15

390 36 0
                                    


ვუყურებ ფეხით მოსიარულე თაეს და არ ვიცი რა ვუთხრა, უკან მივყვები და არემარეს თვალს ვავლებ, წამიერად ჩერდება თუმცა მალევე გზას აგრძელებს.

- თაე.

- საუბრის ხასიათზე არ ვარ.

- ვწუხვარ, არ მინდოდა რომ ასე მომხდარიყო ყველაფერი მე უბრალოდ...

- ჯინზე ნერვიულობდი მესმის.

- ვწუხვარ, ბოდიში.

- ბოდიშის მოხდა არაა საჭირო და თან შენ არ ხარ ვალდებული ბოდიში რომ მომიხადო.

- თაე.

- გისმენ.

- შეიძლება რომ ერთ ადგილზე გავიაროთ?

- არ ვიცი.

- გთხოვ თან ძალიან ახლოს ვართ, ძალიან გთხოვ.

- ჯანდაბას წავიდეთ.- ამბობს და ჩემს გვერდით დგება.

პატარა შენობის წინ ვდგავართ და მასთან ერთად შენობაში შევდივარ, ერთ-ერთ მაგიდასთან ვთავსდებით.

- აქ რას...

- იცი პატარაობისას მამას ყოველთვის აქ მოვყავდი როდესაც მოწყენილი ვიყავი. ამბობდა რომ ნაყინი ყველანაირ დარდს აქრობდა. პატარას ყოველთვის მჯეროდა ამის. პირველად იმედები მაშინ გამიცრუვდა როდესაც მშობლების გარდაცვალების შემდეგ აქ მოვედი. ჩემს დარდსა და ტკივილს ვერაფერი ვერ მოვუხერხე. ახლა კი იცი რას ვფიქრობ? იმას რომ შენს სევდასა და მოწყენილობას ოდნავ გააქარვებს ეს ადგილი.

- ტკბილი არ მიყვარს.

- შეუძლებელია.

- შესაძლებელია.

- და მაინც უარი არ მიიღება.

- ქუუ...

- მარწყვის თუ შოკოლადის?

- არცერთი.

- ანუ მარწყვის.- ვამბობ და ღიმილით ვაძლევ ჩვენს შეკვეთას. ჩემთვის შოკოლადისას ვიღებ და თაესათვის მარწყვისას რადაგნ ჯიმინისაგან მახსოვს თაეს არანორმალური სიყვარული მარწყვის მიმართ.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora