოში შევედი და ბურგერები გავიკეთე. უგემრიელესი გამოვიდა. უკვე 5საათი ხდებოდა ამიტომ. გაკვეთილების მეცადინეობას შევუდექი.7ზე ყველაფერს მოვრჩი და დეიდა მეის დავურეკე.
-მეი დღეს სახლში მოდიხარ?
-ძვირფასო დღეს საქმეები მომემატა ამიტომ ისევ მარტო გიწევს დარჩენა.
-არაუშავს დეიდა.კარგად.
-კარგად ჩემო ერთადერთო.
ტელეფონი გავთიშე და ფორტეპიანოს ოთახში შევედი.ისევ დავიწყე დაკვრა.გულში მწარე ტკივილი ვიგრძენი.გამახსენდა მე და დედა ამ ნაწარმოებს ერთად რომ ვუკრავდით ხოლმე.
-დედა რატომ დამტოვე?რატომ დამტოვე ასე მარტო?რატომ წაიღე ჩემი გული?რატომ არ დარჩი ჩემთან?რატომ არ მოდიხარ?რა დავაშავე რომ მარტო დამტოვე?მიპასუხე გთხოვ.
და კვლავ დუმილი.....
ოთახში ავედი,შუქი ჩავაქრე,საწოლში ჩავწექი და ჩუმი ქვითინი გავაგრძელე.
***
მივრბივარ უკან მოუხედავად.მივრბივარ მივრბივარ და უცებ ღრმა წყვდიადში ვეშვები.ფეხზე ვდგები და წინ მივდივარ ,ვხედავ ჩრდილს ჩემგამ ზურგით დგას.მხარზე ხელი დავადე და შემოვატრიალე.დავინახე მწვანე თვალები ,მხოლოდ თვალები და სხვა არაფერი.
შეშინებული წამოვხტი და წინ გავიხედე.ჩემს ოთახში მწვანეთვალება იყო.უმოძრაოდ იდგა.
ჩემს გვერძე სანათს ვეცი და ავანთე მივტრიალდი, მაგრამ ის იქ აღარ იდგა.თვალები მოვიფევშვნიტე და ძილი გავაგრძელე.
***
პირველი გაკვეთილი ლიტერატურა მქონდა.კლასში შევედი და ჩემს კუთვნილ ადგილას დავჯექი.ხატვა დავიწყე.ვერც კი გავიაზრე,თურმე ეს დრო ჩემს წმედებებს თვალს ადევნებდა ხუჭუჭა.
-ძალიან ლამაზად ხატავ.
-რაა?აა მადლობა.
-აქ მეტი შუქჩრდილი გააკეთე და უკეთესი გამოვა.
-ახლავე.
ასეც მოვიქეცი და ვუალაა,ნახატი მშვენიერია.
-მადლობა მშვენიერი გამოვიდა.
-შენსავით.
ვგრძნობდი როგორ ამიხურდა ლოყები.ჰარის კი ამან ღიმილი მოჰგვარა.
-დღეს ვივარჯიშოთ და შემდეგ სადღაც მინდა წაგიყვანო.
-კარგი და სად?
-ეგ მე ვიცი.
-კარგი ხო.
მასწავლებელი შემოვიდა.მთელი გაკვეთილის მანძილზე ვგრძნობდი როგორ მიყურებდა მწვანეთვალება.
არ მოგატყუებთ და მსიამოვნებდა კიდეც.
ლიტერატურა დამიმთავრდა.შემდგომ ფიზიკა და მათემატიკა მქონდა.რათქმაუნდა მათი მსვლელობის დროს დრო ორჯერ გაიწელა.ახლა კაფეტერიაში ჩავდივართ.დღეს გადავწყვიტე ვაშლი მეჭამა.
გავიდა ბიოლოგიის და ქიმიის გაკვეთილიც.დამთავრდა სასკოლო დღე.სპორტდარბაზისკენ წავედი .უცებ გამოვიცვალე(როგორც სურათზეა ნაჩვენები).

დარბაზში რომ შევედი მწვანეთვალება უკვე იქ დამხვდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დარბაზში რომ შევედი მწვანეთვალება უკვე იქ დამხვდა.
-მოხვედი.
-კი.
-კარგია მოდი დავიწყოთ.
დღეს სროლაზე ვივარჯიშოთ.
-კარგი როგორც იტყვი მწვრთნელო.
სროლა დავაპირე მაგრამ უკნიდან ჩამეჭიდა და ბურთზე მოჭერილ ხელებზე ზემოდან თავისი ხელები დამადო.
-მოდი ერთად ვისროლოთ.
თავი დავუქნიე ვისროლეთ და ჩავაგდეთ.
-ხედავ.ერთად უკეთ გამოგვდის.
მომატრიალა და ხელები წელზე მომხვია.იმდენად ახლოს ვიყავით,რომ მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა.
-საიდუმლო უნდა გაგიმხილო ანამია.
——————————————————
აბა როგორი იყო?მოგეწონათ?
მგონია რომ ეს თავი კარგი გამომივიდა. კომენტარები და ნახვები მჭირდება,რომ დავრემუნდე ღირს თუ არა გაგრძელება. 💕💕💕💕

ვამპირი Where stories live. Discover now