35

285 22 3
                                    


კვირა გავიდა რაც თაესთან ერთად საფრანგეთში ვარ.

როდესაც მასთან ერთად წამოსვლა შემომთავაზა ძალიან გამიხარდა. ახალ პროექტზე მუშაობდა, მე კი მაბედნიერებდა ის ფაქტი რომ თითოეულ წამსა თუ წუთს მასთან ვატარებდი. მიხაროდა რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში ვიყავი მის გვერდით.

სააბაზანოდან გამოსულ თაეს თვალს ვავლებ და ლოყები მიწითლდება. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ეს ღვთაებრივი მამაკაცი მე მეკუთვნის, რომ მისი სხეულის თითოეული ნაწილი ჩემია.

ვუყურებ კისერზე დატოვებულ ჩემს ნიშანს და მეღიმება, მართალია არც ისეთი გამოკვეთილია მაგრამ მაინც მაბედნიერებს ფაქტი რომ მე ის მეკუთვნის.

- დღეს რა გეგმები გაქვს?- მეკითხება ღიმილით და ნელ-ნელა სხეულს სამოსით იმოსავს.

- არც არაფერი.

- იქნებ წამოსულიყავი.

- მირჩევნია აქ დავრჩე, თაე ხომ იცი...

- კარგი, კარგი მე უბრალოდ შემოგთავაზე.

- მიყვარხარ.

- მეც მიყვარხარ, თუ რამე დამირეკე კარგი და აქ გავჩნდები.

- კარგი, მომიკითხე შენი კოლეგები და კარგად გაერთე.

- ვეცდები თუმცა უშენოდ არ მგონია ეს მოვახერხო.- ამბობს, ბაგეებზე სწრაფ კოცნას მიტოვებს და ოთახიდან გადის.

ტელეფონით ჯინსა და ჯიმინს ვუკავშირდები ერთმანეთს სიახლეებს ვუყვებით და ვიცინივართ, მათთან საუბარი ყოველთვის მამშვიდებს. შემდეგ კი წიგნს ვუჯდები რომელიც უკვე დიდი ხანია რაც ვიყიდე, პირველივე თავიდან მითრევს და მეც მთელი არსებით ვეფლობი ამა თუ იმ პერსონაჟთან ერთად სიტუაციაში, მათ დარდსა და ტკივილს ვიზიარებ, ვიღიმივარ.

კარის ხმაზე მეღვიძება, არც კი ვიცი როდის ჩამეძინა. თაე ხელებს მხვევს, ლოყებს მიკოცნის, ვგრძნობ ალკოჰოლის სურნელს რომელიც ასე საოცრად ერწყმის მის სურნელს და მეღიმება. თაე ხანდახან სვამს თუმცა არა ისე როგორც ადრე.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin