20

390 36 2
                                    


მისაღებში ჩავდივარ და ქუქის თვალს ვავლებ რომელიც ღიღინ-ღიღინით სახლს ალაგებს. ვაკვირდები მის მიხრა-მოხრას და როდესაც მის საჯდომზე თვალები მიშტერდება ბაგეებს ვიკვნეტ. წამებში აზრზე მივდივარ და იქვე დივნისაკენ მივდივარ.

- დილამშვიდობისა.

- ჰეი.

- არ მეგონა სიმღერა თუ შეგეძლო.

- არც შე...

- ლამაზი ხმა გაქვს.

- მადლობა თუმცა კი ასე არაა.- ამბობს ღიმილით და დივანის მეორე კუთხეში ჯდება. რამოდენიმე წამი ასე ვართ და ეს სიჩუმე საშინლად აუტანელია. ტელევიზორს ვრთავ და სხვა და სხვა არხზე გადავდივარ.

- ჯინმა დამირეკა.- ვამბობ როდესაც სიჩუმე აუტანელია.

- ვიცი, მეც დამირეკა და უარი ვუთხარი.

- რატომ?

- ჯუნი შენ...

- ჩვენ მათთან მივალთ, რაც შეეხება ნამჯუნს მას მე მივხედავ.

- თაე მე ვწ...- საუბარს ვერ ასრულებს თვალები წამიერად ერთ ადგილზე ეყინება, მეც მის მზერას ვაყოლებ თვალს და მეღიმება რიდესაც მის სახეს ვაკვირდები თუმცა გული მწყდება უფრო კარგად რომ არ გავალამაზე ეგ ნაბიჭვარი.

- ეს...

- ვინ ეს?

- ეს, ეს ისაა თაე, ის.- ჩურჩულებს და თვალები ცრემლებით ევსება და მე უკვე ვნანობ რომ ის ნაბიჭვარი არ მოვკალი. ატირებული ქუქისაკენ ვიწევი და მალევე მკლავებში ვიქცევ, ის კიდევ ჩემზე ჩახუტებული ტირილს აგრძელებს.

- ნუ ტირი გთხოვ, მე აქ ვარ ის ვერასოდეს შეგეხება, ვერც ის და ვერც სხვა. მე შენს გვერდით ვარ ქუუ.

- თაე მე ძალიან ვწუხვარ.

- ქუუ არ მინდა რომ გებრალებოდე, არ მინდა ისევ წარსულში დავრჩე, არ მინდა საცოდავი ვიყო გესმის. მირჩევნია გძულდე ვიდრე გებრალებიდე. სიძულვილს უფრო გადავიტან ვიდრე სიბრალულს.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Où les histoires vivent. Découvrez maintenant