26

318 26 0
                                    


ორი დღე გავიდა თაე კი სახლში არა და არ გამოჩენილა. არ ვიცი რა ხდბა? არ ვიცი სადაა? თავს საშინლად ვგრძნობ, ვცდილობ არ ვიფიქრო თუმცა არაფერი არ გამომდის. ვერ ვივიწყებ იმ წუთებს როდესაც მიმატოვა.

სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ ანარეკლს თვალს ვავალებ, თითებით ვეხები ყელზე დატოვებულ ნიშნებს რომლებიც ნელ-ნელა ფერმკრთალება. არ ვიცი რატომ მეღიმება მათი დანახვისას თუმცა ვიცი რომ არ მსურს მათი გაქრობა.

მისაღებში ჩავდივარ სადაც ჰობი და ქალბატონი სო ჯინთან ერთად საუბრობენ და იცინიან. მათ ვესალმები, იქვე ვჯდები და ვცდილობ მათ საუბარზე ყურადღების გამახვილებას თუმცა თავს ვერ ვერევი ერთადერთი რაზეც ვფიქრობ თაეა. ნეტავ სად არის? რას შვება?

- შენ რას იტყვი ქუქი.- ისმის ჯინის ხმა და მე არც კი ვიცი თუ რაზე მესაუბრებიან.

- მაპატიეთ მე უბრალოდ...

- მშვიდობაა შენს თავს?- მეკითხება ჯინი, ვცდილობ გაღიმებას თუმცა მასთან ასე მარტივად არ გამოვა თამაში. ამჩნევს ჩემს ღიმილს თუ არა თავს იკატუნებს თითქოს და ყველაფერი კარგადაა თუმცა ტუჩებით მანიშნებს რომ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. რა ჯანდაბა ვუთხრა? როგორ ვუთხრა რომ თაემ ჩემზე უარი თქვა.

როდესაც ჰობი და სო მიდიან ჯინი თვალს მავლებს.

- ეხლა დაიწყე მოყოლა.

- არ ვიცი როგორ ავხსნა.

- რა მოხდა?

- თითქოს და ყველაფერი კარგად იყო ჯინ.

- რას გულისხმობ?

- იმ ღამით როდესაც სახლში მოვედით ჩვენ... ნუ ჩვენ, ხო ხვდები არა.- ვჩურჩულებ ლოყებ აწითლებული.

- თქვენ სექ...

- არა.

- აბა?...

- ყველაფერი მშვენივრად იყო და მეც მზად ვიყავი ჯინ, მზად ვიყავი რომ მასთან ერთად დამევიწყებინა ყველაფერი და სიამოვნების მორევში გადავშვებულიყავი მაგრამ მერე დარეკეს და ის უბრალოდ წავიდა.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Onde histórias criam vida. Descubra agora