მამა

434 39 7
                                    

თვალები გავახილე. წამოვიწიე,ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო,ჰაერში კი წამლების სუნი ტრიალებდა.ხელებზე დავიხედე,უამრავი ნემსი მქონდა ვენაში გაყრილი.ყველა მოვიძრე, ჩემი დაკეცილი ტანსაცმელი ჩავიცვი,რომელიც მდივანზე იდო დდა გარეთ გავედი.არ მივაქციე ექიმების შეძახილებს ყურადღება და ქუჩაში
გავიქეცი,ჩემ ბედზე ტაქსმაც ამ დროს გამოიარა.ჩავჯექი და ჩემი სახლის მისამართი მივუთითე. საავადმყოფოს გავაყოლე თვალი.აქ მუშაობს დეიდა მეი,ალბათ ვერ გაარკვიეს ჩემი ვინაობა,თორე დეიდა მეი გვერდიდან არ მომცილდებოდა რომ გაეგო.
სახლში რასაც ქვია შევვარდი.ოთახში ავირბინე,უცებ შხაპი მივიღე,ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვედა სართულზე ჩავედი.მანქანის გასაღები ავიღე და გარეთ გავედი.ჰარის სახლისკენ ავიღე გეზი.ისევ წვიმდა რაც ჩემ მხედველობას უფრო ზღუდავდა.როგორც იქნა მათ სახლამდე მივაღწიე.მანქანა გავაჩერე და სახლში შევედი.პირველ სართულზე უჩვეულო სიჩუმე იყო.ამიტომ მეორე სართულზე ავედი,არც იქ იყვნენ,მესამეზეც კაციშვილის ჭაჭანება არ იყო,ამიტომ მეოთხე სართულზე ავედი და ჰარის ოთახის კარი შევაღე.ოთახში ბნელოდა,მაგრამ დავინახე სილუეტი,რომელიც ლოგინზე იჯდა.
მისკენ წავედი და ხელი მხარზე შევახე,მისი სურნელი ვიგრძენი,ეს სულაც არ იყო ჰარისი.ის ფეხზე წამოდგა და შემოტრიალდა.
-აარო აქ რას აკეთებ?
-ქვემოთ ჩავიდეთ.
-არა მითხარი აქ რას აკეთებ და ისინი სად არიან.
-მე გითხარი ქვემოთ ჩავიდეთ მეთქი.
ხელი უხეშად მომიჭირა და ქვემოთ სწრაფად ჩამიყვანა.
-აქ შედი.
მისაღები ოთახისკენ მიბიძგა.
იქ კი ასეთი რამ დამხვდა.ლიამი და კენდალი ჩახუტებულები , ნაილი და არიან კი ხელჩაკიდებულები ეყარნენ იატაკზე სისხლის გუბეში.ჰარი კი არ ჩანდა. აარომ თვალით მანიშნა უკან მიმეხედა.ჰარი მის თეთრ მდივანზე იწვა,უგონო მდგომარეობაში,მისი ლამაზი მარწყვისფერი ტუჩები წითლად იყო შეღებილი,მის გულთან თეთრ პერანგზე კი მოზრდილი წითელი ლაქა იყო.მასთან მივედი და პერანგი გავუხსენი.ხის სარი ჰქონდა გაყრილი და გადაგეხილი რომ არავის ამოეღო.იმ წამსვე ცრემლები გადმომცვივდა. ააროსკენ მივბრუნდი,ის იღიმოდა.ვეღარ მოვითმინე და სახეში გავარტყი შემდეგ კი მის ფეხებთან დავაფურთხე ის არც შერხეულა ,მხოლოდ სიცილს უმატა.გამწარებული გამოვვარდი გარეთ,ელისაბედის და კარლაილის გვამებს გვერდი ავუარე და ტყეში შევვარდი.ვიღაცის ხმა გავიგე.უკან მოვტრიალდი,ადამი იდგა.
-ხელი ჩამჭიდე ანამია რაღაც უნდა განახო.
დაუფიქრებლად გავიქეცი მასთან ხელო ჩავჭიდე და გავყევი.
სანაპიროზე მიმიყვანა.
-თვალები დახუჭე.
ასეც მოვიქეცი.
-ახლა გაახილე.
მისი ხმა სრულიად შეიცვალა ეს არ იყო ადამი.თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე.არავინ იყო,მხოლოდ მე ვიდექი სანაპიროზე ,არც ის ტყე იყო რომელიც გამოვიარე,მხოლოდ უსასრულო ქვიშა და ზღვა.
-ანამია აქეთ.
ისევ გავიგე ქალის ხმა.ზღვას გავხედე.დავაკვირდი ერთ წერტილს.
