სასიყვარულო სამკუთხედი

374 29 10
                                    

მე და ჰარი ერთად ვართ.სულ ჩემთანაა,ღამითაც არ მტოვებს.ჩემი გაქცევის გამო დეიდამ დამსაჯა.ჰარი ძალიან პუნქტუალურია,ამიტომ დათქმულ დრომდე 15წუთით ადრე მაინც მივყავდი სახლში,ანუ 4 რომ დააკლდებოდა 15 უკვე ჩემს ოთახში ვიყავი,შემდეგ კი ჰარი აივნიდან შემოდიოდა.ბევრი რომ არ გავაგრძელოთ,შაბათია,მე და ჰარი ჩემს ლოგინზე ვწევართ.
-ჰარი ვიცი ეს უკვე ბევრჯერ გკითხე და ბევრი უარიც მივიღე,მაგრამ
მინდა რომ ვამპირად გადამაქციო.
-ჰეი,მეც ბევრჯერ გიპასუხე ,რომ თუ ცოლად არ გამომყვებოდი ისევ ადამიანად დარჩებოდი.
-კარგი რა ჰარი,ხომ იცი რომ ეს ჩემთვის რთული თემაა?
-კი ვიცი,ასეთივე რთულია ჩემთვის შენი ვამპირად გადაქცევა.
-კარგი რა.
-დაბადების დღეზე საჩუქრად რა გინდა?
-ხომ იცი ვერ ვიტან სიურპრიზებს.
-ეგ ვიცი და ამიტომ გეკითხები.
-რა მინდა და,რომ გითხრა ვამპირად გადამაქციე მეთქი არა ხო?
-არა-მტკიცედ მიპასუხა,შემდეგ კი გაიღიმა.
-მაშინ არაფერი მინდა.
-კარგი რა,ერთადერთი ხარ ვისაც დაბადების დღე არ უხარია.
-არა ჰარი,მე მიხარია ჩემი დაბადების დღე მაგრამ არა დაბერება.
-კარგი რა,შენ მხოლოდ 18წლის ხდები.
-ვიცი ჰაროლდ და უკვე შენზე ერთი წლით დიდი ვიქნები.
-სინამდვილეში 114წლის ვარ.
-ღმერთო,ასეთ მოხუცს როგორ ვხვდები,რამ გამომაშტერა.
ამაზე ორივემ გადავიხარხარეთ.
-ანამია სტუმარი გყავს.-ჰარი
-ჰარი ვინ არის?
-მგელი.
-ალბათ ლუისი ან ადამია.
-არა ისინი არა.
-აბა მაშინ ვინ?კარგი მე ჩავალ.შენ აქ დამელოდები?
-აქ ვიქნები.
ჰარის ვაკოცე და ქვემოთ ჩავედი.კარები გამოვაღე იქ კი ახალგაცნობილი ბიჭი დამხვდა.
-ნოა?აქ რას აკეთებ?
-უბრალოდ მოვედი.არ შეიძლება შენი გადამრჩენელო სტუმრად გეწვიოს?
-კი როგორ არა შემოდი.
-ანამია,გავიგე ,რომ ხროვის წევრებს
დაუმეგობრდი,ხოდა საჭიროდ ჩავთვალე,რომ მეც გაგცნობოდი.
-კარგია.წამოდი მისაღებში.
-კარგი.
-რამეს შეჭამ?
-უბრალოდ წყალი მომიტანე თუ შეიძლება.
-კარგი.
წყლის დალევის შემდეგ მდივანზე ჩამოჯდა,მე კი მის წინ დავჯექი.
-ანამია ალბათ იცნობ ადამ ბლექს?
-კი,ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.
-ხო,მე მისი უფროსი ძმა ვარ.
-მოიცა ნოა შენ ადამის ძმა ხარ?ქერა ცისფერთვალება ადამის?
-კი ის დედას გავს,მე კი მამას,ამიტომ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით.
