სიმართლე

437 37 24
                                    

-ჩემი ნახვა რატომ სურს?
-არც მე ვიცი ანამია.ახლა სახლში მიგიყვან,გამოიცვალე,შარვალი ჩაიცვი.შემდეგ კი მანქანაში ჩაჯექი და ჩვენ სახლში მოდი.
-რატომ?
-იმიტომ რომ აიროს ერთად უნდა შევხვდეთ.
-კარგი.
არ ვიმჩნევდი მაგრამ ძალიან მეშინოდა.ჰარიმ სახლში მიმიყვანა.კიდევ კარგი მეი არ იქნება დღეს ქალაქში.ოთახში ავედი და ტყავის შარვალი,შავი მოტკეცილი სვიტერი,ტყავის ქურთუკი და შავი კედები ჩავიცვი.შემდეგ გარეთ გამოვედი მანქანაში ჩავჯექი და სტაილსებთან წავედი.
ისინი მისაღებში ისხდნენ.
-ანამია,უნდა წავიდეთ,გვერდიდან არ მომშორდე.თუ რამე მოხდება და ისე არ წავა როგორც დავგეგმე,განიშნებ.ლიამმა იცის რაც უნდა ქნას და ჩემი ნიშნის შემდეგ მასთან ერთად წახვალ.
-კარგი.
-ჰარი გოგოს ნუ აშინებ ყველაფერი კარგად იქნება-ელისაბედი.
ჰარიმ ღრმად ჩაისუნთქა და კარისკენ გაიხედა.
-წასვლის დროა.
გარეთ გავედით.იმ წამსვე ტყიდან
15 მგელი გამოვიდა.ჩვეულებრივ მგლებზე 5ჯერ დიდები იყვნენ.ღმერთო ისინი ხომ მაქციები არიან.ჰარის გავხედე ის იღიმოდა.
-ანამია ისინი არ გვენდობიან და ამიტომ არიან უკვე მგლად გადაქცეულები.
მათ გავხედე,ერთ მგელს დავაკვირდი ,მისი თვალები მეცნო.
-ადამ?
ვიკითხე ძალიან ჩუმად.მგელმა კი თავი დააქნია.
-წავედით აარო გველის.
ტყეში შევედით.ჰარის ჩემი ხელი თავისაში ჰქონდა მოქცეული და წინ დაჟინებით იყურებოდა.
-აქ გაჩერდით,ისინი მალე მოვლენ-სელენა.შეგახსენებთ,რომ ის ნათელმხილველია.
ხუთ წუთში ჰორიზონტზე ოციოდე სილუეტი დავლანდე.ისინი ჩვენსკენ სწრაფად მოიწევდნენ.
საბოლოოდ ჩვენს წინ გაჩერდნენ.
ჰარიმ ზურგს უკან ამომიყენა.
-ესეიგი ეს არის ის ანამია,რომელმაც ჩვენს შესახებ იცის.არ მოგატყუებთ და ნამდვილი ანგელოზია.
-აარო რა გინდა.
-გოგო მოვიდეს ჩემთან.ფიქრები მჭირდება.
ჰარიმ მანიშნა მასთან მივსულიყავი.
აარომ ხელი გამომიწოდა,დიდი ყოყმანის შემდეგ ხელი ჩავკიდე.მან თვალები დახუჭა,როგორც ჩანს ჩემი ფიქრების წაკითხვას ცდილობდა.საბოლოოდ თვალები გაახილა და გაოგნებული ნიღაბი აიკრა.
-ეს შეუძლებელია,ის ფარია.ისევ ცოცხალია,1000წლის წინ მოკვდი,როგორ შეძელი გადარჩენა?
-რას ნიშნავს ეს?-ჰარი.
-ჰარი შენი შეყვარებული,ფარია.უკვდავი ადამინი.
-ანამია რას ნიშნავს ეს, სიმართლეა?
-ჰარი არ ვიცი რას გულისხმობთ.
მე ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ.
-არა ძვირფასო.რაღაც მინდა გკითხო.სად არის მამაშენი?
-იის...ის მუშაობს და რა შუაშია ეს.
-მამაშენი ფრენკია ხომ ასეა?
-კი.საიდან იცით ეს?
-დარწმუნებული ხარ რომ ის ნამდვილად მამაშენია?მოდი ძვირფასო მოგიყვები.ახლა ყველაფერი გასაგებია.
-ვერაფერს ვხვდები რას ნიშნავს ეს?
-ძვირფასო მე დავიწყებ და შენ არ გამაწყვეტინო.-თავი დავუქნიე.-დიდი ხნის წინ,ძველი წელთაღრიცხვით 257წელს ამ ქვეყანაზე გამოჩნდა ერთი არსება,სისხლისმსმელი უკვდავი ვამპირი.ის ერთადერთი იყო.ხალხმა კი მის შესახებ არაფერი იცოდა.დროთა განმავლობაში
მან ყველაფერი შეისწავლა , ამას საუკუნეები მოანდომა მაგრამ შეძლო.
ახალი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში მან გაიცნო მოკვდავი ქალი.ძალიან შეუყვარდა,ქალსაც ძალიან შეუყვარდა.რამოდენიმე წელში ქალში არსება ჩაისახა.მაგრამ ეს არსება შიგნიდან ღრღნიდა ქალს.2 თვეში ქალი მხოლოდ ძვალი და ტყავი დარჩა.ერთ დაწყევლილ
დღეს ის ძალიან ცუდად გახდა.სიკვდილის წინ ვამპირს სთხოვა,რომ ნაყოფი გადაერჩინა.კაცს ეს ბავშვი არ ანაღვლებდა მხოლოდ ქალი.ბოლო წამს ქალს სისხლი გამოწოვა და მას კი თავისი დაალევინა.წესით ამას უნდა გაემართლებინა,მაგრამ ბავშვმა შეიწოვა სისხლი.დედა მოკვდა ის ბავშვი კი გადარჩა.მუცლიდან ამოიყვანეს.ის ჩვეულებრივი ბავშვი იყო,მაგრამ ვამპირული გენებით.ჭამდა ადამიანურად,მაგრამ არ ანაყრებდა.კაცმა ის მიატოვა,არ შეეძლო იმისთვის შეეხედა,ვინც ცოლი მოუკლა.მაგრამ ამასთანავე ვერ ტოვებდა მას რადგან ცოლმა მისი პატრონობა დაავალა.მეათე საუკუნეში ხალხი აუჯანყდა ამ ვამპირს,მაგრამ ვერაფერი დააკლეს.გაირკვა რომ მას გოგონა ჰყავდა.ხალხმა კი ეს გამოსავლად ჩათვალა და ეს უსუსური ბავშვი მოკლა. მისი სახით მსოფლიომ ფარი დაკარგა.ის ყველა ძალას ბლოკავდა და მაოფლიოში ყველა ბუნებრივ ძალაზე ძლიერი იყო.ვამპირი დღემდე ცოცხალია გოგო კი მკვდარი იყო.მაგრამ ბუნებამ მისი ხელახლა შობა გადაწყვიტა.ის ამ მსოფლიოს ადამიანის სხეულში მოევლინა ჩვეულებრივი ბიოლოგიური დედ-მამის სახით,მაგრამ ისინი მისი მშობლები მხოლოდ ბიოლოგიურად არიან.მაგრამ ნამდვილი მშობლები საუკუნეეების წინ დაკარგა.მას არაფერი ახსოვს.მაგრამ ინახავს დიდ წარსულს.გაინტერესებს ვინაა ის გოგო?ეს შენ ხარ ანამია.შენ ხარ ფარი და ხიდი ადამიანებს და ვამპირებს შორის.-ამ სიტყვების გაგონებისას გულში რაღაცა ჩამიწყდა.
-თუ ეს გოგო მე ვარ,მაშინ ისინი ვისაც აქამდე დედ მამას ვეძახდი,არ არიან ჩემი მშობლები.მაშინ ვინ არის ის კაცი,რომელმაც ვერ დამიცვა და სასიკვდილოდ გამწირა?
-ანამია ეს ასე არაა.ის გიცავდა,მაგრამ ვერ გაუმკლავდა ყველაფერს.ხალხი ბევრი იყო,ის კი ერთი.
-ის ვამპირი იყო,შეეძლო ყველას შეწინააღნდეგებოდა-გაუაზრებლად ცრემლები მომდიოდა.-თუ ის ცოცხალია,ანუ თუ ნამდვილი მამაჩემი ცოცხალია,სად არის ახლა?
-ანამია ის შენს წინაშე დგას,როგორც ყველაზე ძლიერი არსება მთელს მსოფლიოში და ახლა შენს დაკარგვას აღარ აპირებს.
-შენ ...შენ...შენ მამაჩემი ხარ?
-კი ანამია ასეა.-ეს სიტყვები ბოლო იყო რაც გავიგონე.გონება დამიბნელდა.არაფერი მესმოდა,მაგრამ ყველაფერს ვხედავდი.უკან მოვტრიალდი და გავიქეცი.უკან მოუხედვად მივრბოდი. ჰარიმ დამიძახა,საკმაოდ შორი მანძილიდან, მაგრამ გავიგე.ყურადღება არ მივაქციე და ისევ გავიქეცი.ამ დროს მარჯვნივ შემოვტრიალდი,ძლიერი ნათება იყო,შემდეგ კი ბნელი წყვდიადი.
——————————————————
ანუ მეც დავიბენი უკვე.რა მოუვა ანამიას ამის შემდეგ?თქვენი აზრები მაინტერესებს.
💕💕💕

ვამპირი Where stories live. Discover now