იდუმალი კოცნა

731 50 15
                                    

-საიდუმლო უნდა გაგიმხილო ანამია.
ნერწყვი გადავყლაპე და თვალებში შევხედე. მისი თვალები ბრწყინავდნენ.დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-კარგი.
გაეცინა.ტუჩები ყურებთან მომიტანა, ამაზე კი დამბურძგლა(სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე).
-ანამია.
-ხო?
-შენ.
-გისმენ.
-კალათბურთს ძალიან კარგად თამაშობ.
უკან გამოიწია გაიცინა და დარბაზიდან გავიდა.
მე კი შოკირებული დავრჩი.მალევე
მოვეგე გონს და საკუთარ თავს ლანძღვა დავუწყე.
-აბა რა გეგონა ანამია,გეტყოდა ლამაზი ხარო?ან მომწონხარო? სულელი ხარ ანამია პიტერს.
კარებში მწვანეთვალებამ თავი შემოყო.
-ჰო მარათლა.სხვა დროს გავისეირნოთ.სხვა საქმეები გამომიჩნდა.
-კარგი.
ამან ძალიან გამაბრაზა.
ბურთი ავიღე,კალათში უნდა მესროლა,როცა შუქი ჩაქრა.
ირგვლივ მიმოვიხედე.ნაბიჯების ხმა ვიგრძენი და ბურთი დამივარდა.
-ვინ ხარ?
სიჩუმე.
-მიპასუხე.
კვლავ სიჩუმე. უკვე ნერვიულობას ვიწყებ.ხელები წინ გავიშვირე,მაგრამ სიცარიელე.უკნიდან ვიღაცამ ხელები მომკიდე თავისკენ შემატრიალა და მაკოცა.ძალიან ტკბილი ტუჩები ჰქონდა.ძალიან მომეწონა ამიტომ წინააღმდეგობა არ გავუწიე.მალევე მომშორდა.
-ვინ ხარ?
-...
-რომელი ხარ მეთქი?
-...
შუქი აინთო.დარბაზში არავინაა.კოცნიდან სულ რაგაც 5წამია გასული შეუძლებელია ასე უცებ გაქცეულიყო.ნუთუ მომეჩვენა?მაგრამ ეს ისე ნამდვილს ჰგავდა.
ძალიან დავიბენი.გასახდელში შევედი,პირსახოცი ავიღე და შხაპი მივიღე.არც ცხელმა წყალმა მიშველა.ნივთები ავიღე,სკოლიდან გამოვედი, მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი.
-მეი მოვედი.
-ძვირფასო,წადი ხელები დაიბანე და მოდი ვისადილოთ.
-კარგი დეიდა მეი.
დეიდას სპაგეტი ჰქონდა გაკეთებული ხორცის ბურთულებით.უგემრიელესი იყო.რომ დავამთავრე ოთახში ავედი. და ჩემი საყვარელი წიგნის კითხვა დავიწყე. ,,სიამაყე და ცრურწმენა" მაგრამ იმდენად ჩაფლული ვიყავი ფიქრებში წაკითხვას აზრი არ ჰქონდა და გვერძე გადავდე,ახლა კი დღევანდელ კოცნაზე დავიწყე ფიქრი.
ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა.
კვლავ იგივე სიზმარი,ბნელი წყვდიადი და მწვანე თვალები.
ლოგინიდან შეშინებული წამოვხტი.მთლიანად ოფლში ვცურავდი.შხაპის მიღება გადავწყვიტე,შემდეგ კი მეცადინეობა.ყველაფერს რომ მოვრჩი უკვე 11საათი იყო. ქვემოთ ჩავედი,დეიდას ლოყაზე ვაკოცე და დასაძინებლად წავედი.ისევ იგივე სიზმარი.
***
დილითაც იმ მომენტში გამეღვიძა სადაც იმ მწვანეთვალებას სახე უნდა დამენახა, მაგრამ ვინ გაცდის.
-ჩემო საყვარელო დღეს მალე მოდი,მნიშვნელოვანი სტუმრები გვეყოლება.შეიძლება გახსოვდეს კიდეც, ბავშვობაში მეგობრობდით.
-კარგი დეიდა ყველანაირად ვეცდები.
-კარგი მიდი ადექი საუზმე მზადაა.
-ახლავე.
დღეს ასე ჩაცმა გადავწყვიტე.

ვამპირი Where stories live. Discover now