41

186 10 2
                                    


2 კვირა გავიდა რაც თაემ ხელი მთხოვა მე კი ბედნიერებისაგან მგონია რომ დავფრინავ. საკუთარ ანარეკლს ვავლებ თვალს სარკეში და თეთრ სმოკინგს უკეთესად ვაკვირდები. დღეს ჯინ ჰიონთან ერთად საყიდლებზე გამოვედი და როდესაც სასურველ სმოკინგს მოვკარი თვალი თავი ვერ შევიკავე და სხეულზე ღიმილით მოვირგე.

- ძალიან გიხდება ქუუ.

- ასეა თითქოს და ჩემთვის შექმნესო.- ვამბობ ღიმილით და კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს ჩემს ანარეკლს.

ყველაფერს ვყიდულობთ და პატარა კაფეში ვჯდებით.

- რა გადაწყვიტე ჯანქუქი?

- ჯინ ჰიონ ვიფიქრე და მემგონი თაეს ძალიან მოეწონება.

- რა იფიქრე?

- ჯიმინს ვთხოვე დახმარება და თაესთვის სიმღერას ვწერ.

- სიმღერას?

- ჰო, " Euphoria..." - ვამბობ ღიმილით და მელოდიას წამიერად მისთვის ვღიღინებ.

- ძალიან ლამაზია ქუ.

- იმედია მას მოეწონება.- ვამბობ და ყავას ვსვამ.

- მოეწონება და თენ ძალიან.- ამბობს ღიმილით და შოკოლადის ტორტს აგემოვნებს.

მასთან ერთად ვსაუბრობ, შემდეგ კი ერთმანეთს ვემშვიდობებით, სახლისაკენ მივდივარ როდესაც თვალს ვკრავ ჩემთვის კარგად ნაცნობ სახეს.

- მეგონა აღარასოდეს აღარ ვნახავდით ერთმანეთს.- ჩურჩულებს და თვალს მავლებს წამიერად.

- მეც ასე მეგონა.- ვამბობ და მას ვუცქერი.

- ანუ 2 დღეში ქორწილი გაქვს.

- ასეა.- ვამბობ და ბეჭედს თითებით ვათამაშებ.

- ბედნიერი ხარ ქუუ?

- ბედნიერი ვარ ჯეი, ის მაბედნიერებს.

- კარგია თუ ასეა ძალიან მიხარია ქუქი, უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებ.

- მადლობა.- ვამბობ და წამოსვლას ვაპირებ თუმცა წამიერად ვჩერდები.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Dove le storie prendono vita. Scoprilo ora