ნოა

346 32 4
                                    

-გოგონი თვალები გაახილე.ჰეი,ცოცხალი ხარ?მე რომ აქ არ ვყოფილიყავი რა გეშველებოდა საერთოდ რაზე ფიქრობდი?
-მე...მე...მე უბრალოდ ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი.-გაიღიმე და შემომხედა.
-წამოდი წავიდეთ,სულ სველი ხარ და გაცივდები.
წამომაყენა.მისი სიმხურვალე ვიცანი.დაკუნთული, მხარზე იმავე სვირინგი ჰქონდა,რაც ადამს ზეინს ლუის და მათ ხროვის წევრებს აქვთ.ესეიგი ისიც მაქციაა.
-შენ ახალი ხარ?
-აქ ვცხოვრობდი პატარაობაში.8წლის რომ გავხდი პორტ ანჯელესში გადავედით,ახლა კი ისევ აქ დავბრუნდი.
მის სიტყვებზე ჩამეღიმა.
-მე სხვა რამეს ვგულისხმობდი.
დაიბნა.
-იცი მე ვერ მივხვდი.
-ნოა რა გვარი ხარ?
-ბლექი.
-ეს მგლების ერთ-ერთი გვარია.
-მოიცადე ვერ ვხვდები რას გულისხმობ.
-ღმერთო დიდებულო,ვიცი ვინც ხარ.
-კი იცი თავი მე გაგაცანი.
-ვინმემ მიშველეთ.ტელეფონი გაქვს?
-კი რათ გინდა?
-მეგობრებს უნდა დავურეკო.
შარვლის უკანა ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და გამომიწოდა.
ლუისის ნომერი ავკრიფე და სასწრაფოდ დავრეკე.
-ლუის, სანაპიროზე ვარ გთხოვ მოდი და ეს ახალი მგელი მომაშორე.
ნოა გაფითრდა.
-ვინ ახალი მგელი?
-მოდი ლუის.
ნოას ლუის მოსვლამდე ხმა არ ამოუღია.
-ნოა ჩემ გოგოს თავი მოაბეზრე?
-რას ამბობ ძმაო,რაღაცეები დამიწყო.მგელიო და ხროვაო.
ლუიმ მე გადავიხარხარეთ.
-ნოა,ამდენი ნამიოკის შემდეგ ვერ მიხვდი რომ,მან ყველაფერი იცის?
-მოიცადე მართლა იცის?
-კი ის ვამპირის გოგოა,იყო.
მის ხსენებისას გული შემეკუმშა და მომინდა იქვე ცრემლების ტბა დამეყენებინა.
-ანამია ისე ორივე სველი რატომ
ხართ და ჩემთან არ მოდიოდი შენ?
-ლუი,იცი,უცებ ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი და ამ კლდიდან გადმოხტომა მომინდა,შენ და ბიჭებიც ხომ აკეთებდით ამას.
-ანამია შენ სულ გადაირიე? რამე რომ დაგმართნოდა?ან ნოა აქ რომ არ ყოფილიყო?რაზე ფიქრობდი.
-ბოდიში ლუი.
-კარგი ჩემო ანგელოზო.წამოდი სახლში წაგიყვან.
-კარგი.
ნოას დავემშვიდობეთ,ჩემს მანქანაში ჩავჯექით და ლუის სახლში წავედით.დაახლოებით12 საათამდე ვიყავი მასთან,შემდეგ კი ჩემთან წავედით.მანქანიდან გადმოვდიოდი, როდესაც სელენას რეინჯ როვერი შევამჩნიე.კისრის ტეხვით გადმოვედი მანქანიდან და სახლში შევვარდი.ლუიც უკან გამომყვა. სელენა მდივანჯე იჯდა და რაღაცაზე ნერვიულობდა,მას კი ადამი ამშვიდებდა.
სელენამ გამომხედა და თვალები გაუფართოვდა.
-ანამია,შენ რა ცოცხალი ხარ?
მასთან მივედი და ჩავეხუტე.
-სელენა როგორ მომენატრე.
-ანამია , ცოცხალი რანაირად ხარ?შენ ხომ კლდიდან გადახტი.
-სელენა დამშვიდდი,ცოცხალი ვარ,იმ კლდიდან გასართობად გადავხტი.
-ღმერთო ეს რა გასართობია.
უფრო მჭიდროდ მომეხვია.ეს მომენტი კი სელენას ტელეფონზე შემოსულმა ზარმა გაგვიფუჭა.
-კარლაილ,გისმენ.
ცოტახანში სელენას სახე შეეცვალა.ტელეფონი გათიშა, გარეთ გაიხედა და თვალები გაუშტერდა, მივხვდი რომ რაღაცას ხედავდა მომავლიდან.უცებ გამოფხიზლდა და მომიბრუნდა.
-ანამია ჰარიმ გაიგო,რომ ხილვა მქონდა,თუ როგორ გადახტი კლდიდან,მას მკვდარი ჰგონიხარ და თვითონაც სიკვდილი უნდა.
-ღმერთო არა.
უკვე ცრემლები მსდიოდა.
-ანამია ამის დრო არაა დროზე უნდა წავიდეთ იტალიაში.
-იტალიაშია?
-მამაშენთან მიდის.
-იქ რა უნდა?
-თავს გამოააშკარავებს და მამაშენიც იძულებული იქნება სიკვდილით დასაჯოს.
ცრემლების ახალმა ნაკადმა ჩემს ღაწვებზე გაიკვლიეს გზა.სელენა და მე გარეთ გავვარდით და მანქანაში ჩავჯექით,აეროპორტში წავედით.ლუი და ადამი ვერ გამოგვყვებოდნენ, რადგან ხროვას ვერ მიატოვებდნენ.
იტალიაში ჩავფრინდით თუ არა,პირდაპირ მამაჩემის სამყოფელისკენ გავიქეცით.როგორც სელენამ მითხრა,დიდი ზარიანი კოშკის გვეშ.
-ანამია,შენ წადი,ჩემი ფიქრები რომ გაიგოს იფიქრებს ვატყუებ და პროცესს დააჩქარებს.
იმ შენობამდე ძლივს მივაღწიე.ჰარი უკვე პერანგის ღილების შეხსნას იწყებდა და გარეთ მზეზე გამოდიოდა.მასთან გავიქეცი და ხელი ვკარი.სიბნელეში შევაგდე.
თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა.
-ანამია უკვე სამოთხეში ვარ?
-არა ჰარი თვალები გაახილე,არცერთი არ მომკვდარვართ.
-ანამია ცოცხალი ხარ ,შენ ცოცხალი ხარ.
-კი.ჰარი.ახლა კი შემიძლია წავიდე,უბრალოდ დაგარწმუნე რომ ცოცხალი ვარ.
-არა ანამ..
სიტყვა ორმა ვამპირმა შეგვაწყვეტინა.
-თქვენ ჩვენთან წამოხვალთ.
ამ დროს სელენაც შემოვიდა.ისიც ჩვენთან ერთად მოდიოდა.დიდ ჩაბნელებულ ოთახში შეგვიყვანეს.რომლის კუთხეებსაც სანთლები ანათებდა.
-ისინი მოვიყვანე,შეიძლება გოგო წავიყვანო, დღეს არ მისადილია.
ამბობს ქერა თმიანი საზიზღარი შესახედაობის მქონე ბიჭი.
-პაოლო გადი.და საერთოდ ყველანი გადით,მარტო დამტოვეთ სტუმრებთან.
ეს მისი ხმა იყო,ააროსი მამაჩემის, ცრემლები გადმომცვივდა.როდესაც ყველა გავიდა ააროსკენ დავიძარი.
-შენ?
-შვილო,როგორ მიხარია რომ ცოცხალი ხარ. ჩამეხუტა,მე კი უხეშად მოვიშორე.
-შენ მე მიმატოვე ,ახლა კი მეუბნები რომ გიხარია ცოცხალი რომ ვარ?
-ანამია ეს იმიტომ გავაკეთე რომ დამეცავი.
-ანამია ის მართალია.ჩვენ ერთად დავგეგმეთ,შენ რომ უსაფრთხოდ ყოფილიყავი.შენ ვამპირების გარემოცვაში იყავი,რაც საფრთხეს გიქმნიდა,ის რომ ააროს შვილი ხარ კიდევ უფრო ბევრ პრობლემას
ქმნიდა.
-ამიტომ გაქცევა და ჩემი მიტოვება ერთადერთი იყო?
-ასე გამოვიდა ანამია,მაგრამ ახლა ვხვდები რომ შევცდი.
-გთხოვ მაპატიე შვილო.
-ანამია ყველას გვაპატიე გთხოვ.
მამაჩემს ხელახლა გადავეხვიე,ცრემლებს კი უფლება მივეცი ააროს მოსასხამი დაესველებინათ.
-ოღონდ აღარასდროს მიმატოვოთ.
-გპირდები შვილო.
ახლა ჰარისათან გავიქეცი და მას მოვეხვიე.
-ჰარი ანამია უკან დააბრუნე.
-კარგი აარო.
-ნახვამდის შვილო.
-კარგად მამა.
ისეთი დაღლილი ვიყავი მალევე ჩამეძინა. თვალებს ვახელ და ჩემს ოთახს ვავლებ.შეშინებული თავს აქეთ იქით ვაქნევდი,მაგრამ დავმშვიდდი როცა ცივ სხეულს შევეხე.
-ჰარი შენ აქ ხარ.
-აქ ვარ ანამია და აღარასდროს მიგატოვებ,გპირდები.ჰარის ლოგინში,ჩემს გვერდით ადგილი გავუთავისუფლე,ისიც ჩაწვა მიუხედავად იმისა რომ არ იძინებდა.თავი მის მკერდს დავადე და მისი სურნელი შევისუნთქე.
-ჰარი მიყვარხარ.
-ანამია მეც მიყვარხარ.მაპატიე ის სიტყვები რაც ბოლოს გითხარი.
-უკვე გაპატიე.
ეს სიტყვები ვთქვი და ღრმა ძილს მივეცი.ამ ღამეს არანაირი კოშმარი არ დამსიზმრებია,რომელიც ბოლო თვეებში მაწუხებდა ყოველ ღამ.მხოლოდ მწვანე თვალები.
——————————————————
მუზა სტულიად გამიქრა.💕ვეცდები შემდეგი კარგი გამოვიდეს.
ეს ნოაა😘😘

noah centineo as noah black

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

noah centineo as noah black

ვამპირი Where stories live. Discover now