5

521 45 5
                                    


სტუდიაში ვიყავით და სიმღერაზე ვმუშაობდით, ვაღიარებ საკმაოდ კარგი ხმა ჰქონდა ჯეის თუმცა იყო მასში რაღაც ისეთი რაც დიდად არ მომწონდა, ან ის ფაქტორი მაღიზიანებდა რომ ის ჩემს საკუთრებას ეხებოდა. რა მარტივია არა როგორც ყოველთვის ის რაც ჩემი იყო ჩემი იქნებოდა. მე კი არ ვაპირებდი პატარა ჯანქუქის დათმობას, არ იფიქროთ რომ მიყვარდა. არა სიყვარული ჩემნაირი კაცებისათვის არ არსებობდა ვერ ვიტანდი? ალბათ ასეც იყო მე ხომ მის გამო ცხოვრება დამენგრა, წლების შურისძიება თავისას შვებოდა, სურვილი იმის რომ ის გამენადგურებინა ჩემში უფრო და უფრო ძლიერად იგრძნობოდა.

მისი ტუჩები კი ყველაზე საუცხოო რამ იყო რაც წლების შემდეგ ვიგრძენი.

ლტოლვა? კი იყო მასში რაღაც ისეთი რაც ჭკუიდან გადაგიყვანდა, ხშირად წარმოვიდგენდი თუ როგორ ვაკრავდი კედელზე, როგორ ვასრიალებდი ჩემს თითებს მის სხეულზე და მასზე დაუფლების სურვილით ვიწვოდი.

მინდოდა რომ ჩემი ყოფილიყო არა იმიტომ რომ მიყვარდა არა იმიტომ რომ მიზიდავდა, იმიტომ მსურდა ჩემად მისი გარდაქმნა რომ მთელი ჩემი შურისძიება თავზე დასტყდომოდა.

ალბათ გულში გამკიცხავთ, უგულო არსებას მიწოდებთ, შეგძულდებით. იყოს, შემიძულეთ.

- ხვალ შევხვდებით.- ვამბობ და კლავიშებზე თითებს ვავლებ.

- არ გამოვა.

- რას გულისხმობ?

- დღეს გეგმები მაქვს.

- ჯეი მგონი არ უნდა მჭირდებოდეს იმის შეხსენება თუ რას ნიშნავს ჩვენი მუშაობა.

- მესმის კიმ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს.

- ჩვემს სიმღერაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?

- ჩემი მომავალი მეუღლე.

- უკაცრავად.

- დღეს ქუქის ვხვდები, ხელი უნდა ვთხოვო. ამას თვეებია ვგეგმავ ასე რომ ხვალ ვერ მოვალ, მინდა მასთან თითოეული წამით დავტკბე. მინდა რომ ჩემს მკლავებში მოვიქციო, მთელი სხეული დავუკოცნო. ჯანდაბა კიმ არც კი იცი ამ წუთებს რამდენი ხანი ველოდი ასე რომ ბოდიში მაგრამ ხვალ ვერ მოვალ.- ამბობს ღიმილით ჯეი და ოთახიდან გადის მე კი იმის გაფიქრებისას რომ ის ჩემს ქუქის შეეხებოდა ჭკუიდან მშლიდა.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Where stories live. Discover now