თენდება, თუმცა ოთახში მაინც ბნელა. ფანჯრიდან გამთენიის სინათლის ისეთი დამაბრმავებელი სითეთრე შემოდის, რომ თვალებს სტკენს, ამიტომაც თავს ბალიშში რგავს და სევდაში მთლიანად იძირება.
არ უნდა, რომ დრო ასე სწრაფად გავიდეს, რადგან ადამიანი, რომელიც გვერდით უწევს, დიდხანს მასთან ვეღარ დარჩება.მისგან ზურგშექცევით წევს და ჩუმად ტირის. მისი ცრემლები უხმოდ ეცემა ბალიშზე და მატერიას ადნება. უნდა, რომ ყველაფრის შეჩერება შეეძლოს, რომ სამუდამოდ მასთან ერთად დარჩენის საშუალება მიეცეს.
მძიმე ნერწყვს ყლაპავს და მისკენ ბრუნდება. იგი ზურგზე წევს და მშვიდად ძინავს. უყურებს მის ქათქათა რძისფერ კანს, მშვიდ სხეულს, გულ-მკერდს, რომელიც ჩუმი სუნთქვისგან ზემოთ-ქვემოთ ადის და ჩამოდის.
მარჯვენა ხელს თავქვეშ იქცევს და მას გატაცებით უყურებს. ათვალიერებს მის ლამაზ პროფილს სიბნელის ფონზე, მსხვილ ალუბლისფერ ტუჩებს, ბზინავ გიშრისფერ თმას და ლამაზ ცხვირს. მზერას უსწორებს მის ტორსს, რომელსაც თხელი მატერია უფარავს. მისკენ იწევა და თავისუფალი ხელით მის მკერდს ეხება.
შეხებისგან იგი შეიშმუშნა და თითები შეერხა. მისი კანის შეხებაზე სხეული აღმაფრენით ევსებოდა.
თითებს დაასრიალებს, წრეებს ხაზავს მის გულზე, უნდა რომ აკოცოს და მისი კანის სიტკბო შეიგრძნოს, მაგრამ ეშინია, რომ გააღვიძებს და იგი წავა.
ბიჭი შეირხა, თავი მარჯვნივ გადმოაგდო და თვალები ნელ-ნელა გაახილა. გოგოს მისი თაფლისფერი თვალები შეანათა და გაიღიმა. გოგოსაც ღიმილი მოჰგვარა საყვარელი კაცის თბილმა მზერამ და თვალებმა, რომლებიც მას ყოველთვის ატყვევებდნენ. მისი მკრთალად მომღიმრი ბაგეები კოცნას ითხოვდნენ. ბიჭმა თავისი თლილი და გრძელი თითები გოგოს ლოყების ფოსოებზე უსიტყვოდ დაადო და მოეფერა.
გოგო გულის ცახცახით ელოდებოდა როდის გახსნიდა იგი ტუჩებს და რამეს ეტყოდა.
YOU ARE READING
ერთადერთი დღით || K.S.J
Fanfictionკონტრაქტი, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენს სოკჯინს და ულამაზეს ლექტორს ლოლას ერთმანეთთან აკავშირებს, მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას მოიცავს. მაგრამ, რა მოხდება, როდესაც ქალს მამაკაცის მიმართ აკრძალული გრძნობები უჩნდება?! __________________________________...