მარტოობა

392 33 7
                                    

-მამააა...
მამაჩემი მუხლებზე დაეცა.მას მივვარდი და სარი სხეულიდან ამოვაცალე.ამ დროს ჰარი სტიუარტთან მივიდა ხელები და თავი წააცალა და ცეცხლში შეაგდო,შემდეგ კი ჩემთან მოვიდა.მე ააროს ვუყურებდი და ცრემლებად ვიღვრებოდი.მან ხელი აწია და ლოყაზე დამადო.
-ანამია შვილო,მაშინ ვერ შევძელი შენი დაცვა და ერთხელ უკვე დაგკარგე,ამას კი მეორედ ვეღარ გადავიტან.იმედი მაქვს მაპატიებ.
-მამა უკვე გაპატიე გთხოვ არ წახვიდე,არ დამტოვო(შენი სუნთქვა ჩემთვის ყველაფერია...).
ამ დროს ხელი ჩამოუცურდა და თავი გვერდზე გადაუვარდა.
-მამაააა.
ტირილი დავიწყე და მის მკვდარ სხეულს ავეკარი.ხელები ჭრილობაზე დავადე და სისხლის შეკავება დავიწყე.არაფერი გამოდიოდა,სისხლი კი უფრო და უფრო შავდებლოდა,მისი ისედაც გაყინული სხეული კი უფრო იყინებოდა.დავიხარე და ჭრილობას დავხედე,ჩემი ცრემლები ეცემოდა მის ჭრილობას.ისევ კისერზე მოვეხვი.უეცრად ცივი ხელები ვიგრძენი სხეულზე,ვიფიქრე ჰარი იქნებოდა და წამოვიწიე,მაგრამ მამაჩემია მოცინარ სახეს შევეფეთე.
-აარო შენ ცოცხალი ხარ.-კარლაილი.
-მამაა,შენ?რანაირად?
-შვილო.-წამოდგა და გულში ჩამიკრა.- შენში ჩემი ნაწილია,ალბათ ეს ამის ბრალია.შენ მე გადამარჩინე.
-აარო.
-ბეკა მიხარია ისევ შენი ნახვა.
-მეც,თქვენთვის საინტერესო ამბავი მაქვს.
-მართლა რა გაარკვიე ჯონსის ჯაშუშობისას?
-მის სახლში ძველი წიგნი ვიპოვე, VI საუკუნით იყო დათარიღებული. გადავწყვიტე წამეკითხა.ვამპირებზე და მაქციებზე იყო წიგნი,ისეთი არაფერი ეწერა რაც არ ვიცით. ბევრი წვალების შემდეგ საიდუმლო გვერდი აღმოვაჩინე, იქ იმ წიგნის დამალულ გვერდზე კი წინასწარმეტყველება ეწერა.
,,VI საუკუნე:
ქვეყანას უცხო პირი შემოესია სისხლისმწოველი.ის ხალხს ხოცავდა ძველთაგანვე,ახლა კი ხალხში გაერია და ვერც კი შეამჩნევ განსხვავებას.წელს ჩვენს სოფელში,რომელშიც მუდმივად უჟმური ამინდი სუფევს გამოჩნდა ახალგაზრდა გოგონა,რომელიც ხალხს კურნავდა, მისი მკურნალობის გზები უცნობი იყო, მე ვფიქრობდი, რომ ის ხალხს ბოროტი ძალებით კურნავდა,მაგრამ გოგონას გაცნობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ის ადამიანი იყო,მკურნალი ექიმი,მას ერქვა ანაბელი(ააროს სიყვარული).

ვამპირი Where stories live. Discover now