11

357 38 1
                                    


თვე გავიდა რაც თეჰიონთან ცხოვრება დავიწყე. ვერ ვხვდებოდი თუ რა სჭირდა მას. თუმცა მისი მადლიერი ვიყავი რომ მასთან დაწოლას არ მაიძულებდა. ხშირად მკოცნიდა, მეხვეოდა და ვერ ვხვდებოდი თუ რატომ სიამოვნებდა ჩემს მეორე მეს ეს ყველაფერი. წესით და რიგით მასზე გაბრაზებული უნდა ვყოფილიყავი. ის უბრალოდ ჩემი დაბნევით ერთობოდა. არ ვიცოდი როგორ დამეიგნორებია მისი სიახლოვისას ნერვიულობა ან თუნდაც მისი შეხებისაგან გამოწვეული ჟრუანტელი მთელს სხეულში.

ჯინთან საუბრისას ყველაზე მეტად ვნერვიულობდი თუმცა მასთან საუბრის შემდეგ თავს უკეთესად ვგრძნობდი, ვხედავდი და ვგრძნობდი თუ როგორ შესტკიოდა მას გული ჩემზე. ვხედავდი დანაშაულის გრძნობას მის მზერაში, რასაც ვერ ვიტანდი. ვცდილობდი მის დამშვიდებას რაც ასეა თუ ისე ოდნავ გამომდიოდა და ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებდა ამ წყეულ სამყაროში.

გავიცანი პაკ ჯიმინი. ადამიანი რომელიც ჩემი ერთადერთი მეგობარი გახდათ ჯინის შემდეგ. მასთან ერთად დრო უფრო სახალისოდ გამყავდა. უამრავ თემაზე ვსაუბრობდით და სულელებივით ვიცინოდით თუ ჩვენი იდეები ან მოსაზრებები ერთმამეთისას ემთხვეოდა.

გავიცანი კიმ ნამჯუნი ჯინის მეწყვილე, რომელიც ასევე ჩემი მაზლი გახდათ.

შევესწარი ჯუნისა და თეჰიონის ჩხუბს თუმცა ჯინის წყალობით ყველაფერი მშვიდობიანად დაასრულეს. მიხაროდა რომ ჯინი ბედნიერი იყო ის ჩემთვის ყველაფერს წარმოადგენდა.

მისაღებში ჩავდივარ თუ არა თაეს და ვიღაც გოგონას ერთად ვხედავ რაც დიდად არ მომწონს.

- ძვირფასო, არ მეგონა თუ სტუმრები გვყავდა.- ვამბობ თუ არა ღიმილით მათ ვუახლოვდები.

- გამარჯობათ კიმ ჯანქუქი, თაეს მეუღლე.- ვამბობ და ხელს ვართმევ დაბნეულ გოგონას, ვგრძნობ თაეს ხელს ზურგზე, მაგრამ არ ვიმჩნევ, არ ვჩერდები. ეგღა მაკლია თავზე რქები დამადგან.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz