18

399 37 5
                                    

- თეჰიონ მე...

- ეხლა რომ ვუფიქრდები იცი რას ვხვდები ქუქი. მნიშვნელობა არ აქვს მე თუ სხვა ვინმე იქნებოდა მანქანაში, შენ უბრალოდ სუყველას დასჯიდი. შენი მშობლები ხომ მთვრალი მძღოლის შეცდომამ შეიწირა. შენ ისინი ვერ დასაჯე თუმცა მე მთელი არსებით დამსაჯე.
რას ამბობდი რომ შენ ვერასოდეს ვერ გიყიდდი. ამბობდი რომ შენი პატიოსნება არ იყიდებოდა. ისეთი სულელი იყავი, რომ ვერც კი გაიგე როგორ აღმოჩნდი სხვის ხელში მარიონეტი. დაზარალებულის ოჯახი ჩემთან იყო მოსული ფული მოითხოვეს მეც გადავიხადე თუმცა იმ ნაბიჭვრებმა ფული დახარჯეს და მოხუცი... რომ არა ჯიმინი დღეს მოხუცი მკვდარი იქნებოდა. შენ კი იმ ღორების ხელში მთავარი იარაღი გახდი.
ვაღიარებ დანაშაული ჩავიდინე. გოგონა რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო დავკარგე, წამლები რომლებიც მიპოვეს სხვისი იყო. შეიძლება ჩათვალე რომ მე ყველაფერს ფულით ვსაზღვრავდი მაგრამ ასე არ იყო. მე უბრალოდ მეშინოდა.
ერთია შეცდომა რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია და მეორე რომელსაც ვერ გამოასწორებ. მე ჩემს შეცდომაზე პასუხი ვაგე. შენ და რამოდენიმე ხარბმა მატლმა ყველაფერი ისე გააკეთეთ რომ ციხეში მიკარით თავი. ისე ვბრაზოვდი ყველა თქვენგანზე თუმცა ვიცოდი რომ მათ ვერაფერს ვერ წავართმევდი რადგან დასაკარგი არც არაფერი ჰქონდათ. ისინი იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ რომლებიც ფულისათვის სულსაც კი ყიდნენ.
ყველაზე საშინლად მეშინოდა ციხის, შენ კი პირდაპირი რეისით ციხისკენ გამამწესე. შენი სიტყვები, უცოდველი თვალები და ჩემი ყელამდე ნეხვის ცხოვრება. შენ უბრალოდ მოთამაშე პაიკი გახდი სხვის ხელში, რომელმაც სხვა უფრო ძლიერ ფიგურებზე უკეთესად შეასრულა დავალება.
ყვირილი, ათასი ხმა რომელიც პირდაპირ გახლის თუ რა უნდა. გესმის უწმაწური სიტყვები, მათი ბინძური ფანტაზიები და აცნობიერებ რომ ერთადერთი რაც შენამდე მოღწევაში აკავებთ გისოსებია.
თვეები გადიოდა მე ვეჩვეოდი მათ მზერას, მათ უწმაწურ ფანტაზიებს. თავს ვიცავდი შეძლებისდაგვარდ, მაგრამ ერთხელ ყველაფერი თავდაყირა დადგა. ვყვიროდი, ვიბრძოდი, მაგრამ როგორც თავად აღნიშნე მეც არფერი არ გამომივიდა. ხუთნი იყვნენ დამცინოდნენ და ჩემი ტკივილით სიამოვნებას იღებდნენ. მირტყამდნენ და ტუჩებზე ძლიერად მაჭერდნენ ხელებს რომ როგორმე გავეჩერებინე. მეხებოდნენ მისი ბინძური ხელებითა და ტუჩებით და თავიანთ თითოეულ ფანტაზიას ჩემთან შეხებით იკმაყოფილებდნენ. მთელი ღამით ვგრძნობდი მათ ბინძურ ხელებსა და ბაგეებს ჩემს სხეულზე. არ ვიცი როდის შეჩერდნენ როდის დაასრულეს. მხოლოდ ის მახსოვს რომ საშინელ ტკივილს გავიცდიდი მთელს სხეულში როდესაც ორი ერთდროულად იკმყოფილებდა თვიანთ სურვილებს, შემდეგ უბრალოდ ყველაფერი გაითიშა. არც ის ვიცი ვინ მიპოვა, თვალები როდესაც გავხილე პალატაში ვიყავი. მეზიზღებოდა ჩემი თავი. ვერ ვიტანდი ჩემ სხეულს რომელიც ისევ გრძნობდა მათ შეხებას, რამოდენიმეჯერ თვითმკვლელობაც კი ვცადე თუმცა უშედეგოდ მაინც არაფერი გამომივიდა ყოველთვის ცოცხალი ვრჩებოდი. ჩემი მესაკნე ბოგამი წამითაც არ მტოვებდა მარტო, მან მაჩუქა ახალი ცხოვრება, მასწვლა ყველაფერი. ვურტყამდი ყველას, თუ საჭირო იყო თავად ვხდებოდი მწამებელი. მთელი 5 წელი ვცდილობდი გავმხდარიყავი ის რაც დღეს ვარ, დავიფიცე რომ აღარასოდეს აღარ ვიქნებოდი უსუსური და სუსტი თუმცა ამ წამს მე ისევ ის საცოდავი არარაობა ვარ რაც იმ ღამის შემდეგ ვიყავი.
დავიფიცე რომ ჯოჯოხეთს მოგიწყობდი და როგორც შენი სიტყვებიდან გავიგე ეს წარმატებულადაც შევძელი.- ამბობს და თვალს მვლებს. მას ვუყურებ და თავს საშინლად ვგრძნობ.
- გეზიზღები... რათქმაუნდა ასეც უნდა იყოს მე ხომ ცხოველი ვარ.- ამბობს თუ არა ფეხზე დგება და კარისაკენ იწყებს სიარულს.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Where stories live. Discover now