33

307 25 3
                                    


დილით თვალს ვახელ თუ არა ჩემს მკლავებში მშვიდად ჩაძინებულ ქუს ვხედავ და მეღიმება, მისკენ ვიხრები ლოყაზე კოცნას ვუტოვებ რაზეც საყვარლად ცხვირს ჭმუხნის და ბაგეებზე ვკოცნი ისეთი საყვარელია.

საწოლიდან ვდგები, შორტებს ვიცმევ და სამზარეულოსაკენ მივდივარ. ჩვენთვის საუზმის გაკეთებას ვიწყებ, სხვა და სხვა ფორმებად ვჭრი ხილს, ხილის ასორტის შემდეგ ყავასაც ვამზადებ, ბლინებსა და წვენს ფოდნოსზე ვდებ, ბეკონსა და კვერცხსაც ვწვავ და ჩვენთვის საინებზე გადმომაქვს. ყველაფერს ფოდნოსზე ვდებ და საძინებლისაკენ მივდივარ, შესვლისთანავე ქუქის ვხედავ რომელიც აბაზანიდან გამოდის პირსახოცმოხვეული.

- დილამშვიდობისა მშვენიერო.- ვამბობ ღიმილით და თვალებით მთელს სხეულს ვუშიშვლებ რაზეც ლოყები უწითლდება.

- დილამშვიდობისა.- ამბობს ღიმილით და ჩემს მაისურს სხეულზე ივლებს. მიყვარს როდესაც ჩემი სამოსით იმოსება, თვალს ვავლებ მის მოშიშვლებულ ფეხებს რაზეც თვალებს მიბრიალებს წამიერად, შემდეგ კი ისევ საწოლში ძვრება.

- ქუუ.

- ასე ნე მიყურებ.- ჩურჩულებს ლოყებ აწითლებული.

- ასე როგორ?

- ისე თითქოს და რამე ტკბილეული ვიყო და ერთი სული გაქვს როდის დამაგემოვნებ.- ამბობს ლოყებ აწითლებული.

- სიმართლე რომ ვთქვათ მართლაც საუკეთესო ტკბილეული ხარ და მინდა რომ გაგსინჯო, თუმცა ისიც ვიცი რომ ჩვენთვის გამზადებული საუზმე უნდა მიირთვა.- ვამბობ და ბაგეებზე კოცნას ვუტოვებ.

- ეს ყველაფერი...

- ჩვენთვისაა.

- შენ...

- მე მოვამზადე, სპეციალურად ვისწავლე.- ვამბობ ღიმილით და თვალს ვავლებ მას.

- ჰმ... გემრიელია.

- მიხარია თუ ასეა, მთელი თვე მოვანდომე ამის სწავლას.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Where stories live. Discover now