ეს ადგილი ნელნელა თეთრდებოდა და დიდდებოდა.ბოლოს იმხელა გამოსხივება ჰქონდა ,თვალებზე ხელი ავიფარე.
-ანამია ჩემო ანგელოზო უკვე რამხელა გაიზარდე.
თვალებიდან ხელი ჩამოვიღე და თეთრ კაბაში გამოწყობილ ქერა თმიან სილუეტს დავაკვირდი.
-დედა?დედა ეს შენ ხარ?ცოცხალი ხარ?
-შვილო ვერაფერს ხვდები?
ჩავფიქრდი და გამახსენდა როგორ  გადავირბინე გზა და ამ დროს მანქანამ დამარტყა.
-დედა მე მოვკვდი?
-არა შვილო,შენ გზაჯვარედინზე ხარ.შენ ვერ მოკვდები,შენ ხომ ხიდი ხარ.ადამიანებსა და ზებუნებრივ ქმნილებებს შორის.შენ  მოგკლეს ერთხელ,მაგრამ ახლა ამას აღარ დავუშვებ.შენ გადაგარჩენენ აქ არ დარჩები.
-დედა შენ ეს ყველაფერი იცოდი?
-კი შვილო ვიცოდი.
-საიდან შენ ხომ უბრალოდ მოკვდავი ადამიანი ხარ? იყავი?
-აარომ მოგითხრო ყველაფერი,ზოგიერთი დეტალის გამოკლებით.რადგან ეს მან არ იცოდა.მეექვსე საუკუნეში მისი სიყვარული ანაბელი მოკლეს.ანაბელი იგივე ანასტასია.
-დედა ის შენ იყავი?მისი მარადიული და ერთადერთი სიყვარული?
-კი შვილო ასეა.მე მომკლეს ხორციელად მაგრამ ჩემი სული ისევ ცოცხალი იყო.ის კი ანაბელის სხეულში ჩასახლადა.მე დედაშენს არ მყვარებია მამაშენი ფრენკი,მაგრამ იძულებული ვიყავი ცოლად გავყოლოდი,რადგან ის ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო.ალბათ ფიქრობ რატომ უნდა გაყოლოდა ცოლადო,რადგან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი იყოო.
ჩემი ვალი იყო,მეპოვნქ ლამაზი მამაკაცი,რომლისგანაც შვილი მეყოლებოდა.ეს გოგო შენ ხარ.შენში ცოცხლობს წარსული ხორციელადაც და სულიერადაც.შენ ფრენკს უნდა დამსგავსებოდი განგება ასეთი იყო,მაგრამ ჩემმა და შენმა ყოფილმა გენებმა ყველაფერი შეცვალა.შენ ჩემი და ააროს შვილი ხარ.ფრენკი კი უბრალოდ ბიოლოგიური მამაა.შენი ბედია გახდე ვამპირი.
-კი მაგრამ დედა ვინ მომაქცევს ვამპირად ისინი ხომ მოკვდნენ.
-არა შვილო ეს შენი ყველაზე დიდი შიშებია.დავინახე შენი ააროსადმი შიში.მისი არ გეშინოდეს ის ასე იმიტომ იქცევა რომ დაგიცვას.მას უნდა რომ თავად მოგაქციოს, მაგრამ აქ ზემოთ ყველაფერი დაწერილია. შენი სხეული იმან უნდა შეცვალოს ვინც ჭეშმარიტად გეყვარება.ეს კი ჰარია.მამაშენმა(უკვე ააროზეა საუბარი) ეს არ იცის.
-დედა უკან როგორ დავბრუნდე?
-უბრალოდ თვალები სამჯერ დაახამხამე,ნელა.
-დედა მომენატრე,არ მინდა შენი დატოვება.
-ერთი.
მივხვდი მანიშნა თვალი დამეხამხამებინა.
-დედა ოდესმე კიდევ გნახავ?
-ორი.
მეორედაც დავახამხამე.
-დედა მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ შვილო,ააროს უთხარი რომ ძალიან მიყვარს.სამი.
თვალები დავახამხამე.უცებ სიცივემ ამიტანა.მივხვდი რომ რაღაც მაგარზე ვიწექი,თვალი გავახილე და დავინახე აარო, რომელიც ჩემს ხელს ჩაჭიდებოდა და მევედრებოდა ისევ არ დავეტოვებინე.
მეორე ხელზე კი ჰარის ჩაეკიდა ხელო და მას კოცნიდა.
თვალები გავახილე და წამოვდექი.
-დედა.
-ანამია შენ ცოცხალი ხარ.
-ჰარი მე დედა ვნახე.ის ანამბელი იყო აარო,დედაჩემი ანასტასია ანაბელია.მას ძალიან უყვარხარ.
-ეს შეუძლებელია.ის მოკლეს.
