39

194 10 1
                                    


დილით თვალს ვახელ თუ არა ჩემს მკლავებში მშვიდად ჩაძინებულ ჯანქუქს ვხედავ. მიყვარს ყოველი დილა მისი დანახვით რომ იწყება. ვიცოდი რომ სიყვარული ამოუცნობი გზებით გირევდა თავგზას, ვიცოდი რომ სიყვარული მრავალმხრივი და მრავალფეროვანი იყო, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი ისეთ სიყვარულს რომელიც უსასრულოდ გაგრძელდებოდა ყოველგვარი დასასრულისა და წერტილის გარეშე. მე ჩემი ქუქი მიყვარდა მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტად.

თვალს ახელს, მიღიმის და თითებით ლოყებზე მეფერება.

- დილამშვიდობისა მშვენიერო.

- დილამშვიდობისა სიმპატიურო.- ამბობს ღიმილით და უფრო ძლიერად მეკვრის სხეულზე.

- როგორ გეძინა?

- საოცრად, მიყვარს როდესაც შენს მკლავებში მიქცევ.

- მერწმუნე მეც მიყვარს ამ საქმიანობის გაკეთება.- ვამბობ, ბაგეებზე კოცნას ვუტოვებ და მასთან ერთად თითოეული წამით ვტკბები.

თავს ვიწესრიგებთ თუ არა მისაღებში ჩავდივართ სადაც ჯეიჰოპსა და მის შეყვარებულს ვხედავთ, ერთმანეთს ვესალმებით და ბავშვებთან მივდივართ.

ბავშვთა სახლს ვრთავთ, ყველაფერს ვალამაზებთ და სანამ ჯინი სამზარეულოში საზეიმო სუფრისათვის ყველაფერს ამზადებს ჩვენ ნაზვის ხეს ვრთავთ და ირგვლივ სათამაშოებით ვამკობთ.

ჯეიჰოპი, ჯიმინი და ქუქი პატარებთან არიან ცეკვავენ და საახაწლო სიმღერებზე მღერიან. თვალს ვერ ვწყვეტ ქუქის რომელიც პატარასავით აქეთ-იქით დახტუნავს.

- ძალიან ლამაზია.- ამბობს ჩემს გვერდით ჩამომჯდარი ბექიონი და გაოცებული თვალს ვავლებ.

- შენ?

- ჰო, არ გეჩვენები.

- აქ რას?...

- დეიდამ მთხოვა მათთან ერთად ახალი წლის გატარება, არ მეგონა აქ თუ გნახავდით სუყველას.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Where stories live. Discover now