-ანუ შენ ნოა ბლექი ხარ,მოიცა და შენი გვარი ხო მაქციებში სამეფო გვარია,ანუ ადამმა უარი თქვა ბელადობაზე,მაგრამ შენ?
-მოკლედ მოგიყვები ჩემს ისტორიას.
13 ის რომ გავხდი მაშინ გადავიქეცი მგლად.რამოდენიმე ხანში ჩემი ძმაკაცი ლუისიც გადაიქცა.მაშინ მხოლოდ მე და ის ვიყავით.2წელში ხროვაში უკვე 5წევრი ვიყავით.რადგამ ყველაზე უფროსი მგელი ვიყავი,(იგულისხმება ყველაზე ადრე გადაქცეული და არა ასაკი)ბელადად ამირჩიეს.მეც 1 წელი ღირსეულად ვასრულებდი ამ მოვალეობას.16ის რომ გავხდი კანადაში გავემგზავრე,საქმეებზე,იქ ერთი გოგო გავიცანი ბეკა,მეგონა შემიყვარდა და მივეჯაჭვე,ანუ აღმებეჭდა(გაიხსენეთ მაქციების მიჯაჭვულობის ისტორია),მაგრამ დროთა განმავლობაში გავაცნობიერე,რომ ეს არე არ იყო.2წელი დავყავი კანადაში,ლიდერობა ლუისს ჩავაბარე,ადამიც არ შემწინააღმდეგებია.17წლისამ ზრდა შევწყვიტე ,ანუ თუ არ იცი გეტყვი რომ ჩვენც ვამპირებივით ვართ,მაგრამ ჩვენი მოკვლა უფრო ადვილია.გადავწყვიტე აქ დავბრუნებულიყავი,რადგან ხროვა ძალიან მომენატრა.პირველად ჩემ საყვარელ ადგილას მივედი,კლდესთან,იქ შენ დაგინახე,შენს შეჩერებას ვაპირებდი,მაგრამ იმავე წამს გადახტი.შემდეგ გადაგარჩინე,სულ ესაა.
-ოოხ დიდი ისტორიაა,ახლა რამდენის ხარ?
-18ის გავხდი 15დეკემბერს.
-კარგია,ახლა რას აპირებ ლიდერობას დაიბრუნებ?
-რათქმაუნდა არა,ლუისი,დარჩება მაგრამ მე რათქმაუნდაა ჩემი თავის პატრონი ვარ და მისი ბრძანებები ჩემზე არ იმოქმედებს,თან როგორც შენ ახსენე სამეფო გვარის ვარ.
-ხოო.კარგია.
-შენზე მომიყევი.
-რა მოგიყვე?
-მაგალითად აქ რატომ ჩამოხვედი?
-დედა გარდაიცვალა და მამამ დეიდასთან ჩამომიყვანა თვითონ კი ფენიქსშია.
-კარგია,შეყვარებული გყავს?-ნოა ძალიან ინტერესიანი თვალებით მიყურებდა აშკარად მოვხიბლე.
-კი.
-მართლა?გამიკვირდებოდა ასეთი ლამაზი გოგო თავისუფალი რომ
ყოფილიყო.ვინ არის ის ბედნიერი?
-ჰარი სტაილსი.-მის ხსენებაზე ძარღვები დაეჭიმა.
-სასწრაფოდ უნდა დაშორდრ არც კი იცი რომ საფრთხეში ხარ.
-დაწყნარდი ნოა,ყველაფერი ვიცი.
-თუ იცი როგორ შეგიძლია მის გვერდით გაჩერდე?
-ეს შენი საქმე არაა ნოა.-ჰარი.
-ოოჰ თვით ჰარი სტაილსი რით დავიმსახურე ეს პატივი?
-ნოა,გაჩერდი.-მე
-ანამია,მას როგორ ენდობი,შეიძლება რამე გავნოს.