-აარო ის მხოლოდ ხორციელად მოკლეს.მისი სული კი ანასტასიაში ჩასახლდა.
-ეს სიმართლეა?
-კი აარო როცა გონება დავკარგე მას შევხვდი.
აარო წამოდგა და წარმოუდგენელი სიაწრაფიდ გაიქცა და წამში გაუჩინარდა.
-ანამია შენ ადამიანი ხარ,როგორ გადარჩი?
-ჰარი ეს დედამ გააკეთა.
-კი მაგრამ რანაირად,შენ გულისცემა გაგიჩერდა,უკვე შენთვის უნდა მეკბინა და ვამპირად მომექციე,რადროსაც წამოდექი და თვალები გაახილე.
-ჰარი არ ვიცი ეს როგორ მოხდა მაგრამ ვიცი რომ ეს დედას დამსახურებაა.
-კარგი ანამია ადექი სახლში წავიდეთ.
ამ დროს შევამჩნიე რომ ისევ ასფალტზე ვიწექი.
სახლში მალევე მივედით.
-ანამია შენ კარლაილს გაყევი ნაკერებს დაგადებს და ხელს შეგიხვევს.
-კარგი.
კარლაილს მეორე სართულზე ავყევი.ის კაბინეტისკენ გამიძღვა.
5უთის შემდეგ ნაკერები დამადო,ახლა კი ბინტი მოჰქონდა რომ შეეხვია.
-კარლაილ თქვენ რატომ არ გიჭირთ სისხლის შეხება?
-მრავალ წლიანი გამოცდილების დამსახურებაა საყვარელო.
ქვემოთ ჩავედით.
-ანამია სახლში წაგიყვან.
-კარგი წავიდეთ.
-ანამია ეს ჩაიცვი თორე გაცივდები.-ქუთრთუკი მომირბენინა სელენამ.
მთელი გზა ჰარის ხმა არ ამოუღია.
მანქანა სახლის წინ გააჩერა.
-ჰარი ჩემზე გაბრაზებული ხარ?
-ანამია გაბრაზებული არ ვარ უბრალოდ დაბნეული ვარ.
-ჰარი საღ გონებაზე არც მე ვარ.
-შენ ზემოთ ადი მე კი მანქანას სახლში მივიყვან,დეიდაშენი უკვე მალე მოვა.
-ჰარი არ შეგიძლია დარჩე?
-მანქანას მივიყვან შემდეგ კი უკან დავბრუნდები.
-კარგი გელოდები.
მანქანიდან გადმოვედი.იმ წამსვე ჰარი ადგილს მოწყდა.სახლისკენ წავედი.გასაღები გადავატრიალე და შიგნით შევედი.
ქურთუკი ჩამოვკიდე,ფეხზე გავიხადე,შემდეგ კი მისაღებში შუქი ავანთე.ოთახში არსებულმა პიროვნებამ ძალიან შემაშინა.
-ღმერთო აარო როგორ შემაშინე.
-ანამია უნდა გელაპარაკო.
-კარგი აარო ვილაპარაკოთ.
-შენ ხომ ჩემი შვილი ხარ,მაგრამ მამას სხვას ეძახი,ოდესმე მეც მივიღებ ამ ბედნიერებას?
-ვიცი ეს ძალიან გინდა,მაგრამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდე.დამიჯერე ძნელია ამ ყველაფრის გაგება.
-ვიცი ანამია.
-მაგრამ იმედი არ დაკარგო,შენ ცუდი არაფერი ჩაგიდენია,არ იცოდი რომ ცოცხალი ვიყავი.
-ანამია ბოდიში უნდა მოგიხადო,მაშინ ვერ შევძელიდა ვერ დაგიცავი,მაგრამ გეფიცები ახლა ყველაფერს გამოვასწორებ.არ დავუშვებ ვინმემ გავნოს.
-ვიცი აარო.იცი დედამ მითხრა რომ ჩემი ვალია ვამპირად მოვექცე.
-მართლა?შეგვიძლია ეს ახლავე გავაკეთოთ.თან შენი თავის დაცვასაც შეძლებ.
-აარო არა,მან მითხრა რომ ეს იმ ვამპირმა უნდა გააკეთოს ვისაც ვეყვარები ჭეშმარიტი სიყვარულით და ასევე მეც მეყვარება.
-ვხვდები ანამია მან რაც გითხრა.მან გითხრა რომ ეს ჰარიმ უნდა გააკეთოს ხომ ასეა?
-კი ასეა.
-მეც გეტყვი რაღაცას.ვიცი თავიდან ისე მოგეჩვენა, რომ ამ ოჯახს ვერ ვიტანდი,მაგრამ დამიჯერე შეცდი.
