9

381 41 2
                                    

ოპერაციის ხარჯებზე ფიქრის გამო სულ არ მქონდა დრო კიმზე და ჯეიზე რომ მეფიქრა. შესაძლოა თავადაც გავურბოდი რეალობას, მწარე რეალობას.

ხარჯები ძალიან ბევრზე მიდიოდა, მაგრამ ჯინის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი იყო.

იმედია მალე მისი შეყვარებულიც გამოჩნდებოდა, რომ ჯინს თავი მარტოსულად არ ეგრძნო.

სარკის წინ კიდევ ერთხელ ვტრიალდები და ერთ-ერთი კომპანიისაკენ მივდივარ. მალევე კაბინეტში ვზივარ და ნერვიულობის ნიადაგზე თითებს ვათამაშებ.

- მეგონა გადაიფიქრებდით.

- უბრალოდ მალევე მოვრჩეთ.

- კარგი როგორც გსურთ.- ამბობს თუ არა საბუთებს მაწვდის და მეც მალევე ვაწერ ხელს მოწოდებულ დოკუმენტს.

- ერთ კვირაში სახლი უნდა დაცალოთ.

- გასაგებია.

- ბატონო ჯეონ.

- გთხოვთ საავადმყოფოში გადარიცხეთ.

- გადავრიცხავთ.

- მადლობა.

- კარგად ბრძანდებოდეთ.

კაბინეტიდან გამოვდივარ და სახლში მივდივარ, თვალს ვავლებ თითოეულ კუთხეს, ოთახებს, ერთდერთ ადგილს სადაც ბედნიერი ვიყავი და თვალებიდან ჩამოგორებულ ცრემლებს არც კი ვიწმენდ.

მთელი კვირა ნივთების გადალგებას მოვანდომე, ყველაფერი ჯინის კაფის ქვევით არსებულ პადვალში გადავიტანე. ბოლოჯერ ვავლებდი თვალს სახლსა და შიგნით მოთავსებულ ავეჯს და ვიცოდი რომ ეს ადგილი საშინლად მომენატრებოდა.

საავადმყოფოსაკენ მივდივარ ჯინის ამბის გასაგებად როდესაც თვალს ვკრავ კიმ თეჰიონს რომელიც ვიღაც გოგოს სხეულზე იკრავს და მალევე ბაგეებს უკოცნის. შეძლებისდაგვარდ ვაცილებ თვალს მათ და საავადმყოფოს შენობაში შევდივარ.

ჯინის პალატასთან ვჩერდები და შესვლას ვაპირებ როდესაც ვიღაცის საუბარი მესმის, ოდნავ ვიჭყიტები პალატაში და ჯინის გვერდით ატირებულ მამაკაცს თვალს ვკრავ თუ არა კარს ვხურავ, ალბათ ეს ჯუნია. კიდევ კარგი გამოჩნდა ჯინს მისი დანახვა ძალიან გაუხარდება.

Hate? Nope!  Love...  / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora