დაახლოება

556 38 11
                                    

ახალ ამბავს ვერ ვიჯერებდი.1საათი დებილივით ერთ წერტილს მივჩერებოდი. ფიქრები უკუ ვაგდე და ღრმა ძილში გადავეშვი.
***
დილით 8საათზე მეღვიძება.მაშინვე ვდგები და სააბაზანოში შევდივარ.იქ 15 წუთს ვჩერდები.შემდეგ გამოვდივარ ვარჩევ ტანსაცმელს.

წიგნებს ვალაგებ და სასაუზმოდ ჩავდივარ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

წიგნებს ვალაგებ და სასაუზმოდ ჩავდივარ.
დეიდას როგორც ყოველთვის ბლინები გაემზადებინა და მე მელოდებოდა.
ვისაუზმე,მანქანის გასაღები ავიღე პალტო ჩავიცვი და სახლიდან გავედი.მანქანის სითბო მესიამოვნა.სკოლაში 15წუთში მივედი.
გაკვეთილებმა უაზროდ ჩაიარა.ლიტერატურა ბოლო გვქონდა.ჰარი დავინახე ჩვენს ადგილას იჯდა და მე მელოდა გაღიმებული,მაგრამ სრულიად საპირისპირო მიმართულებით წავედი.ერთ გოგონას ვთხოვე ადგილი გაეცვალა.მანაც გამიცვალა,რათქმაუნდა სტაილსთან დაჯდომაზე უარს ვინ იტყვის.
ზარია დარეკვისთანავე კლასიდან გამოვვარდი და გოგოების საპირფარეშოში შევედი.ნახევარი საათი ვიცდიდი,შემდეგ კი გამოვედი და გოგოების გასახდელისკენ წავედი.ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი.ჯერაც ვერ დამეჯერებინა,რაც გუშინ გავიგე.ადრე გითხარით:კალათბურთის თამაშისას გრძნობებისგან ვიცლები მეთქი.
ახლაც ამიტომ შევედი გასახდელში გამოვიცვალე და დარბაზში შევედი.ვიცოდი რომ არავინ იქნებოდა.ეს კი სიჩუმემაც დაადასტურა.ბურთი ხელში ავიღე და სროლა დავიწყე,მაგრამ გავწყვიტე როცა დარბაზის კარები ხმაურიანად გაიღო.ჰარი ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯებით მოიწევდა.თეთრი პირსახე კიდევ უფრო გაჰთეთრებოდა.უპეები უფრო ჩაშავებოდა ,თვალები კი სრულიად შავ-ბნელს მოეცვა.
-ანამია მთელი დღე თავს რატომ მარიდებ?
-...
-მიპასუხე ანამია.
-...
-მიპასუხე ამ დედააფეთქებულ კითხვაზე.-დაიღრიალა.
-...
-რატომ ხარ ჩუმად.-თვალები აუწყლიანდა,ღმერთო ის ტირილს აპირებს.ცრემლების დანახვისას გული მომილბა.-გთხოვ მიპასუხე ანამია.-მანაც ხმას დაუწია.
-ჰარი..მე
-გისმენ ანამია.მითხარი რა ხდება.
-ჰარი მე გავიგე ვინ ხარ.
-რაა?რას გულისხმობ ანამია ?
-ჰარი შენ ვამპირი ხარ.
-კი მაგრამ რანაირად გაიგე?ჩემი გეშინია?
-არა ჰარი არ მეშინია.მას უდრეკად ავხედე.
-მაშინ ელემენტარული კითხვა დამისვი:რას ვჭამთ?
-ჰარი მე შენ არაფერს დამიშავებ.-მისი თვალები ჩემს საყვარელ ფერს იბრუნებდნენ.
-წამომყევი რაღაც უნდა გაჩვენო.
თავი დავუქნიე და გავყევი.ტყეში შემიყვანა.
-ზემოთ უნდა ავიდეთ.ზურგზე შემაჯექი.
თავიდან ვიყოყმანე, მაგრამ შემდეგ ზურგზე შევაჯექი და ხელ-ფეხი მჭიდროდ მოვხვიე.გაეცინა.
სწრაფად გაიქცა.ვერ ავღწერ ამ დროს რას ვგრძნობდი.ისე სწრაფად მირბოდა,მანქანაც ვერ გადაგვისწრებდა.მწვერვალზე რომ ავედით ზურგიდან ჩამომსვა.
-არ გაინტერესებს როგორები ვართ?
იმ ადგილას მივიდა სადაც მზის სხივი კარგად ანათებდა.ასევ ვთქვათ შიგნით შევიდა.მაიკა გადაიძრო და ჩემსკენ შემობრუნდა.მისი კანი საოცრად ბრჭყვინავდა.წარმოიდგინეთ ჭაღი,რომელსაც მილიონი კრისტალი აქვს და მას შუქს ანათებდეთ,ისევე ბრწყინავდა ჰარი,როგორც ეს ჭაღი ააბრწყინდებოდა.
-ანამია ეს მკვლელის კანია.შემომხედე,ასე ხალხში რომ გავიდეთ,ყველა მიხვდება,რომ ადამიანები არ ვართ.
-ჰარი შენ ანათებ.
გაეცინა.
-გითხარი ანამია ეს მკვლელის კანია.
-ჰარი შენ ულამაზესი ხარ.
მისი სახე დაბნეულობამ მოიცვა.ახლოს მივედი და ხელი ავწიე,რომ კანს შევხებოდი.ხელი მის უნდაკლო კანს და მის ტატუებს გადავატარე,ჯერ მტრედებს,შემდეგ კი პეპელას.ის ულამაზესია.ხელს გაუაზრებლად ვასრიალებდი მის გაყინულ სხეულზე.
-ანამია ჩემი უნდა გეშინოდეს.
-მაგრამ არ მეშინია.
-სულელი უნდა იყო ამ ამბის გაგების შემდეგ ჩემთან რომ იქნები ისევ.
სახე გაუმკაცრდა,მაგრამ შემდეგ დანაღვლიანებული სახით შემომხედა და გვერძე გაიხედა.
მის ნიკაპს შევეხე და ჩემსკენ მოვატრიალე.
-დაე ვიქნები სულელი.
ჰარის გაეღიმა და ორი ცრემლი გადმოუგორდა.მას სახეზე მოვკიდე ხელები და ცრემლები მოვაშორე.თვალები დაეხუჭა და ჩემს შეხებებს შეიგრძნობდა.
-ანამია წავიდეთ.შეგცივდება.
-კარგი წავიდეთ.
სახლში მიმიყვანა თვითონ კი წავიდა.შესვლისთანავე პიანინოს ოთახში ავედი და ელიზეს დაკვრა დავიწყე.დასრულებისას მივხვდი რომ ვტიროდი.ცრემლები შევიმშრალე და ავდექი რომ ოთახიდან გავსულიყავი,მაგრამ აივნის ფარდა აშრიალდა. მოვტრიალდი,იქ კი კედელს მიყრდნობილი ჰარი დამხვდა.
-კარგად უკრავ.-მისკენ გადავდგი ნაბიჯი,მაგრამ მან დამასწრო და ჩემთან მოვიდა.
-შეიძლება მეც დავუკრა?
თავი დავუქნიე .პიანინოსთან დაჯდა და გრძელი თითებით უცნობი,მაგრამ ძალიან ლამაზი მელოდიის დაკვრა დაიწყო.

ვამპირი Where stories live. Discover now