-ნოა ეს შენ არ გეხება,ის მე არაფერს მავნებს.თანაც რომ იცოდე შენი ხროვის წევრები და სტაილსები დამეგობრდნენ.
-ღადაობ ხო?ამის შესახებ რატომ არაფერი ვიცოდი.
-ალბათ,დრო მათთვის უფრო ბევრი უნდა დაგეთმო ვიდრე კანადელი მეძავებისთვის.
-ჰეი სტაილს წესივრად მესაუბრე.
-ბიჭებო გაჩერდით.მე ნეიტრალური ზონა ვარ.
-მე წავედი.-ნოა.
-კარგად ნოა.
ნოა წავიდა.ჰარი გაბრაზებული იყო მისი აქ მოსვლით.
-ანამია მე უნდა წავიდე.
-რას ნიშნავს უნდა წახვიდე ისევ მტოვებ?
მაშინვე ცრემლები გადმომცვივდა. ჩემი აკანკალებული ხმით ჰარი მიხვდა რომ ვტიროდი, უკან მოტრიალდა და ჩამეხუტა.
-მე დაგპირდი რომ არასდროს აღარ მიგატოვებ.უბრალოდ სახლში უნდა წავიდე.
-მე მეგონა რომ ისევ ჩემს მიტოვებას აპირებდი.
-პატარავ აღარ მიგატოვებ.
ცრემლები მომწმინდა ნაზად მაკოცა და წავიდა.
თვეები გავიდა,მე და ნოა დავვახლოვდით,ის ძალიან შემიყვარდა,როგორც მეგობარი.სულ გვერდში მიდგას,თუმცა ჰარი და მისი ოჯახი არ მოსწონს.არც ის ეპიტნავება,თავის ხროვა რომ მეგობრობს სტაილსებთან.იმაზე ლაპარაკი ზედმეტია,რომ ადამი სელენაზეა მიჯაჭვული.არც ჰარის მოსწონს ნოა,მაგრამ ნოასგან განსხვავებით უფრო თავშეკავებულია, ჩემს გამო.ვხვდები რომ ნოას მხოლოდ მეგობრობა არ უნდა,ამას ბევრჯერ მანიშნებს, ბევრჯერ დააპირა თქმაც მაგრამ თემას ვცვლიდი.
დღეს 23თებერვალია. პარასკევია.მე და ჰარი სკოლის კაფეტერიაში ვართ,ბავშვებთან ერთად.
(ნაილი,არიანა,ლიამი,კენდალი,ბეკა,სელენა,ადამი,ზეინი,ტესა,ნოა, ჰარი,მე)
-ჰეი მია,ხვალ რას აპირებ?
-კენდალ ხომ იცი,რომ არ მიყვარს დაბერების აღნიშვნა.
-კარგი რამია ,აჭარბებ,მხოლოდ 18 წლის ხდები.-არიანა.
-მე მოვიფიქრე,ხვალ წვეულება გვაქვს სტაილსების სახლში,მგლებო თქვენც დაპატიჟებულები ხართ.
-სასიამოვნოაა ამის მოსმენა-ჩაილაპარაკა ნოამ ცინიკურად.
-კარგი ჰარი წავიდეთ ბიოლოგია გვაქვს.-მე
-შენ წადი და დაგეწევი.
-მია დამელოდე მეც მოვდივარ-ნოა.
Harry's p.o.v.
ანამია და ნოა წავიდნენ. მე ბავშვებს მივუბრუნდი და საუბარი განვაგრძეთ.
-ჰარი რას აპირებ ხვალ,საჩუქარი მოამზადე?
-კი რათქმაუნდა,ჩემი პარტია უკვე შევასრულე ახლა თქვენი დახმარება მჭირდება.
-.....
-....
(მოდი სიურპრიზი სიურპრიზად დარჩეს)
-კარგი ჰარი საქმეში ვართ.
——————————————————
ვიცი ეს თავი პატარა იყო,თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს სიურპრიზი?💕💕

ვამპირი Where stories live. Discover now