17

345 36 2
                                    


სახლში მივდივარ თუ არა შესვლისთანავე ვხედავ ჯიმინის მკლავებში ჯანქუქს, ჩემს ჯანქუქს სხვა მამაკაცის მკლავებში რაც საშინლად მაღიზიანებს. მერე რა რომ ჯიმინი ჩემი მეგობარია მაინც მაღიზიანებს მის მკლავებში ქუქის ნახვა.

მთელი ღამე ჯუნის წყალობით ჯოჯოხეთი გამოვიარე, ვერ ვიტან ჩვენს შორის არსებულ დაშორებას, ჩხუბს, მაგრამ მას არ ესმის ვერ ხვდება. სასმის სასმისზე ვცლიდი და ვცდილობდი სამყაროს გამოვთიშვოდი. სასმელის მეშვეობით ვცდილობდი ყველა იმ მოგონების გაქრობას, რომელიც სულიერად მტანჯავდა და სრულიად მშლიდა გონებიდან. მართალია მე ვუთხარი რომ წასულიყო და მარტო დავეტოვებინე, მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი რომ მას და ჩემს საუკეთესო მეგობარს თავზე წავადგებოდი.

დამინახეს თუ არა მათ თვალი ავავლე თუმცა როგორც კი ქუქის ყელზე ზასოსები დავინახე მთელს სხეულში არასასიამოვნოდ გამცრა. იმის გაფიქრებაზე რომ ეს შესაძლოა ჩემი მეგობარი ყოფილიყო საშინლად გამაცოფა.

- შენ.- ვამბობ თუმცა საუბარს ჯიმინი მაწყვეტინებს.

- თეჰიონ მოდი დაის...

- მოკეტე ჯიმინ.

- თეჰიონ შეწყვიტე.- ჩურჩულებს თუ არა დივნისაკენ მიდის ქუქი.

- როგორ ბედავ და ზურგს როგორ მაქცევ.- ვყვირივარ და მას თვალებით ვბურღავ.

- თეჰიონ...

- ჯიმინ უკეთესია წახვიდე, ჩვენს საქმეში ჩარევა არც კი გაბედო.

- არსადაც არ წავალ სანამ ტონს არ დაუწევ და სანამ არ დამშვიდდები.- ამბობს და მთელი ძალით ვცდილობ თავის მოთოკვას რომ რამე არ ვაწყენინო.

- ჯიმინ არ მინდა რომ გაწყენინო, უბრალოდ წადი.

- თეჰიონ...

- გთხოვ წადი ჩიმ.- ამბობს თუ არა ქუუ მას თვალს ვავლებ შემდეგ კი ჯიმინს ვუყურებ. ვცდილობ ჩემს თავში არსებული ფიქრების უკუგდებას, თუმცა ეს არც ისე კარგად გამომდის როდესაც ჯიმინის თითებს ქუქის ხელებზე ვხედავ.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz