10

377 39 2
                                    


ვხედავ ატირებულს და ვცდილობ დავაიგნორო სურვილი რომელიც შინაგანად მკლავს.

- დროა გადაწყვეტილება მიიღო ჯეონ.

- რა გინდა ჩემგან?

- ბევრი არაფერი.

- პირობას დებთ რომ ხარჯებს გადაიხდი?

- კი თუ ჩემს წინადადებას მიიღებ.

- გისმენთ.

- ჩემზე იქორწინე, გამომყევი.

- თქვენ რა სულ გააფრინეთ, გაგიჟდით?

- იცი ჯანქუქი " როდესაც სიყვარული და სიძულვილი ყოველგვარ ზღვარს გადადის ცხოვრებაში ყოველივე ეს სიგიჟეს ემსგავსება.მე არასოდეს არ მყვარებიხარ, მაგრამ შენ... შენ მაიძულე შემძულებოდი როგორც გიჟს. თუმცა ყოველივე მის მიუხედავად გახდი ჩემი. გამომყევი. ჩემზე იქორწინე.

- მე...

- დრო გადის ჯინის სიცოცხლე კი შენს ხელშია.

- მეე... მე...

- ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, რა გადაწყვიტე?

- კარგი თანახმა ვარ. გთხოვ ის გადაარჩინე, მხოლოდ ჯინიღა მყავს მასაც ვერ დავკარგავ.

- კარგი წავედით.

- ოპერაცია...

- როგორც კი ხელს მოვაწერთ ხარჯებს დავფარავ, ოპერაციას ისედაც გაუკეთებდა იუნგი.

- კარგი.- ჩურჩულებს და ჩემს წინ ნელ-ნელა მიდის, მალევე მანქანაში ვჯდებით და ჩემი სახლისაკენ მივდივართ სადაც ნოტარიუსი გველოდება.

მაგიდაზე დადებულ საბუთებს თვალს ვავლებ და მეღიმება, ეს სწორედ ის იყო რაზეც მთელი ეს წლები ვოცნებობდი. ჩემი შურისძიებით ტკბობის დრო იყო.

ხელს ვაწერ და ვხედავ ქუქის, რომელსაც ხელები უკანკალებს და თითებს ნერვიულად ათამაშებს. რამოდენიმე წუთიანი ჩაფიქრების შემდეგ ნერვიულად ხელს აწერს საბუთებს. მოლოცვას ვიღებთ ნოტარიუსისაგან და მალევე მარტოც გვტოვებს.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Where stories live. Discover now