8

408 42 0
                                    

დილით თვალს ვახელ თუ არა ოთახში ჯიმინს ვხედავ გაბრაზებული სახით.

- კიმ.

- ჯიმინ ამ დილით ნუ დაიწყებ.

- ეს რას ნიშნავს?

- რაზე მესაუბრები?

- მშვენივრად იცი რაზეც, ეს რა ჯანდაბაა თაე ასეთი როგორ გახდი? შენ...

- ჯიმინ ადამიანები იცვლებიან, ახლა კი უბრალოდ მარტო დამტოვე.

- კარგი იყოს ისე როგორც გსურს, დარჩი შენს დემონებთან ერთად კიმ და დატკბი შენი ბინძური ქმედებით.- ამბობს თუ არა საწოლზე გაზეთებს ყრის და ოთახიდან გაბრაზებული გადის.

თვალს ვავლებ სხვა და სხვა გაზეთებს სადაც მე და ჯეონი ვჩანვართ როდესაც ერთმანეთს ვკოცნიდით.

ვკითხულობ სტატიას და ფოტოებს ისევ თვალს ვავლებ.

- ჯანდაბა ეს მართლაც მეტისმეტია ბექიონ.- ვჩურჩულებ დ გაზეთებს ძირს ვყრი.

შემდეგ რამოდენიმე ადამიანთან ვრეკავ და აბაზანაში გავდივარ, შხაპს ვიღებ თან ჯანქუქზე ვფიქრობ ნეტავ რა ხდება მასსა და ჯეის შორის.

თავს ვიწესრიგებ თუ არა სამსახურისაკენ ღიღინ-ღიღინით მივდივარ.

მისვლისთანავე ჩემს გაბრაზებულ დირექტორს შეძლებისდაგვარად ვუმკლავდები თუმცა ერთია მისი მოტყუება და მეორე ქუქისი რომელიც გაბრაზებული და ოდნავ დაბნეული თვალს მავლებს.

- თეჰიონ...

- ვიცი აქ რატომ მოხვედი.

- ეს... ეს...

- მესმის.

- არა არ გესმის. ჯეიმ დ მე ვიჩხუბეთ, მან მე ამ სულელური ფოტოების გამო მიმატოვა.

- მესმის რომ ცუდად ხარ, ნუ ნერვიულობ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეს ნამდვილი ფოტოები არაა.

- რას გულისხმობ?

- ჩვენ ერთმანეთისათვის არასოდეს არ გვიკოცნია აქ კი...

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Dove le storie prendono vita. Scoprilo ora