ისტორია

641 51 8
                                    

Harry's POV:
-ჩემგან თავი შორს დაიჭირე.
მის დაბნეულ თვალებს შევცქეროდი.ღმერთო როგორი ლამაზია.ნეტავ ადამიანი ვიყო.მასთან ყოფნა შემეძლებოდა,მაგრამ ახლა რა ვქნა.მას ასი წელია ველი,მე ის მიყვარს,მაგრამ არ შემიძლია ეს ვუთხრა,რადგან ეს ავნებს.
-ჰარი...მე-ბლუყუნებდა,ძალიან დაბნეული იყო.-რატომ უნდა დავიჭირო შენგან თავი შორს?
-რადგან ჩვენ ვერ ვიმეგობრებთ.
-რატომ ვერ ვიმეგობრებთ?
-ამის თქმა არ შემიძლია.
-კარგი.სახლში წამიყვანე.
-წავიდეთ.
ნახევარ საათში უკვე მის სახლთან ვიყავით.
-ანამია ვერ ვიმეგობრებთმეთქი იმიტომ არ მითქვამს,რომ ეს არ მინდა.
-არ აქვს ამას მნიშვნელობა,შენ თქვი რომ დისტანცია დავიჭირო.ასეც მოვიქცევი.ახლა კი სახლში უნდა შევიდე.
-კარგად ანამია.
სახლში შესვლისთანავე მანქანა ადგილიდან მოვეყვიტე.როგორც ყოველთვის მისი მაქსიმუმი სისწრაფით მივქროდი.ავტოფარეხში დავაყენე და სახლში შევედი.
ჩემს ოთახში ავედი და წიგნის კითხვა დავიწყე.
ცოტა რამ ჩემს შესახებ:(ყურადღებით წაიკითხეთ ჰარის ისტორიაზეა)
1918 წელს ესპანური გრიპით ვკვდებლოდი.მამაჩემმა კარლაილმა გადამარჩინა, რადგან სიკვდილ მოახლოებულმა დედაჩემმა სთოხვა რომ ეს გაეკეთებინა.3დღე ვიტანჯებოდი რომ კარლაილის ვამპირული სისხლი ჩემს ვენებში გაჯერებულიყო.საბოლოოდ გადავრჩი.მე სამუდამოდ გავიყინე დროში.ჩემი სიცოცხლე უსასრულოა და ამ უსასრულობაში მუდამ 17წლის ვიქნები.კარლაილ სტაილსი სულ რაღაც 45ლის
იყო როდესაც ვამპირად მოექცა.ის უკვე 700წლისაა,მაგრამ გამოიყურება,როგორც 35 წლის მამაკაცი.მე და ისიც სტაილსები ვიყავით,ამიტომ გვარების შეცვლა არ მოგვიწია. ცოტა ხანში მან ელისაბედი გადაარჩინა,რომელიც თავის მოკვლას აპირებდა.ამას მეც ვესწრებოდი,მისი სხეული გაყინული იყო,კანიც ულურჯდებოდა,მაგრამ კარლაილის ერთმა ნაკბენმა წამში დაუბრუნა ფერი. ის37 წლის იყო.დროთა განმავლობაში ერთმანრთი შეუყვარდათ.ოფიციალურად მოაწერეს ხელი და ცოლ-ქმარი
გახდნენ. 1925წელს უპატრონოდ მიგდებული გოგონა ,,გადაარჩინეს".
სახლში მოიყვანეს და ისიც იშვილეს,მაგრამ გვარი არ შეუცვალეს.არიანა გრანდე ,ჩემთვის იყო განკუთნილი,მაგრამ მას ჩემში არანაირი გრძნობა არ გამოუწვევია,პირიქით დასავით შემიყვარდა.ის18წლის იყო.შეუყვარდა ბიჭი,რომელიც კიბოს ებრძოდა.კარლაილმა ისიც მოაქცია.მალე დაწყვილდნენ.1943 წელს როდესაც ომში ვიბრძოდით,მე და კარლაილმა ვიპოვეთ გოგონები,რომლებსაც დედები დაეკარგათ,მამები კი ომში იბრძოდნენ.კენდალი დაჭრილი იყო, სელენას კი გულის შეტევა ჰქონდა.კარლაილმა ისინიც მოაქცია.ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ თუ რატომ აქცევს ჩემს და ძმებს მხოლოდ კარლაილი ვამპირად?!ის გამოცდილია.ჩვენი ოჯახი ასე ვთქვათ ვეგეტარიანელია.მხოლოდ ცხოველების სისხლით ვვარსებობთ,არ ვეკარებით ადამიანს.რათქმაუნდა ცხოველის სისხლი არ გვაკმაყყოფილებს,მაგრამ ადამიანის მოკვლას სჯობს.როდესაც ადამიანის სისხლს სვავ გაჩერება შეუძლებელია,მის ვამპირად მოქცევისთვის კი ადამიანის სისხლიც საჭიროა.ამის გაკეთება კარლაილს შეუძლია,მართალია ძალიან უძნელდება,მაგრამ ყოველთვის ახერხებს გაჩერებას,ასე გაჩერდა ყველასთან. მან და ელისაბედმა ყველა ,,გვიშვილეს" ჩვენ ყველას ოჯახი ვეგონეთ,მაგრამ იცოდნენ,რომ აყვანილები ვიყავით.ძირითადად სულ ვმოგზაურობდით,ნესტიან ქვეყნებსა და ქალაქებში,რადგან მზეზე გამოჩენისას ყველა მიხვდება რომ ადამიანები არ ვართ.
50 წლის შემდეგ, კენდალს და 300წლის ვამპირს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ.
მის გამო ადამიანის სისხლიც დათმო და ჩვენ კლასს დემოუერთდა.საბოლოოდ მე და სელენა დავრჩით მარტოები.ნაილი და არიანა, ლიამი და კენდალი კი დაწყვილდნენ. ნაილი და კენდალი იმდენად გავდნენ ერთმანეთს,რომ ყველას და-ძმა ეგონა,კარლაილი და ლიზიც ხალხს ამას ეუბნებოდნენ,რომ ისინი ტყუპები არიან და მათ იშვილეს,როდესაც ჯერ კიდევ 7წლისები იყვნენ.
***
ახლა:
მე,კარლაილი და ელისაბედი ფორკსში ჩამოვედით ერთი წელია,ნაილი და არიანა პარიზში იყვნენ, კენდალი და ლიამი ანტარქტიდაზე,სელენა კი უბრალოდ ჩვენი ,,კლასის ნათესავებთან"(იგულისხმება ვამპირთა კლასი,რომელიც ჩვენსავით ოჯახად ცხოვრობს და ცხოველების დიეტას იცავს) იყო ამაზონის ჯუნგლებში და ცხოველებზე ნადირობდა.
უკვე ერთი წელია ფორკსის სკოლაში დავდივარ,ბავშვების მუდმივი საჭორაო თემა ვიყავი თავიდანვე, მაგრამ ახლა ექიმი მეის დისშვილი ჩამოვიდა და ყურადღება მასზე გადაიტანეს.
ის სწორედ ის იყო ვისაც 100წელი ველოდი.ჩემი უმაღლესი ხარისხის ,,ჰეროინი".
  მე ფიქრების კითხვა შემიძლია,შემიძლია წავიკითხო ფიქრები კილომეტრების მოშორებითაც,მაგრამ ვერ ვკითხულობ ანამიას აზრებს,არ ვიცი მას სჭირს რამე თუ მე,მაგრამ ერთადერთის რომლის აზრებსაც ვერ ვკითხულობ.ჩემს ოჯახში მე და სელენას გვაქვს განსაკუთრებული ძალები.ის მომავალს ხედავს,თუმცა მისი ხილვები სუბიექტურია,ქმედებების მიხედვით იცვლება. კარლაილს მოთმინებია ნიჭი აქვს,ელისაბედს სიყვარულის,ნაილს და კენდალს ემოციების კონტროლის,არიანას სიმღერის,ლიამს კი ბრძოლის.
ამჟამად სკოლაში მხოლოდ მე დავდივარ,მაგრამ ბავშვების საბუთები შეტანილია და ორშაბათიდან ისინიც ივლიან.
ყველა დამამთავრებელ კლასში იქნება ჩემი და სელენას გარდა. არის კიდევ რაღაც რაც არ იცით. ვამპირის გამოჩენისას ჩნდება სხვა არსება,რომელსაც სძულს ვამპირები.სწორედ ამიტომაც არ მინდოდა ადამთან ერთად თამაში და ამიტომ დამეჭიმა ძარღვები მისი დანახვისას.მათი კლანი16 მგლისგან შედგება.მათი ეგრედწოდებული სამეფო წარმომადგენელი ზრდას ახალგაზრდობაშივე წყვეტს სხვები კი იქამდე იზრდებიან,სანამ 25წელს არ მიაღწევენ.ადამი სამეფო გვარისაა,მისმა მამამ ბრძოლის დროს დიდი ტრვმა მიიღო და მგლად გადაქცევა შეწყვიტა,დროთა განმავლობაში კი ასაკის მატება დაეტყო.მათ კლანში პირველად მგლად გადაიქცა ლუისი,რომელიც მგლების ხროვას ლიდერობს,ადამი ხროვაში კი მისი მარჯვენა ხელია ,ასე
ვთქვა ლუისი ალფაა, ადამი კი ბეტა.წესით ადგილები უნდა გაცვალონ ,მაგრამ ადამი ლიდერობაზე უარს ამბობს. აქ ჩამოსვლისას ჩვენმა ოჯახმა მათთან შეთანხმება დადო,თუ ჩვენ ფორკსში არავის ვუკბენდით,ისინიც არ დაგვესხმებოდნენ თავს. ასევე დავთქვით ტერიტორია: მათ სანაპირო ზოლიდან სკოლამდე ერგოთ,სკოლიდან ფორკსის ბოლომდე კი ჩვენ.
***
მე მიყვარდა,მიყვარს და სამუდამოდ მეყვარება ანამია,მაგრამ არ უნდა დავუშვა,რომ მან ეს ყველაფერი გაიგოს,თორემ საფრთხეში ჩავარდება.
——————————————————
მოკლედ ეს თავი დიდი ვერაფერი💕💕უბრალოდ გაიგეთ ყველაფერი მათ შესახებ.აი შემდეგი თავი კი დამერწმუნეთ მოგეწონებათ.

ვამპირი Where stories live. Discover now