ეს ოჯახი იმ ვამპირულ ოჯახებიდან ერთერთია,ვისაც ყველაზე მეტად ვენდობით.განსაკუთრებით კი კარლაილი და ჰარი. კარლაილი და მე ვმეგობრობდით, ის მე მოვაქციე.როცა გავიცანი მაშინ მე ერთადერთი ვამპირი ვიყავი.ძალიან ავად გახდა,ამიტომ ჩემი შველა დასჭირდა.ზედმეტად ეგოისტი ავღმოჩნდი,რადგან არ გავუშვი.ის ჩემი ერთადერთი საყრდენი იყო,ამიტომ გავიმეტე სამუდამო ტანჯვისთვის.ვამპირობა ეს ხომ წყევლაა.კარლაილი ასე არ მიიჩნევს მაგრამ მე ხომ ასე ვფიქრობ.
-ასე არ უნდა იფიქრო აარო.
-ხო კარგი შევეცდები.ხო ჰარი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი,როცა ადამიანი იყო.დედამისმა ყველაფერი იცოდა ჩვენს შესახებ,ამიტომ იძულებული გავხდი მასთან მივსულიყავი.რადგან მომეკლა.ეს არ მომიწია,რადგან ავად იყო და ამ ქვეყანას მალე დატოვებდა.
ალბათ იცი რომ ფიქრებს ვკითხულობ შეხებით,როგორც ჰარი მაგრამ ერთი განსხვავებით,ჰარის შეუძლია დისტანციის მიუხედავად წაიკითხოს ფიქრები,მაგრამ მხოლოდ ის რასაც აწმყოში ვფიქრობთ.მე შეზღუდვა მაქვს,შეხების გარეშე ვერ შემოვიჭრები შენს გონებაში,თუმცა შედებისას ყველა იმ ფიქრს წავიკითხავ რაც დაბადებიდან თავში გაგივლია.ახლა მივუბრუნდეთ ისევ ჰარის.მისი დედის ფიქრები წავიკითხე,მას უკვე ლაპარაკი არ შეეძლო.ფიქრების საშუალებით გავარკვიე,რომ ვაჟი ჰყავდა ძალიან სათანადოდ აღზრდილი,მაგრამ კვდებოდა,მთხოვა მისთვის მეშველა.ეს კარლაილს ვუთხარი,მან კი ვამპირად მოაქცია.ჰარის თვალს ვადევნებ, რადგან ამ დროის განმავლობაში ძალიან შემიყვარდა ისე როგორც შვილი.მან შენი დაკარგვისგან მოყენებული ჭრილობა ნახევრად განკურნა.მაგრამ ის ხომ არ იყო ჩემი შვილი. მოკლედ კიდევ რომ არ ვილაპარაკო ბედნიერი ვიქნები,თუ ის ვამპირი რომელმაც უნდა მოგაქციოს ჰარი იქნება.

უკვე სიხარულის ცრემლები გადმომცვივდა.ფეხზე წამოვდექი მასთან მივვარდი და ჩავეხუტე.
-მადლობა მამა.
მანაც მომხვია ხელები. ამ დროს კი კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
-მიდი კარები გააღე,მე კი წავალ.
-მალე გნახავ ?
-ანამია მე ვამპირების ,,მეფე" ვარ და სულ საქმე მაქვს,მაგრამ ვეცდები შვილოსთვის დრო გამოვნახო.
-კარგი მამა.
ისევ მომეხვია,შუბლზე მაკოცა და გაუჩინარდა.
კარები გავაღე.
-დეიდა,როგორ ხარ?
-ანამია ახლა ჩემ ოთახში ავალ.არ იხმაურო გთხოვ დღეს სამი ოოერაცია ჩავატარე და ფეხზე ძლივს ვდგავარ.
-კარგი მეი არ შეგაწუხებ.
გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე.ის თავის ოთახში ავიდა,მე ბოთლით წყალი ავავსე და ოთახში ავედი.ტანსაცმელი გამოვიცვალე და თბილ ლოგინში შევწექი.
უკნიდან ცივის შეხება ვიგრძენი.
-ჰარი დღეს ჩემთან დარჩი და ხვალ სკოლაში ერთად წავიდეთ.
-კარგი ანამია.
-ჰარი აქ აარო იყო.
-ვიცი ყველაფერი გავიგონე.
-სულ ყველაფერი?
-კი სულ ყველაფერი.ახლა დაიძინე.
-კარგი.
გადავტრიალდი და მის სხეულს ავეკარი.
-მიყვარხარ ჰარი.
-მეც მიყვარხარ ანამია.
თვალები დავხუჭე და გადავეშვი სიზმრების სამყაროში,სადაც ყველაფერი მწვანე იყო.

ვამპირი Where stories live. Discover now