16

373 36 5
                                    

სარკის წინ ვტრიალდები და საკუთარ ანარეკლს ისევ ვავლებ თვალს, საბოლოოდ ბოლო შტრიხებსაც ვასწორებ და საკუთარი თავით კმაყოფილი მისაღებში ჩავდივარ. ვხედავ თაეს და უკვე სათვალავი მერევა იმდენჯერ ავღნიშნავ ფაქტს რომ ის მსოფლიოში ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი მამაკაცია.

წვეულებასა და სასმელებს ვეე ვიტან თუმცა დღეს ეს ორი ჩემი განუყვრელი მეგობარია.

მისვლისთანავე იგრძნობოდა თაესა და ჯუნის შირის დაძაბულობა რაც დიდად არ მომწონდა.

ვუყურებდი თაეს, რომელიც სასმის სასმისზე ცლიდა და ეს დიდად არ მაბედნიერებდა.

ჯინთან მივდივარ და ძლიერად ვეხუტები.

- ულამაზესი ხარ.- ამბობს ღიმილით ჯინი.

- შენც ჩემო საყვარელო.- ვამბობ თუ არა მას ვეხვევი, შემდეგ კი თაესაკენ მივდივარ, რომელსაც ჯიმინი ესაუბრება.

- იქნებ მეტი აღარ დალიო.- ეუბნება ჯიმინი თუმცა თაე უბრალოდ არემარეს თვალს ავლებს და კიდევ ერთ ჭიქას ცლის.

- თაე.

- ქუუ.

- მეტს ნუ დალევ გთხოვ.

- ქუუ რომ არ დავლიო მე უბრალოდ გავაფრენ. შენ არ გე...

- მესმის რომ ჯუნიმ...

- გთხოვ თავი დამანებე, არ მინდა რომ გაწყენინო.

- თაე...

- წადი ქუუ.- ამბობს თუ არა კიდევ ერთ ჭიქას ცლის. მე და ჯიმინი ერთად ვდგავართ და თაეს თვალს ვავლებთ.

- მერამდენე ჭიქაა?

- არ ვიცი სათვალავი ამერია.

- მასზე ვნერვიულობ.

- მეც, ჯუნი მის მიმართ ისეთი სასტიკია.

- მე არ ვიცი თუ რატომ ვერ ვხ...

- კარგია თუ არა იცი.

- ჯიმინ...

- შენს გამოა ყველაფერი ქუქი. მას შენზე შურისძიება უნდოდა და ამ შურისძიებას შესწირა ყველაფერი. მოსიყვარულე ძმა, ერთგული მეგობრები, მისი სულიც კი. ის ასეთი არ იყო, ის საშინლადაა შეცვლილი. იცი ჩემი მეგობარი იმ დღეს მოკვდა, როდესაც ციხეში ჩასვეს.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Where stories live. Discover now